თაობები

 
    •  

  • რუბრიკები:

    • "ებლიტფო" ლათინურ ენასავითაა (rss) (7)
    • "თაობები" ბავშვებს (rss) (22)
    • English Lesson (rss) (3)
    • Poems from Georgia (rss) (2)
    • ადაპტირებული ტექსტები (rss) (17)
    • ავტორები (rss) (357)
      • გაბაიძე გიორგი (rss) (4)
      • გელაშვილი თორნიკე (rss) (13)
      • გზირიშვილი ქეთი (rss) (8)
      • გიორგაძე ნათია (rss) (2)
      • გიორგი ბუნდოვანი (rss) (1)
      • გოგუაძე ნელი (rss) (3)
      • გულეური ვასილ (rss) (1)
      • დარბაისელი ნინო (rss) (3)
      • დიდიშვილი ქეთი (rss) (3)
      • დოლიძე ტატა (rss) (1)
      • ელერდაშვილი ალექსანდრე (rss) (1)
      • ემხვარ კახაძე (rss) (10)
      • ვეკუა მერაბ (rss) (1)
      • თეკლე ბატონიშვილი (rss) (1)
      • თვალაბეიშვილი მზია (rss) (4)
      • თოფურია თეა (rss) (2)
      • კიკალიშვილი გვანცა (rss) (1)
      • კილაძე თამარ (rss) (2)
      • ლომაძე სერგი (rss) (1)
      • მარსიანი (rss) (2)
      • მატასი (rss) (1)
      • მშვიდობაძე ნინიკო (rss) (1)
      • ნადირაძე ნინო (rss) (1)
      • ნამშურიძე სოფი (rss) (1)
      • სადღობელაშვილი ნინო (rss) (1)
      • სალომე აჩბა (rss) (1)
      • სარია ზეინაბ (rss) (1)
      • საჯაია გიო (rss) (2)
      • სეფიაშვილი ქეთი (rss) (2)
      • სიმონიშვილი მაია (rss) (1)
      • სუმბაძე დარეჯან – ანასტასია (rss) (1)
      • ფაილოძე ქეთი (rss) (10)
      • ქასრაშვილი ირაკლი (rss) (1)
      • ჩანადირი ნინო (rss) (1)
      • ჩაჩანიძე ალეკო (rss) (1)
      • ჩეკურიშვილი ბელა (rss) (1)
      • წიკლაური მარიამ (rss) (2)
      • ჭუმბურიძე კობა (rss) (1)
      • ხორნაული ვაჟა (rss) (27)
      • ჯალიაშვილი მაია (rss) (3)
      • ჯობავა გვანცა (rss) (5)
    • ავტორეცენზიები (rss) (5)
    • დევდარიანი როზა (rss) (1)
    • დუმბაძე მანანა (rss) (2)
    • ერთად ვთარგმნოთ (rss) (5)
    • თარგმანები (rss) (45)
      • ბიჩერ-სტოუ ჰარიეტi (rss) (1)
      • ბრედბერი რეი (rss) (2)
      • ედისონი ჯოზეფ (rss) (1)
      • ვონეგუტი კურტ (rss) (1)
      • ვულფი ვირჯინია (rss) (1)
      • ირვინგი ვოშინგტონ (rss) (1)
      • კინგი სტივენ (rss) (2)
      • კრონინი არჩიბალდ (rss) (1)
      • ლარნედი უ. ლივინგსთონ (rss) (1)
      • ლიკოკი სტივენ (rss) (1)
      • მარკ ტვენი (rss) (6)
      • მენსფილდი ქეთრინ (rss) (4)
      • მოემი სომერსეტ (rss) (1)
      • ნაპიერი სუსან (rss) (1)
      • ო’ჰენრი (rss) (2)
      • სამარაკისი ანდონის (rss) (3)
      • საროიანი უილიამ (rss) (1)
      • ფიჯერალდი სკოტ ფრანსის (rss) (2)
      • შექსპირი უილიამ (rss) (1)
      • ჯეკ ლონდონი (rss) (1)
      • ჯერომ კლაპკა ჯერომი (rss) (3)
      • ჯონსონი ოუენ (rss) (1)
      • ჰემინგუეი ერნესტ (rss) (2)
      • ჰექტორ ჰიუ მუნრო (საკი) (rss) (1)
    • ინგლისური "თაობებზე" (rss) (8)
    • ინგლისური იდიომები, ანდაზები (rss) (4)
    • ინტერვიუ მიმოწერით (rss) (4)
    • იფიქრე ხმამაღლა… (rss) (7)
    • კრიტიკა (rss) (2)
    • ლატარია თამუნა (rss) (1)
    • მე წიგნის გმირი ვარ (rss) (1)
    • ნინო ნადირაძე (rss) (1)
    • პოეზია (rss) (56)
    • პროზა (rss) (4)
    • რამდენიმე კითხვა თეა თოფურიას (rss) (1)

    კალენდარი

    მაისი 2012
    ო ს ო ხ პ შ კ
    « აპრ    
     123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    28293031  

    მეტა:

    • რეგისტრაცია
    • შესვლა

    არქივები:

    • მაისი 2012 (1)
    • აპრილი 2012 (9)
    • მარტი 2012 (12)
    • თებერვალი 2012 (3)
    • იანვარი 2012 (6)
    • დეკემბერი 2011 (13)
    • ნოემბერი 2011 (18)
    • ოქტომბერი 2011 (16)
    • სექტემბერი 2011 (47)
    • აგვისტო 2011 (23)
    • ივლისი 2011 (9)
    • ივნისი 2011 (6)
    • მაისი 2011 (10)
    • აპრილი 2011 (7)
    • მარტი 2011 (6)
    • თებერვალი 2011 (20)
    • იანვარი 2011 (10)
    • დეკემბერი 2010 (15)
    • ნოემბერი 2010 (6)
    • ოქტომბერი 2010 (1)
    • სექტემბერი 2010 (1)
    • აგვისტო 2010 (3)
    • ივლისი 2010 (5)
    • ივნისი 2010 (8)
    • მაისი 2010 (5)
    • აპრილი 2010 (30)
    • მარტი 2010 (35)
    • თებერვალი 2010 (32)
    • იანვარი 2010 (60)
    • დეკემბერი 2009 (16)

    • 0. მეგობრები
    • 0.1. ქეთი გზირიშვილის ბლოგი
    • 0.2. გიკა
    • 0.3. ნელი გოგუაძის საიტი
    • 0.4. ბურუსი
    • 0.5. ალტერნატივა
    • 0.5. მოლი ბლუმის ბლოგი
    • 1. ვუსმინოთ ერთად.
    • 3. დამატებულია
    • 3.1. ქალი სარკეში
    • 3.2. ბედნიერი დილა
    • 3.3. 2 კითხვა…
    • 3.4 2 კითხვა (2)
    • 3.5. 2 კითხვა (3)
    • 3.5. ავტორეცენზიები
    • 3.6. ველდი
    • 3.7. "პიანისტი ქალი"
    • 3.8. ასე მოვუყვებოდი…

    ფორესტ გამპი

    მაისი 9, 2012 on 9:28 ამ | ავტორები | კომენტარი არ არის

    დასაწყისი

    ის ფაქტი რომ კოლეჯის საფეხბურთო გუნდში სათამაშოდ უტვინო ვიყავი, ეტყობა ამერიკის შეერთებული შტატების არმიაზე შთაბეჭდილებას ვერანაირად ახდენდა. იმ წელიწადს, როცა სკოლას ვამთავრებდი და გაზაფხულზე ყველას ატესტატებს აძლევენ, სცენაზე დამიძახეს და შავი მანტიაც კი მომაცვეს. ჩემი დრო რომ მოვიდა, დირექტორმა მითხრა “განსაკუთრებულ” დიპლომს გადმოგცემთო. მე მიკროფონთან ორი მუტრუკის თანხლებით ავედი – ისინი სულ ჩემთან ერთად დადიოდნენ, ღმერთი არ გაუწყრეს და იგივე არ გაიმეოროს, რაც ამერიკის ფეხბურთის ახალგაზრდულ ნაკრების დაჯილდოების დროს ჩაიდინაო. დედაჩემი ამ დროს პირველ რიგში იჯდა ტიროდა და თითებს იგრეხდა. მე კი მიხაროდა, რომ მოვახერხე და რაღაც მაინც ბოლომდე მივიყვანე.

    სახლში რომ მივედი, ბოლო-ბოლო მივხვდი, ასე გაბმულად რატომ ტიროდა დედა, ჯარიდან წერილი მოსულიყო, რომელშიც ეწერა გამწვევ კომისიაში თუ რაღაც მსგავს სულელურ ადგილზე გამოცხადდიო. მე არ ვიცოდი, რა უნდოდათ ჩემგან, მაგრამ დედამ კი იცოდა. 1968 წელი იყო და ჯარში უამრავი საშინელი რამე–რუმეები ხდებოდა.

    გამწვევ პუნქტში წასვლამდე დედამ სკოლის დირექტორის წერილი მომცა, კომისიის წევრებისთვის გადასაცემად, მე კიდევ გზაში რაღაცნაირად დავკარგე. იქ კი ნამდვილი საგიჟეთი იყო. ერთი მაღალი და ჩაფსკვნილი ფერადკანიანი სამხედრო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა მთელი ხმით დაჰკიოდა ხალხს და ჯგუფ–ჯგუფად ანაწილებდა. ჩვენ ყველა ერთად ვდგევართ, ის მოდის და იძახის: ”აბა ჰე, მე მინდა ერთი ნახევარი იქით წავიდეს, მეორე – აქეთ, ვინც დარჩება – აქვე იდგეს.” გარშემო ყველა ერთმანეთს უყურებს და განცვიფრება გამოსახვია სახეზე, მე რომ მე ვარ, მეც კი მივხვდი, რომ ეს კაცი ნამდვილი იდიოტია.

    ოთახში შემიყვანეს, ერთ ხაზზე გაგვამწკრივეს და გვითხრეს გაიხადეთო. ძალიანაც არ მინდოდა, მაგრამ, ყველამ გაიხადა და მე რაღაც ვიზამდი. ყველაფერი დაგვითვალიერეს – თვალები, პირი, ყურები, ჩვენი ინტიმური ადგილებიც კი. მერე მითხრეს ”გადაიხარეო”. გადავიხარე თუ არა ვიღაცამ თითები უკანალში არ მტაკა?

    სწორედ ასე იყო ეს!

    შემოვბრუნდი და იმ დამპალს ხელი თავში ჩავცხე. უეცრად ამან დიდი აღელვება გამოიწვია და მთელი ჯგრო მომვარდა და წამაქცია. მაგრამ ეგეთებს მიჩვეული ვიყავი. ყველა განზე გავყარე და კარში გავარდი. სახლში დაბრუნებულმა დედას მოვუყევი, რაც მოხდა, მას გული მაგრად დაწყდა, მაგრამ ასე მითხრა, ”ფორრესტ არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო”.

    მთლად კარგად მაინც ვერ იყო საქმე. რამდენიმე დღეში ჩვენ სახლს მიკროავტობუსი მოადგა და შიგ რამდენიმე შავჩაფხუტიანი სამხედრო იჯდა. სამხედროები კართან მოვიდნენ და მე მიკითხეს. ოთახში ვიმალები, მაგრამ დედა მოდის და მეუბნება უკან, გამწვევ პუნქტში უნდა წაგიყვანონო. გზაზე თვალი არ მოუცილებიათ, ისე მიყურებდნენ, თითქოს, რომელიღაც ცნობილი მანიაკი ვყოფილიყავი.

    კარი გააღეს და კაი მოზრდილ სამუშაო ოთახში შემიყვანეს. იქ ერთი ხანშიშესული მამაკაცი დაგვხვდა, სამხედრო ფორმა სულ უბზინვარებდა, ისიც საკმაოდ გულდასმით მაკვირდებოდა. ამათ დამსვეს და ტესტი მომაჩეჩეს ხელში, კოლეჯში რომ ამერიკულ ფეხბურთზე ტესტი იყო, იმაზე გაცილებით ადვილი. მაგრამ რად გინდა, არც ის იყო ღომის ჭამასავით ადვილი.

    ტესტის შევსებას რო მოვრჩი მეორე ოთახში წამიყვანეს, სადაც გრძელ მაგიდასთან ოთხი თუ ხუთი კაცი იჯდა. რაღაცებს მეკითხებოდნენ და ერთმანეთს, ჩემი ტესტის მსგავს ქაღალდებს გადასცემდენ. მერე ერთად შექუჩდნენ და კარგა ხანს ისაუბრეს, რო მორჩნენ რაღაც ქაღალს ხელი მოაწერეს და მე მომცეს. წამოვიღე და დედას მივუტანე. დედაჩემა წაიკითხა და თმები გაიშალა, ტირილით ღმერთის ქება-დიდება დაიწყო, იმისთვის, რომ ჯარისთვისაც კარგა გვარიანი შრეკილი აღმოვჩნდი.

    იმ კვირაში კიდევ რაღაც მოხდა, რაც ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა. ჩვენთან მდგმურად ერთი ქალბატონი ცხოვრობდა, სატელეფონო კომპანიაში ოპერატორად მუშაობდა. მის ფრენჩი ერქვა. ნამდვილად სასიამოვნო ქალბატონი იყო, მაგრამ უშუალოდ თავის თავში იყო ჩაკეტილი. თუმცა ერთ ღამეს, როცა ძაან ცხელოდა და უცებ ჭექა–ქუხილი ატყდა, იმან თავისი ოთახის კარებიდან თავი გამოყო და მეუბნება: „ფორრესტ, შუადღისას ღვთაებრივი შოკოლადის ნაკრები მაჩუქეს, ხომ არ გასინჯავდი?“

    „კი“, – ვუთხარი მე. მან კი ოთახში შემიყვანა, შოკოლადის ნაკრები კომოდზე იდო. ერთი ცალი ამოიღო და მომცა. თან მკითხა კიდევ ხომ არ გინდაო. პასუხს არ დალოდებია, საწოლისკენ მიმითითა, ჩამოჯექიო. ათი თუ თხუთმეტი ცალი შევჭამე, გარეთ კი ელავს და ჭექს, ქარი ფარდებს აფრიალებს. მის ფრენჩი მსუბუქად ხელს მკრავს და მე საწოლზე ზურგით ვვარდები. ის კი მეფერება და მეფერება. „მხოლოდ თვალები დახუჭე და ნუ გაახელ, ”ყველაფერი კარგად იქნება“ -მეუბნენა. იცით, აი რაც მერე მოხდა, ცხოვრებაში არასდროს მომხდარა. არ შემიძლია გითხრათ ასეთი რა იყო, მე ხო თვალები დახუჭული მქონდა. დედას რო გაეგო ნაღდად ზურგს ამიჭრელენდა. მაგრამ ერთს კი გეტყვით, რაც მოხდა იმან, ყველა ჩემი წარმოდგენა ყველაფერზე თავდაყირა დააყენა.

    წერილი საყვარელ მწერალს

    აპრილი 30, 2012 on 9:36 ამ | ავტორები | კომენტარი არ არის

    წერილი გალაკტიონს

    მოგესალმებით მარადიულ მდუმარებაში, ძვირფასო ბატონო გალაკტიონ!
    მოგმართავთ ხაზგასმული თავაზიანობით, რადგან თქვენ ჩემზე დიდი ბრძანდებით როგორც ასაკით, ისე პოეზიის მნიშვნელობით!
    მე თქვენ ძალიან მიყვარხართ! ღამეები მიტეხია თქვენი ლექსების კითხვაში. თქვენ იმაზე ახლოს ხართ ჩემს სულთან, ვიდრე წარმოიდგენდით ოდესღაც, რომ სრულიად უცნობ ადამიანს ასე შეაყვარებდით თავს. გააგრძელე კითხვა წერილი საყვარელ მწერალს…

    ფორესტ გამპი

    აპრილი 24, 2012 on 8:56 ამ | ავტორები | კომენტარი არ არის

    დასაწყისი

    კითხის სსწავლის საქმეშიც წინ წავიწიე. მისს ჰენდერსონს უნდა ვუმადლოდე. ”ტომ სოიერი” და კიდევ ორი წიგნი მომცა წასაკითხად. რომლები აღარ მახსოვს. სამივე სახლში წავიკითხე. აი, ტესტი მაწერინა, მთლად კარგად ვერ აეწყო საქმე. წიგნების კითხვა კი მაგრად მომეწონა.

    სასადილოში ისევ ჯენი ქერანთან გადავჯექი, კარგა ხანი პრობლემები არავის შეუქმნია. მაგრამ გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს სახლში მიმავალს წინ სხვა ვინ გადამიდგებოდა, თუ არა ის ჯეელი, იმ დღეს მუხლებზე რძე რომ გადამაქცია და მერე დიდხანს მსდია. ხელში ჯოხი ეჭირა და სულ ”სულელი” და ”შტერი” მიძახა.

    რამდენიმე ბავშვი იქვე იდგა და თვალს არ გვაშორებდა. ჯენი ქარანიც მოვიდა. ერთი პირობა აქედან დავახვევ, გავიფიქრე, მაგრამ არ ვიცი რა მიზეზით ფეხიც კი არ მოვიცვალე. ის ბიჭი კიდევ ადგა და ჯოხი მუცელში რამდნიმჯერმე არ მომარტყა? საკუთარ თავს ვუთხარი: ეგ უკვე ნამეტანია-მეთქი და ჯოხს ხელი ვტაცე, ჩემკენ მოვქაჩე, წავართვი და თავში ვხეთქე. ასე იყო თუ ისე, ეგ ამბავიც მორჩა.

    დაღამებულზე იმ ბიჭის მშობლებმა დედაჩემს დაურეკეს და უთხრეს, მათ შვილს კიდევ ერთხელ თუ შევეხები შესაბამის ორგანოებს გამოუძახებენ და ”სკოლიდან დამახვევინებენ”. ვცადე დედისთვის ამეხსნა, რა და როგორ მოხდა, მითხრა გავიგეო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ღელავდა. მითხრა ასეთი დიდი და ძლიერი, რომ ხარ ამიტომ ფრთხილად უნდა იყოო, ვინმეს რამე არ დაუშააოო. თავი დავუქნიე და დავპირდი არავის არაფერს დავუშავებ–მეთქი. ღამე, ლოგინში დასაძინებლად რომ დავწექი, მესმოდა თავის ოთახში ჩუმად როგორ ტიროდა დედა.

    იმ ბიჭსთვის თავზეხეთქვის ამბავმა ჩემ ფეხბურთის თამაშში ახალი შუქურა აანთო. მწვრთნელ ფელერს მეორე დღეს ვკითხე, ნება მომეცი ბურთიანად ხელში პირდაპირ კარისკენ ვირბინო მეთქი? მითხრა, მიდი, მიაწექიო. ჰოდა, მეც მივაწექი, ოთხ თუ ხუთ ფეხბურთელს გადავუარა და წინ გავიჭრი, მათ კი ჩემი დევნა თავიდან მოუწიათ.

    იმავე წელს ამერიკის ფეხბურთის ახალგაზრდულ ნაკრებში მიმიწვიეს. თავადაც არ მჯეროდა.დედამ დაბადების დღეზე ორი წყვილი წინდა და ახალთახალი პერანგი მაჩუქა. ფულიც შეუგროვებია, ამერიკის ფეხბურთელთა ნაკრები გუნდის დაჯილდოების დღისთვის კოსტიუმი რომ ეყიდა. ჩემ ცხოვრებაში კოსტიუმი პირველად მეცვა. ჰალსტუხი შემაბა და მე დაჯილდოების ცერემონიალზე დასასწრებად წავედი.

    ამერიკის ფეხბურთელთა ნაკრებებისთვის საზეიმო წვეულება პატარა ქალაქ ფლომატონში გაიმართა. მწვრთნელმა ფელერსმა თქვა, ქალაქის დასახელება “რკინიგზის გადასავლელს” უნდა ნიშნავდესო. ჩვენი რაიონიდან ხუთი–ექვსი დაჯილდოებული ავტობუსში ჩაგვსხეს და წაგვიყვანეს. იქამდე ერთი თუ ორი საათის გზა იყო. ავტობუსს ტუალეტი არ ჰქონდა. მე გამგზავრებამდე ორი ბოთლი ლიმონათი დავლიე. ამიტომაც ფლომატონში რომ ჩავედით, ჩემი საქმე ძალიან ცუდად იყო.

    შეხვედრა ფლომატონის სკოლის კლუბში უნდა ჩატარებულიყო და როგორც კი მიგვიყვანეს, მე და რამდენიმე ბიჭმა ტუალეტის ძებნა დავიწყეთ. როგორღაც ვიპოვეთ. შევედი თუ არა ,ელვა–შესაკრავის გახსნა ვცადე, მაგრამ შიგ ნიფხვის ბოლო გაიჭედა. გახსნა რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მოწინააღმდეგე გუნდის პატარა ბიჭი უყურადღებოდ არ მტოვებს, მწვრთნელი ფელერსთან გარბის და პოულობს. ის კიდევ ორ მუტრუკთან ერთად ბრუნდება და ყველანი შარვლის გახსნაში მეხმარებიან.როცა ვერაფერს გახდნენ, ერთმა მუტრუკმა, სხვა გზა არ არსებობს, შარვალი უნდა გავხიოთო. მწვრთნელმა ფელერსმა ხელები დოინჯი შემოიყარა და თქვა: ”თქვენ ფიქრობთ, რომ სკოლის კლუბში გაღეღილი შარვლითა და მისი დაღერებული ავლა–დიდებით წავიყვან? ნეტა იმაზე თუ ფიქრობთ, თავად რა სანახავი ვიქნები?” შემდეგ ჩემკენ შემობრუნდა და მირჩია : ”ფორრესტ, თავად უნდა სცადო ,იქნებ რამე გამოგივიდეს. თუ არა და, როცა საქმე მორჩები, მოვალთ და შევეცდებით ,გახსნაში გიშველოთ, მოსულა?”,
    თავი დავუქნიე, რადგან არ ვიცოდი,სხვა რა უნდა მექნა. იმას კი მივხვდი, უგრძესი საღამო მელოდა.

    კლუბში შესვლისას მომეჩვენა, რომ მაგიდებთან მილიონობით ადამიანი იჯდა. ისინი იღიმებოდნენ და ტაშს გვიკრავდნენ. ყველას თვალწინ, გრძელ მაგიდასთან დავსხედით. შიშმა ამიტანა და კიდევ ფრო დავრწმუნდი, რომ წინ უგრძესი საღამო გველოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს დიდიან–პატარიანად -ყველა სიტყვით გამოსვლას აპირებდა – ოფიციანტებისა და დამლაგებლების ჩათვლით. მომინდა, დედაც აქ ყოფილიყო, იქნებ რამე ეშველა, მაგრამ გრიპი ჰქონდა და სახლში ლოგინში იწვა. როგორც იქნა ,ჯილდოს გადმოცემის დროც დადგა. პრიზები პატარა მოოქროვილი ბურთები იყო. ჩვენს სახელსა და გვარს დაასახელებდნენ თუ არა, მიკროფონთან უნდა მივსულიყავით, პრიზი აგვეღო და ”მადლობა” გვეთქვა. ჰო, კიდევ იმას გვეკითხებოდნენ, კიდევ რამის თქმა ხომ არ გსურთო. უნდოდათ გაეგოთ, მომავალში რას ვაპირებდით.

    ყველა, ვინც ჯილდოს იღებდა ,მადლობასო, ამბობდა. ჩემი დრო დადგა თუ არა, ვიღაცამ მიკროფონში ჩასძახა – ”ფორრესტ გამპიო”. მგონი ,ადრე გითხარით, ასეთი
    გვარ–სახელი მაქვს–მეთქი. მივედი და ჯილდო გადმომცეს. მოულოდნელად მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა და ტაში დასცხო. ეტყობა ,ვიღაცამ მთელ დარბაზს მოსდო, ”ჭკუასუსტიაო”. მათაც განსაკუთრებით მოინდომეს,რომ ესიამოვნებინათ ჩემთვის. მე კი იმდენად გავოგნდი, რომ არ ვიცოდი ,რა მექნა, ვიდექი და დარბაზს მივშტერებოდი. უეცრად ყველა დადუმდა. მიკროფონიანმა კაცმა კი მკითხა: რამის თქმა ხომ არ გინდაო? მე კი ავდექი და ვთქვი: ” ერთი სული მაქვს მოვფსა”.

    ამდენიმე წუთი კრინტი არავის დაუძრავს, შემდეგ ერთმანეთს ეშმაკურად გადახედეს და რაღაც გადაულაპარეკეს, მხოლოდ ხმადაბალი ბუბუნიღა ისმოდა. მწვრთნელმა ფელერსმა ხელი მტაცა, ადგილზე დამაბრუნა და მთელი დარჩენილი საღამო თვალი არ მოუცილებია. წვეულება დამთავრდა თუ არა, მწვრთნელმა და მუტრუკებმა ტუალეტში გამაქანეს და ელვა–შესაკრავის გაგლეჯვისთანავე იმდენი მოვფსი მთელ ვედროს აავსებდა!

    – გამპ, – როგორც კი საქმეს მოვრჩი, მითხრა მწრთნელმა – დარწმუნებული ბრძანდებოდე, ეგ ენა რომ არ გქონდეს, თაგვები სოროში შეგათრევდნენ!

    ემდეგ წელს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ეგაა, რომ ვიღაცამ ხმა გაავრცელა ამერიკის ახალგაზრდულ ფეხბურთელთა ნაკრებში იდიოტი თამაშობსო. დიდი დრო არ გასულა და მთელი ქვეყნიდან წერილები მომდიოდა და მომდიოდა. დედაჩემმა აგროვებდა და ალბომში აწყობდა. ერთ დღეს ნიუ-იორკიდან ამანათი მომივიდა, შიგ ბეისბოლის ნამდვილი ბურთი იდო, რომელზეც ნიუ-იორკის ბეისბოლის იანკების გუნდის ყველა წევრს ავტოგრაფი წაეწერა. ყველაზე მაგარი საჩუქარი იყო რაც კი როდისმე მიმიღია! თვალისჩინივით ვუფრთხილდებოდა, თუმცა ერთ დღეს ეზოში თამაშისას ბებერმა ქოფაკმა ბურთი ჰაერიდანვე პირით ჩამოხსნა და დაღეჭა. ეჰ, ეგეთები წამდაუწუმ მემართება!

    ერთ დღეს მწვრთნელმა ფელერსმა დირექტორთან შემიყვანა. იქ ერთიკაცი დაგვხვდა, უნივერსიტეტიდან ყოფილა. ხელი ჩამომართვა და მკითხა, არ გიფიქრია კოლეჯის ფეხბურთის გუნდში თამაშზეო?. ისიც მითხრა ”გაკვირდებოდითო”. თავი დავუქნიე, იმიტომ რომ ასეთ იაზრი თავსი არასოდეს მომსვლია.

    როგორც ეტყობოდა, ეს კაცი ყველას შიშის ზარს სცემდა, თვალებში შესციცინებდნენ, ”მისტერ ბრაიანით” მიმართავდნენ. ყველა კი ასე მიმართავდა, მაგრამ მე მითხრა ”დათვი” დამიძახეო. ძაან სასაცილო სახელია ჩემი აზრით, არადა ნაღდად მისი შესაფერისი იყო. ტრენერმა ფელექსმა ”დათვს” უთხრა, არც თუ ისე ნათელი გონება აქვსო. იმან კიდევ – ეგ არაფერი, გუნდში ყველა მასეთები მყავსო. ისიც თქვა სწავლაშიც დავეხმარებიო. ერთი კვირის შემდეგ ყველანაირი ახირებული კითხვებით სავსე ტესტები მომცეს. მალე ყველაფერი ყელში ამომივიდა და აღებული ტესტის შევსებას თავი მივანებე.

    ორი დღის შემდეგ ”დათვი” ისევ დაბრუნდა და მწვრთნელმა ფელექსმა დირექტორის კაბინეტში წიალ-წიალით შემათრია. ”დათვი” რაღაც გვარიანად შეშფოთებული ჩანდა, მაგრამ ჯერ კიდევ თავაზიანი იყო ჩემს მიმართ. მკითხა ტესტების ამოხსნას მთელი ძალით ხომ ცდილობდიო. მე თავი დავუქნიე, დირექტორმა თვალები გადაატრიალა. ”დათვმა” კი თქვა: სამწუხაროა, მაგრამ, ტესტებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ბიჭი ნამდვილი იდიოტიაო.
    დირექტორმა მხოლოდ თავი დაუქნია. მწვრთნელ ფელერსს ხელები ჯიბეში ჩაეწყო და დუმდა. სახე მოღუშოდა. ჩანდა, კოლეჯის საფეხბურთო გუნდში ჩემი თამაშის პერსპექტივა იქვე დასამარდა.

    გაგრძელება

    ფორრესტ გამპი

    აპრილი 19, 2012 on 9:02 ამ | ავტორები | კომენტარი არ არის

    დასაწყისი

    აბა თუ გამოიცნობთ, საშინაო დავალებების კლასში  ჩემთან ერთად ვინ იმყოფებოდა ხოლმე. ჯენი ქერანი!  ერთხელ კლასში შემოვიდა და მეუბნება, პირველივე კლასიდან გიცნობო.  აუ რამხელა გაზრდილიყო, რა გრძელი ფეხები,  შავი თმა და ლამაზი სახე ჰქონდა,  სხვა რაღაცებიც ჰქონდა, მაგრამ მათზე ლაპარაკს ვერ ვბედავ.

    ფეხბურთში მწვრთნელ ფელერსის მოსაწონს ვერაფერს ვაკეთებდით. სულ უკმაყოფილო იყო, ფეხბურთელებს გამუდმებით უყვიროდა, მეც მიყვიროდა. ფეხბურთელები ცდილობდნენ, ისეთი რამ მოეფიქრებინათ, რომ უბრალოდ ადგილიდან ფეხი არ მომეცვალა და მეტოქეებისათვის საშუალება არ მიმეცა, ჩვენიანი ბურთიანად არ შეებოჭათ. მაგრამ ეს არ მუშაობდა გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ ჰქონდათ ბურთის გამოტანის უფლება ცენტრალური ხაზიდან. მწვრთნელი არც თუ ისე კმაყოფილი იყო ჩვენი თამაშით და ამიტომ, ნება მიბოძეთ, გითხრათ, რომ იმ მუხის ბოძთან გვარიანი დრო გავატარე. და მაინც ვერ ვისწავლე ისე მაგრად ჩახუტება, როგორც ისინი მთხოვდნენ. ვერ ვისწავლე და მორჩა.

    ერთ დღესაც ისეთი რამ მოხდა, რომელმაც ჩემი ცხოვრება კიდევ ერთხელ შეცვალა. კაფეტერიიდან საჭმელი ავიღე და ჯენი ქერანთან ერთად ჩამოჯდომა დავაპირე. ამ სკოლაში ასე თუ ისე მხოლოდ მას ვიცნობდი. მის გვერდით თავს მშვენივრად ვგრძნობდი. თვითონ ნაკლებ ყურადღებას მაქცევდა, სხვებს ესაუბრებოდა. თავიდან ფეხბურთელებთან ვიჯექი, მაგრამ ისინი ისე იქცეოდნენ თითქოს იქ საერთოდ არ ვიყავი ანდა ვიღაც უცნობი ვყოფილიყო. აი, ჯენი ქერისთვის კი, იქ ნამდვილად ვიყავი.

    რაღაც დროის შემდეგ მის გვერდით ხშირად ვიღაც ბიჭს ვხედავდი, ნერვებს მიშლიდა. ”როგორაა ჩვენი შტერი?” რაღაც ამის მსგავს საზიზღრობებს კითხულობდა. ერთი ორი კვირა გააგრძელა ასე, არაფერს ვეუბნებოდი. ბოლოს და ბოლოს ვთქვი, ახლაც კი არ მჯერა რომ მე ვთქვი, ”სულაც არ ვარ შტერი”, ბიჭმა ერთი შემომხედა და სიცილი დაიწო. ჯენიმ უთხრა ხმა ჩაიწყვიტეო, იმან კი რძიანი ჭიქა აიღო და მუხლებზე დამასხა. მე წამოვხტი და გავიქეცი, იმიტომ რომ შემეშინდა.

    მეორე თუ მესამე დღეს ეს ბიჭი ჩემთან მოვიდა და მეუბნება, ”საქმე უნდა გაგირჩიოო”. მთელი დღე შიშისგან მიკანკალებდა გული. იმავე დღეს, მოგვიანებით, სპორტდარბაზში რომ მივდიოდი, გზაზე საკუთარი მეგობრების ბანდასთან ერთად დამხვდა.ერთი კი გავიფიქრე, სხვა გზით წავალ–მეთქი , მაგრამ წინ გადამიდგა , რამდენიმეჯერ ხელი მკრა და სულ ”გამოშტერებული” და კიდევ ათასი საზიზღრობა მიძახა. ბოლოს მუცელში მგლიჯა. არც ისე მეტკინა, მაგრამ ტირილი დავიწყე, შემოვბრუნდი და გავიქეცი. მესმოდა, მასთან ერთად როგორ მომდევდნენ სხვებიც. ისე სწრაფად გავიქეცი, სპორტდარბაზში ფეხბურთში ვარჯიშის დროს რომ გავრბოდი ხოლმე. უეცრად მწვრთნელი ფელერსი დავინახე, ტრიბუნაზე იჯდა და თვალს მადევნებდა. მე რომ მომდევდნენ ,იმ ბიჭებმაც დაინახეს, თავი დამანებეს და უკან გაბრუნდნენ. . მწვრთნელი ფელერსი ჩემთან მოვიდა. უცნაური სახით მიყურებდა. მითხრა ,დამშვიდდიო. მოგვიანებით კი დარბაზში სამი ნახატი მოიტანა და მითხრა, ესენი კარგად დაიმახსოვრეო.

    ნაშუადღევს, სავარჯიშოდ რომ გავედით, მოვეწყვეთ და ორ გუნდად გავიყავით. მოულოდნელად ქვარტერბექმა ბურთი მომაწოდა და მითხრა, მარჯვენა ხაზის გასწვრივ ირბინე და კარის ძელამდე ჩადიო. გავიქეცი და ყველანი მე გამომდგნენ. ისე გავრბოდი, რომ ქუსლებს კისერზე ვირტყამდი.უკან შვიდი თუ რვა მანამდე მომდევდა და ცდილობდნენ დამეწეოდნენ. მწვრთნელი ფელერსი ძალიან გახარებული იყო. გაუჩერებლად ხტოდა და ყველას, ვინც უკან მომდევდა, უყვიროდა და მდევრებს ზურგზე ხელებს უტყაპუნებდა. ასე იმიტომ ვირბინეთ,რომ გვენახა, რა სწრაფად დავრბოდი. უკან თუ მომდევდნენ, უსწრაფესად დავრბოდი. რომელი ჭკუასუსტი მოიქცეოდა ჩემს ადგილზე სხვაგვარად?

    ჰოდა, იმის მერე უფრო ცნობილი გავხდი, გუნდის სხვა ბიჭებიც უფრო კარგად მეცეოდნენ. პირველი თამაშიც გვქონდა, შიშით ვკდევოდი, მაგრამ ბურთი მომცეს და კარის ხაზამდე ორ-სამჯერ მივიბინე და ისე კარგად ცხოვრებაში ხალხი აღარ მომქცევია. იმ სკოლამ მართლა რაღაცები შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. ისე ვიქცეოდი, როგორც მინდოდა. ფეხბურთს ვთამაშობდი. მაგრამ ვერაფრით მივმხდარვარ, ბურთიანად რატომ ვერ უნდა მივაღწიო მითითებულ ადგილამდე, რომ ხალხი ისე არ გადავთელო, როგორც თქვენ –ჩვეულებრივ ჩხუბში აკეთებთ. ერთ–ერთმა ,მკვლელს რომ ჰგავდა, იმან, მითხრა, ყველაზე ძლიერი სკოლის ჰავბეკი ხარ მსოფლიოშიო. მე კი სულაც არ ვფიქრობ , რომ ამით ჩემთვის კომპლიმენტის თქმა უნდოდა.

    გაგრძელება

    ლიტინტერვიუ “ებლიტფოზე”

    აპრილი 17, 2012 on 6:57 პმ | ავტორები | კომენტარი არ არის

    გიორგი კილაძე: ბატონო ზურაბ, თქვენი ლიტერატურული და არამარტო ლიტერატურული СV.
    ზურაბ კანდელაკი: დავიბადე თბილისში, ვსწავობდი 29-ე სკოლაში. დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი… აქ მინდა ავცდე CV მიღებულ ფორმას და ოდნავ ვრცლად მოგითხროთ თეატრალურ ინსტიტუტზე, რამეთუ ინსტიტუტში საწავლის პერიოდმა განსაკუთრებული გავლენა იქონია ჩემს შემდგომ ცხოვრებაზე. ჩემი სწავლის პერიოდში თეატრალური ინსტიტუტი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა პედაგოგების საუკეთესო კადრებს და პროფესიულ დაოსტატებასტან ერთად, იძლეოდა კარგ ზოგად განათლებას. გავდიოდით მსოფლიო ლიტერატურის, თეატრის, მუსიკისა და ხელოვნების ისტორიას, ფსიქოლოგიას, ფილოსოფიის საფუძვლებს, ხატვას, ცეკვას, ფარიკაობას, მეტყველებას და რაც მთავარია ლექციებს გვიკითხავდნენ აკაკი გაწერელია, რევაზ ნათაძე, კოტე მეღვინეთუხუცესი, მალიკო მრევლიშვილი. ელენე თოფურიძე, რუსუდან მიქელაძე, ირაკლი ციციშვილი, კოწო ბადრიძე, ანატოლი ფეოდოროვი და კიდევ არაერთი კარგი ლექტორი. იმ პერიოდში, სარეჟისორო ფაკულტეტზე მოხვედრა ძალიან ძნელი იყო. მიღება სამ წელიწადში ერთხელ ხდებოდა და იღებდნენ მხოლოდ ხუთ კაცს. მე ბედმა გამიღიმა, რომ ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო უნიჭიერესი რეჟისორი დიმიტრი(დოდო) ალექსიძე, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ჩვენს პროფესიულ დაოსტატებაში. ინსტიტუტში დავდგი საკურსო სპექტაკლი – ფ.დიურენმანტის “ავარია’’. ეს, ქართულ თეატრალურ სივრცეში დიურენმანტის ნაწარმოების პირველი განხორციელება იყო…
    ახლა კვლავ ვუბრუნდები CV მიღებულ ფორმას. გააგრძელე კითხვა ლიტინტერვიუ “ებლიტფოზე”…

    გამარჯობა, ჩემო მეგობარო

    აპრილი 9, 2012 on 7:51 პმ | ავტორები | კომენტარი არ არის

    დიდი ხანია არ მითქვამს : “ვა, რა მაგარი ლექსია!” დღეს კი ვთქვი.. თანაც ორჯერ… რამდეჯერმე დავაპირე მიწერა , არაფერი გამოდის, ტკივილივითაა… დუმს…
    არ ჰგავს ერთ ჯერზე ამოთქმულს, დიდხანს ნაფიქრს ჰგავს და გაშალაშინებულს… როდენი გამახსენდა წაკითხვისას… პირველივე ჯერზე…
    ჰგავს ნაწყვეტ–ნაწყვეტ ამოთქმულს… ყლუპ–ყლუპად ჩაფიქრებულს… ზემოდან–ქვემოთ წვეთ-წვეთად ჩამოწურულს და მერე ერთ ნაკადად ამოფრქვეულს…
    კი ასეა, არ ღირს, თქვა.. მძლავრ ნაკადად ამოფრქვეულს… გადაამლაშებს…
    სიმლაშე სიზმარივით წყალს დავუტოვე, შემოდგომა და საკუთარ ნახატთან ჩამომჯდარი დავით კაკაბაძე გავიხსენე – რა თქმა უნდა უფუნჯოდ… და მამა, რომელიც ქუთაისს ხატავს დახუჭული თვალებით…
    მეც თვალებს ვხუჭავ და ვამბობ: ღმერთო ,გამახსენე, სად წავიკითხე, ოცნების კოშკს ნანგრევები არ რჩებაო… და ფანჯარასთან რა უნდოდა მტრედს…
    უკვე დაღამდა… სულ სამი მარცვლით, ამოდის მთვრე. და მე ვივიწყებ კუნძსა და კუნთებს… ვეძებ ცისთვალებს, შემოდგომის მუქყვითელ ფოთლებს… მხატვარი ხატავს… ცხენებისგან გათელი ბალახს… აჩერებს სუნქვას სამიოდ წამით და მე ზუსტად ვიცი: მზის ჩასვლა ჯერ კიდევ არაა დასასრული…
    პირველი, რაც წავიკითხე – იყო და არა იყო. იყო, რაც დავწერე – აი ია…
    არ ვიცი, როდის დავწერე პირველად ასობგერა “კ”, ისე კი დიდი ხანია ვეძებ კუნძს, გადასახტომად მომზადებულ კაცს რომ წააგავს…
    ვერ ვპოულობ… და განვაგრძობ ძებნას… წარმოსახვით ფოტოგალერეაში და ვსწავლობ ინგლისურს, რომელშიც სიზმარი და ოცნება ერთნაირად იწერება.. და მიკვირს… რატომ არის სიყვარულიდან სიძულვილამდე მხოლოდ ერთი და თანაც ზომიერად გადადგმული ნაბიჯი….
    უკვე დაღამდა… სულ სამი მარცვლით, ამოდის მთვრე. და მე ვივიწყებ კუნძსა და კუნთებს… ვეძებ ცისთვალებს, შემოდგომის მუქყვითელ ფოთლებს… მხატვარი ხატავს… ცხენებისგან გათელი ბალახს… აჩერებს სუნქვას სამიოდ წამით…
    ჭვავის ყანაში… one by one დიურასის გმირები წევნან… აირბაგებსაც გაუდის ვადა… ანათებს წითლად… ანდროკლესა და ლომის თვალები… ცოტაც მოიცა… გაზაფხულდება…

    და მოვა ბუა… ხელში დაიჭერს ჰარმერის სახეს… დააკვირდება ხელისგილზე ვარდისფერ ლაქას… ეზოში მწვანე ჰუვაოდა ბაო… და მეტყველებდა ქარი იმგვარად… ბურულო ცაო…
    თევზიც მეტყველებს თუ მიაგნებ გახელილ თვალებს… – ”ავაზის თვალებს”…

    მოვრჩი…
    ნაწყვეტ–ნაწყვეტ მოგიყევი… რაც გამახსენდა…
    ანდა ვივიწყებ
    ოცნების კოშკებს აშენებამდე აგურ–აგურ ანგრევენ, ფიქრში…

    პ.ს
    არ გავს ერთ ჯერზე ამოთქმულს, დიდხანს ნაფიქრს ჰგავს და გაშალაშინებულს… და ჰგავს ნაწყვეტ–ნაწყვეტ ამოთქმულს… ყლუპ–ყლუპად ჩაფიქრებულს…

    ჰგავს და თუ გინდა მომკალი…

    ფორესტ გამპი

    აპრილი 9, 2012 on 3:29 პმ | ავტორები | კომენტარი არ არის

    დასაწყისი

    ეს მანქანიანი ჯეელი  ფეხბურთის მწვრთნელი ყოფილა, ფელერსი ერქვა. იმ დღეს გაკვეთილზე ან კიდევ სადმე არ წავსულვარ, მწვრთნელმა ფელერსმა გასახდელში წამიყვანა და ერთ ერთმა ხულიგანმა ფეხბურთის ფორმა ჩამაცვა –  ყველა შუასადებითა და  სახე რომ მთელი შემრჩენოდა ცხაურიან პლასმსის მუზარადის მსგავსი  თავსაბურით.  ერთადერთი რაც ვერ იპოვეა  ჩემი ზომა ბუცი იყო,  ამიტომ, სანამ სპეციალურად ჩემთვის არ შეკერავდნენ, რაც მეცვა იმით უნდა მეთამაშა.

    მწრთვნელმა და ხულიგნებმა საფეხბურთო ფორმა ჩამაცვეს თუ არა მაიძულეს გამეხადა, ჩამაცმევდნენ და ისევ გამახდევინებდნენ, ჩამაცმევდნენ და ისევ გამახდევინებდნენ, მანამდე ათჯერ თუ თორმეტჯერ ჩამაცვეს–გამახდევინეს, ვიდრე ჩაცმა თვითონ არ შევძელი. ერთ რაღაც ვერაფრით გავიგე,  რატომ უნდა მეტარებინა სუსპენზორია.  ხულიგნები ბევრს ეცადნენ აეხსნათ, მერე ერთმა  უთხრა მეორეს ”რეგვენი” თუ რაღაც მსგავსიაო. ასე მგონია ფიქრობდა მისი არ მესმოდა, მე კიდევ ის არ ვიცი ამ სისულელისთვის ყურადღება რატომ უნდა მიმექცია. ძალიან არ მწყენია,  უარესებიც უთქვამთ. მაგრამ მინდოდა თუ არა ყურადღება მაინც მივაქციე.
    გახდა–ჩაცმა მოვრჩი თუ არ გასახდელში  ბიჭების მთელი  გუნდი შემოიჭრა, საფეხბურთო ფორმებს ხელი დასტაცეს და ჩაიცვეს. შემდეგ  ყველანი ფეხბურთის მოედანზე  გავედით,  მწრთვნელმა ფელერსმა ბიჭები ერთად შეკრიბა და  ჩემი თავი გააცნო. კარგა ხანს იბოდიალა. ნახევარი ვერ გავიგე, რადგან სიკვდილზე უფრო  შემეშინდა, არასოდეს  ვდგარვარ ამდენი უცნობი ხალხის წინაშე.   ცოტა ხნის შემდეგ  დიდი დრო და რამდენიმე ბიჭი  ჩემთან მოვიდა, ხელი ჩამომართვა და მითხრა  მოხარული ვართ ჩვენთან  რომ ხარო.  მწვრთნელმა ფელერსმა სასტვენს ისე მაგრად ჩაბერა, რომ შიშისაგან ავხტი.  მერე სხვებმაც დაიწყეს ხტუნვა და სხვადასხვა ვარჯიში.

    გახდა–ჩაცმა მოვრჩი თუ არა, გასახდელში ბიჭების მთელი გუნდი შემოიჭრა, საფეხბურთო ფორმებს ხელი დასტაცეს და ჩაიცვეს. შემდეგ ყველანი ფეხბურთის მოედანზე გავედი. მწრთვნელმა ფელერსმა ბიჭები ერთად შეკრიბა და ჩემი თავი გააცნო. კარგა ხანს იბოდიალა. ნახევარი ვერ გავიგე, რადგან მართლაც ძალიან შემეშინდა, არასოდეს ვდგარვარ ამდენი უცნობი ხალხის წინაშე. ცოტა ხნის შემდეგ რამდენიმე ბიჭი მოვიდა ჩემთან, ხელი ჩამომართვა და მითხრა, მოხარული ვართ, ჩვენთან რომ ხარო. მწვრთნელმა ფელერსმა სასტვენს ისე მაგრად ჩაბერა, რომ შიშისაგან ავხტი. მერე სხვებმაც დაიწყეს ხტუნვა და სხვადასხვა ვარჯიში.

    მოსაყოლი კიდევ ბევრი მაქვს, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ მე ფეხბურთის თამაში დავიწყე. მწვრთნელი და ერთ ერთი ხულიგანი განსკუთრებით მპატრონობდნენ, ფეხბურთის თამაში არ ვიცოდი და იმიტომ. გვითხრეს, თქვენ ისე დადგებით, რომ ხალხს გზა გადაუღობოთ, ისინი კი შეეცდებიან, გადაგთელონ და და გზა განაგრძონო. იმდენჯერ ვცადეთ, რომ სათვალავი აგვერია. ბოლოს კი იმას მივაღწიე, რომ ყველას ყელში ამოუვედი, რადგან ვერაფრით მივხვდი, რატომ უნდა ვმდგარიყავი ასე.

    იმ ნაშუადღევს ბევრი ლანძღვა–გინების ატანა მომოწია. ამიტომ ვარჯიში დამთავრდა თუ არა, მწვრთნელ ფელერსთან მივედი და ვუთხარი, ბურთიან კაცზე გადახტომა სულაც არ მომწონს, რადგან მეშინია, არ დავაზიანო–მეთქი. მწვრთნელმა მითხრა, ვერ დააზიანებ, რადგან ფეხბურთის ფორმა აცვია და იცავსო. სიმართლე გითხრათ,მისი დაზიანება ნაკლებად მაწუხებდა. უფრო იმაზე ვფიქრობდი ,ყველასთან კარგად თუ ვერ ვიქნები, გაბრაზდებიან და ისევ ლანძღვა-გინებით ამიკლებენ-მეთქი. მოკლედ, თავი არ დავზოგე, რომ ყველაფერი კარგად მესწავლა.

    სკოლაშიც მიწევდა სიარული.ჭკუასუსტების სკოლაში ამდენს არ  გვთხოვდნენ, აქ საქმე გაცილებით სერიოზულად იყო: დღეში სამ საათს საშინაო დავალებების ოთახში მამეცადინებდნენ – იქ ერთადერთი წესი მოქმედებდა: რასაც გინდა, იმას გააკეთებდი. დანარჩენ სამ გაკვეთილს ერთი ქალბატონი მიტარებდა- კითხვას მასწავლიდა. ოთახში მხოლოდ მე და ის ვიყავით. ისეთი საყვარელი იყო, რომ თავში რამდენჯერმე მასზე საზიზღარი აზრიც კი მომივიდა. მის ხენდერსონი ერქვა.

    ერთადერთი გაკვეთილი, რომელიც მე მომწონდა, სადილი იყო.მაგრამ, ჩემი აზრით, მთლად გაკვეთილსაც ვერ დაარქმევდით. ჭკუასუსტების სკოლაში დედა სენდვიჩსა და ხილიან ნამცხვარს(ოღონდ ბანანისას არა) მატანდა. ამ სკოლაში კი ნამდვილი სასადილო იყო, ცხრა თუ ათი თავი კერძით. თავი უნდა მემტვრია, რომელი ამერჩია. თავიდან ვფიქრობდი, ვინმე უნდა მოვიდეს და რამე მითხრას– მეთქი. ჰოდა, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ჩემთან მწვრთელი ფელერსი მოვიდა და მეუბნება, შეუბერე და , რაც გინდა, გადასანსლე, რადგან ყველაფერის უკვე გადახდილიაო. მაგარია!

    გაგრძელება

    წიგნი, რომელიც ბოლოს წავიკითხე

    აპრილი 6, 2012 on 8:31 ამ | სარია ზეინაბ | 3 კომენტარი

    პაატა შამუგიას “დაუჯდომელი”

    წიგნი, რომელიც ბოლოს წავიკითხე, ახალი კი არის, მაგრამ ახალია არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ახალდასტამბულია, არამედ იმ აზრითაც, რომ ახალგაზრდა პოეტის თვითმყოფადი ხმაა ქართულ პოეზიაში. საუბარია ლექსების კრებულზე, რომელსაც პირველივე გვერდებიდან მოაქვს სიახლის განცდა, შეგახვედრებს საინტერესო მხატვრულ აზროვნებასთან. აქ არის მოვლენათა მოულოდნელი რაკურსები, ახლებური ესთეტიკური აზროვნება.
    გამომცემლობა “სიესტამ” 2011 წლის დეკემბერში გამოსცა პაატა შამუგიას “დაუჯდომელი”, რომელშიც 13 ლექსი და სამი პოემაა. ეს არის გამოცემა, რომელიც გაფიქრებინებს, რომ ხელში გაქვს თანამედროვე ქართული პოეზიისათვის მნიშვნელოვანი კრებული, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, დღემდე არ დაწერილა მასზე რეცენზია /ყოველ შემთხვევაში, მე არ წამიკითხავს/. გააგრძელე კითხვა წიგნი, რომელიც ბოლოს წავიკითხე…

    ფორრესტ გამპი

    აპრილი 4, 2012 on 9:00 ამ | ავტორები | კომენტარი არ არის

    დასაწყისი

    დედა მართლა კარგი ადამიანი მყავს. ამას ყველა გეტყვით. მამა ჩემი დაბადებიდან სულ მალე მოკვდა, ამიტომ მე მას არ ვიცნობდი. იგი დოკში მუშაობდა, მტვირთავად. ერთ დღესაც ამწეს კომპანია”იუნაითედ ფრუტის” გემიდან ბანანებით სავსე უზარმაზარი ბადე რომ უნდა გადმოეღო, რაღაც მოხდა, ამწეს ტვირთი მოწყდა და მამაჩემი ლავაშივით გააბრტყელა. ერთხელ გავიგონე რამდენიმე კაცი რას ლაპარაკობდა ამაზე – საშინელი არეულობა იყოო, იატაკზე ნახევარი ტონა ბანანი ჰყრია, მათ ქვეშ კი ჩემი მამიკო ჭყაპუნები გაუდიოდა თურმე. ბანანებს დიდად არ ვწყალობ, ბანანის პუდინგს თუ შევჭამ და მორჩა, ისე კი მართალა მიყვარს ბანანის პუდინგი.

    დედა,,იუნაითედ ფრუტის” ხალხმა რაღაც პენსია მოსცა,სახში მდგმურები მოიყვანა.მოკლედ, კარგად ვიყავით. პატარობისას სულ სახლში ვყავდი, გარეთ სხვა ბავშვებს რომ არ ვეწვალებინე. ზაფხულის შუადღეობით, ძალიან რომ ცხებოდა, სასტუმრო ოთახში მაწვენდა, დარაბებს დახურავდა. გრილოდა და ბნელოდა, მერე ერთ გრაფინ ლიმონათს გამიკეთებდა,მერე იჯდა და მელაპარაკებოდა და მელაპარაკებოდა, ისე, არაფერზე, როგორც ძაღლს ან კატას ელაპარაკებიან, მაგრამ მომწონდა და მივეჩვიე, იმიტომ რო იმისი ხმა მაგძნობინებდა რო დაცულად და კარგად ვიყავი.

    დედა ფიქრობდა, ჩემთვის კარგი იქნებოდა საჯარო სკოლაში სიარული. იქნებ ეს მაინც დამხმარებოდა,რომ ყველას დავმსგავსებოდი. მაგრამ, როგორც კი ცოტა ვიარე ,იქიდან მოვიდნენ და დედას უთხრეს, სხვებს ვერაფრით დაემგავნებაო. მხოლოდ ერთი კლასის დამთავრება მაცალეს. სანამ მასწავლებელი რაღაც–რაღაცაებს ლაპარაკობდა, მე თვითონაც არ ვიცი ,რაზე ვფიქრობდი, ვიჯექი და ფანჯარაში ვუყურებდი ჩიტებს, ციყვებს და კიდევ რაღაცებს, დიდ და ბებერ მუხაზე რომ დახტოდნენ. მასწავლებელი ერთს კი შემასწრებდა თვალს და კარგა გვარიანად შემაფუცხუნებდა ხოლმე . ეს გაუგებარი არსება მიყვიროდა და დერეფანში მაგდებდა , მაიძულებდა, იქაც სკამზე ვმჯდარიყავი. სხვა ბავშვები არასოდეს თამაშობდნენ ჩემთან, მაგდებდნენ და თან დამცინოდნენ. მხოლოდ ჯენი ქერანი არ გამირბოდა და ხანდახან უფლებას მაძლევდა, სკოლის დამთვრების შემდეგ სახლში რომ მივდიოდით, მის გვერდით მევლო.

    მეორე წელს სხვა სკოლაში გადამიყვანეს, გეტყვით რომ რაღაც უცნაური სკოლა იყო, მთელი რაიონის უცნაური გოგობიჭები – თექვსმეტ–ჩვიდმეტ წლამდე, ყველა დიდიც და პატარაც ერთად შეგკვრიბეს. ყველა ჯურის გონებრივად ჩამორჩენილი იყვენ იქ. ისეთების ჭამა და ტუალეტში წასვლა რომ არ შეეძლოთ თვითონ.

    იყო იქ ერთი სქელო, ასე თოთხმეტი წლის იქნებოდა, რაღაც ისეთი ჭირდა, რომ ხანდახან ელექტრო სკამზე თუ რაღაც მსგავსზე დამჯდარივით ხტოდა. ჩვენი მასწავლებელი, მის მარგარეტი მაიძულებდა მასთან ერთად საააბაზანოში წავსულიყავი, თავისთვის რამე რომ არ დაემართა. მაინც შვებოდა, მე არ ვიცოდი როგორ შემეჩერებინა. უბრალოს რომელიმე კაბინაში შევიკეტებოდი, ვიდრე არ მორჩებოდა. მერე კი კლასში მიმყავდა.

    იმ სკოლას ხუთი თუ ექვსი წელი შემოვრჩი.მართლა ისე ცუდი კი არ იყო ყველაფერი, როგორც ვთქვი. თითით ხატვას და პატარ-პატარა რაღაცაების გაკეთების ნებას გვრთავდნენ. განსაკუთრებით კარგად გვასწავლიდნენ, როგორ შეგვეკრა თასმები, ცხვირ-პირი არ მოგვესვარა საჭმლით, ველურებივით არ მოვქცეულიყავით და ნაგავი აქეთ-იქით არ გვესროლა. წიგნები საერთოდ არ გვქონდა,მაგრამ გვასწავლიდნენ ,როგორ ამოგვეკითხა ქუჩის სახელწოდებები და გვიხსნიდნენ,როგორ გაგვერჩია ერთმანეთისაგან მამაკაცების და ქალების ტუალეტები. ისე ,მათთან ფრთხილად ყოფნა ჯობდა – ეტყობა, სპეციალურად მოგვათავსეს, ვინმესთვის რამე რომ არ დაგვეშავებინა. ღმერთმა დასწყევლოს, აბა, ვის მოეწონებოდა ქუჩაში ჭკუასუსტების თავისუფლად ხეტიალი? ამას მეც კი ვერ გავიგებდი.

    არადა თავიდან დედა ეზოში სხვებივით მიშვებდა, მაგრამ შემდეგ დაინახა, რომ დამცინოდნენ. ერთხელ ერთმა ბიჭმა ზურგში ჯოხი ისე მაგრად ჩამცხო, რომ საშინელი კვალი დღემდე მამჩნევია. ამის მერე მითხარა მეტი ბიჭებთან არ ითამაშოო. გოგოებთან ვცადე დამეწყო თამაში, მაგრამ კარგი არც აქედან გამოვიდა, ყველანი გამექცნენ.

    ცამეტი წლიდან რამდენიმე უცნაური რამ ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში. ყველაფერი სიმაღლეში ზრდით დაიწყო – ექვსი თვეში ექვსი დიუმით გავიზარდე, დედას წამდაუწუმ ჩემი შარვლის დაგრძელება უწევდა. მე კი ვიზრდებოდი და ვიზრდებოდი. თექვსმეტი წლისა სიმაღლეში ექვსი ფუნტი და ექვსი დიუმი ვიყავი და 242 ფუნტს ვიწონიდი. ეს ზუსტად ვიცი – ერთხელ წამიყვანეს და ამწონეს. ისიც კი თქვეს თვალებს ვერ ვუჯერებთო.

    შემდეგ რაც მოხდა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ერთ დღეს ჭკუასუსტების სკოლიდან სახლისკენ მივდიოდი, უცებ ჩემ გვერდით მანქანამ გაჩერდა, მანქანიდან ვიღაც ბიჭი გადმოვიდა. სახელი დამიძახა. როცა ვუპასუხე მკითხა რომელ სკოლაში დადიხარ და აქამდე რატომ არ გიცნობდიო. ვუთხარი ჭკუასუსტების სკოლაში რომ ვსწავლობდი. ფეხბურთი თუ გითამაშია ოდესმეო –  არა, ვუპასუხე. კი ვეტყოდი – ნანახი მაქვს სხვები როგორ თამაშობენ და ახლოსაც არ მიკარებენ-მეთქი, მაგრამ ორ–სამ წინადადებას ერთმანეთს ვერ ვაბამ და ამიტომ მხოლოდ თავი გავაქნიე. ეს არდადეგებიდან ორი კვირის შემდეგ იყო.
    ასე სამი დღის შემდეგ ჭკუასუსტების სკოლიდან წამომიყვანეს, დედაჩემმა, იმ მანქანიანმა ბიჭმა, და კიდევ ორი კაცმა – მკვლელებს რომ გავდა, ეს ორი იმისთვის იყვნენ ალბათ, რამე ცუდს თუ ჩავიდენდი. ჩემი მაგიდიდან ყველა ხარახურა ამოალაგეს, ყავისფერ ქაღალდის პარკში ჩაყარეს და მითხრეს მის მარგარეტს დაემშვიდობეო. მან კი მოულოდნელად ტირილი დაიწყო და მაგრად ჩამეხუტა. მინდოდა ყველა ჭკუასუსტს დავმშვიდობებოდი, მათ კი კივილი, ღრიალი და მაგიდაზე მუშტების ბრახაბრუხი ატეხეს. აი ასე წამოვედი იქიდან.
    დედაჩემი წინა სკამზე იმ ბიჭთან იჯდა, მე, უკან, ორ ხულიგანს, რომ გავდა იმ კაცებს შორის, ყველა ფილმში ასეა, როცა პოლიციას ”ქალაქის ცენტრში” მიჰყავხართ. მაგრამ ჩვენ ”ქალაქის ცენტრში” კი არა, ახალაშენებულ სკოლაში მივედით. მივედით თუ არა დედა, მე და ის ბიჭი უფროსთან შევედით. ორი “ხულიგანი” მისაღებსი იცდიდა. უფროსი სულმთლად ჭაღარა იყო, ჰალსტუხზე ცხიმის ლაქები ეცხო და ისეთი ფართხუნა შარვალ იეცვა, გეგონებოდათ ჭკუასუსტთა სკოლიდან თვითონაც ესესაა გამოვიდაო. მაგიდასთან დავჯექი თუ არა კითხვებ იდამაყარა, მე მხოლოდ თავს ვაქნევდი. თურმე ერთადაეთი რაც ჩემგან უნდოდათ, ფეხნურთის თამაში იყო. ეს მე დიდი ხანია თვითონ მივხვდი.

    გაგრძელება

    თარგმანი ეძღვნება ეროვნული ბიბლიოტეკის ლიტფორუმ “ებლიტფოს” წევრებს…

    აპრილი 3, 2012 on 8:48 პმ | ავტორები | 2 კომენტარი

    უინსტონ გრუმი

    ფორრესტ გამპი

    ეძღვნება ჯიმბო მიდორსა და ჯორჯ რედკლიფს, რომელნიც ფორესტსა და მის მეგობრებს ყოველთვის კეთილად ეპყრობოდნენ.

    ოდენ შლეგს ძალუძს საკუთარი სიშლეგით ტკბობა

    დრაისენი

    იცი, რას გეტყვი: იდიოტის ცხოვრება შოკოლადის ყუთი ნუ გგონია. ხალხი ჯერ იცინის, მერე მოთმინების ფიალა ევსება და ბოლოს ჩამოგწერენ კიდეც. ახლა კი ამბობენ, შეშლილებს კეთილად უნდა მოვეპყრათო, მაგრამ… თქვენი ნებართვით, პირდაპირ გეტყვით: ყოველთვის ასე არაა. ნუ გგონიათ, ვწუწუნებ, მიმაჩნია.. აი, როგორ გითხრათ… ძალიან საინტერესოდ ვცხოვრობ.

    დაბადებით იდიოტი ვარ. IQ სამოცდაათს უახლოვდება, და, როგორც ამბობენ, ჩემს დასახასიათებლად ესეც კმარა. იქნებ, მხოლოდ მოსულელო, ან სულაც ჭკუასუსტი, მაგრამ პირადად მე თავი უფრო ნახევრადსულელი ან რაღაც მსგავსი მგონია, იდიოტი – არა, რადგან ადამიანებს სულელებზე ფიქრისას , უფრო ხშირად , “დაუნები” წარმოუდგენიათ – ჩინელივით წვრილთვალება რომაა და თან საკუთარი თავის დაცინვაც იცის.

    ახლა მე ჭკუასუსტი ვარ _ გაგიმხელთ, მაგრამ ნამდვლად უფრო გონებაგხსნილი ვარ, ვიდრე ჩემს ბებრებს ჰგონიათ, იმიტომ რო, რაც გონებაში მომდის, ისეთი არაა, ბებრები რასაც ხედავენ. მაგლითად, შემიძლია ძალიან კარგად ვიფიქრო რამეებზე, მაგრამ თქმას და დაწერას რო მოვინდომებ, რაღაც ისეთი მემართება, ვმთხლევდები თუ რაღაც,. განახებთ, რას ვამბობ.

    ერთ დღესაც იყო და მე, ქუჩაში დავბორიალობდი, ვიღაც კაცი კი მის ეზოში მიწას თხრის. მთელი ურემი ბუჩქის დარგვას აპირებს. მეძახის და მეუბნება: ”ფორრესტ, არ გინდა ცოტა ფული იშოვოო?” ვეუბნები ” აჰა”, ის კიდე ატალახებულ მიწას მათხრევინებს. ათი თუ თორმეტი დაწყევლილი ორმო იყო ამოსათხრელი თუ სათხრელი. საშინელი მზე აცხუნებს, შენ კიდე უნდა ამთხარო. გავათავე, როგორც იქნა, მან კი ჯიბეს ხელი იკრა და ერთდოლარიანი ამოიღო. ეგეთი ცოტა ფულისთვის სკანდალი უნდა ამეტეხა, მარა, მე რა, ავდექი და ის დაწყევლილი დოლარიანი გამოვართვი, “მადლობა” თუ რაღაც მსგავსი ჩავილუღლუღე და ქუჩას დავუყევი, თან ხელისგულზე აყროლებულ დოლარს ვათამაშებდი, ზუსტად ისე, როგორც ნამდვილი იდიოტი.

    გაიგეთ რამე?

    იდიოტებს კაი ხანია ვაკვირდები. მაგათ, ალბათ, მხოლოდ მე ვიცნობ კარგად, რადგან მათზე რაც კი წასაკითხი იყო, ყველაფერი წავიკითხე – დოუსტოევსკის ჯეელ იდიოტზეც და მეფეს ლირის მასხარაზეც , ფოლკნერის ბენჯიზეც და „მოკალი ჯაფარადან“ ბებერ ბუ რედლზეც კი . სერიოზული იდიოტი ის იყო თუ იყო. და მაინც ყველაზე უფრო „თაგვებსა და ადამიანებში“ ბებერი ლენნი რომაა, ის მომწონს. ყველა ეს მწერალი იდიოტებზე უფრო ზუსტად წერდა, ვიდრე ადამიანები მიაწერენ. ეშმაკმა დალახვროს, მე მწერლებს ვეთანხმები და ნებისმიერი იდიოტიც დაეთანხმებოდა. ჰი, ჰი.

    როცა დავიბადე, დედაჩემმა დამარქვა ფორესტი,სამოქალაქო ომში მებრძოლ გენერალ ნათან ბედფორდ ფორესტის საპატივსაცემოდ. დედა ყოველთვის ამბობდა, რაღაცნაირად ჩვენი ნათესავიაო. დიდი ადამიანიაო, ამბობდა, უდიდესიც კიო. მაგრამ რად გინდა, – კუ–კლუკს–კლანი დაუარსებია, ოღონდ იმ ომის მერე. ბებიაჩემიც კი ამბობდა, იქაური ბიჭები საშინელ რამერუმეებს სჩადიოდნენო. მეც ვეთანხმები. ამის მიზეზი ერთი სქელი და მაღალი ტიპი იყო, საკუთარ თავს პიფპაპს რო ეძახდა. ქალაქში ერთი პატარა მაღაზია ჰქონდა. ხოდა ერთხელაც ,ასე თორმეტი წლის რომ ვიქნებოდი, გვერდზე ჩავლისას ვიტრინაში შევიჭყიტე – ისეთი მარყუჟი ჰქონდა, როგორც სახრჩობელას აქვს. დამინახა, შიგ რო ვიხედებოდი, აიღო მარყუჟი, კისერზე ჩამოიცვა და ენა გამოყო ჩემ შესაშინებლად. აუ, რა მოვკურცხლე? მანქანის სადგომში მანამდე ვიმალებოდი, სანამ ვიღაცამ პოლიციას არ გამოუძახა, რომელმაც მოსვლისთანავე დედას მიჰგვარა ჩემი თავი. სულაც არ ვიცი ,კიდევ რა ჩაიდინა გენერალმა ფორესტმა, მაგრამ ეს კლანი – მთლად კარგი იდეა არ იყო –ამას ნებისმიერი იდიოტი გეტყვით. და მაინც – ფორესტი მის გამო მქვია.

    გაგრძელება

    შემდეგი გვერდი »

    Entries and comments feeds. Valid XHTML and CSS. ^Top^
    19 queries. 0.475 seconds.
    Powered by WordPress with jd-sky theme design by John Doe.