თაობები

 
    •  

  • რუბრიკები:

    • "ებლიტფო" ლათინურ ენასავითაა (rss) (7)
    • "თაობები" ბავშვებს (rss) (21)
    • English Lesson (rss) (3)
    • Poems from Georgia (rss) (2)
    • ადაპტირებული ტექსტები (rss) (16)
    • ავტორები (rss) (370)
      • Is Still Unknawn (rss) (1)
      • ამირეჯიბი რუსა (rss) (1)
      • ახალკაცი ალექსანდრე (rss) (1)
      • გელაშვილი თორნიკე (rss) (1)
      • გზირიშვილი ქეთი (rss) (8)
      • გიორგაძე ნათია (rss) (2)
      • გიორგი ბუნდოვანი (rss) (1)
      • გოგუაძე ნელი (rss) (3)
      • გულეური ვასილ (rss) (1)
      • დარბაისელი ნინო (rss) (3)
      • დიდიშვილი ქეთი (rss) (3)
      • დოლიძე ტატა (rss) (1)
      • ელერდაშვილი ალექსანდრე (rss) (1)
      • ემხვარ კახაძე (rss) (10)
      • ვეკუა მერაბ (rss) (1)
      • თეკლე ბატონიშვილი (rss) (1)
      • თვალაბეიშვილი მზია (rss) (4)
      • თოფურია თეა (rss) (2)
      • კიკალიშვილი გვანცა (rss) (1)
      • კილაძე თამარ (rss) (2)
      • კილაძე თემურ (rss) (1)
      • ლიქოკელი ლია (rss) (1)
      • ლომაძე სერგი (rss) (1)
      • მარსიანი (rss) (2)
      • მატასი (rss) (1)
      • მშვიდობაძე ნინიკო (rss) (1)
      • ნადირაძე ნინო (rss) (1)
      • ნამშურიძე სოფი (rss) (1)
      • სადღობელაშვილი ნინო (rss) (1)
      • სალომე აჩბა (rss) (1)
      • სარია ზეინაბ (rss) (1)
      • სეფიაშვილი ქეთი (rss) (2)
      • სიმონიშვილი მაია (rss) (1)
      • სუმბაძე დარეჯან – ანასტასია (rss) (1)
      • ტაველიძე ირმა (rss) (1)
      • ფაილოძე ქეთი (rss) (1)
      • ქასრაშვილი ირაკლი (rss) (1)
      • ჩანადირი ნინო (rss) (1)
      • ჩაჩანიძე ალეკო (rss) (1)
      • წიკლაური მარიამ (rss) (2)
      • ჭუმბურიძე კობა (rss) (1)
      • ხორნაული ვაჟა (rss) (27)
      • ჯალიაშვილი მაია (rss) (3)
      • ჯობავა გვანცა (rss) (1)
    • ავტორეცენზიები (rss) (5)
    • ბოლქვაძე თამარ (rss) (1)
    • დევდარიანი როზა (rss) (1)
    • დუმბაძე მანანა (rss) (2)
    • ერთად ვთარგმნოთ (rss) (5)
    • თარგმანები (rss) (44)
      • ბრედბერი რეი (rss) (2)
      • ედისონი ჯოზეფ (rss) (1)
      • ვონეგუტი კურტ (rss) (1)
      • ვულფი ვირჯინია (rss) (1)
      • ირვინგი ვოშინგტონ (rss) (1)
      • კინგი სტივენ (rss) (2)
      • კრონინი არჩიბალდ (rss) (1)
      • ლარნედი უ. ლივინგსთონ (rss) (1)
      • ლიკოკი სტივენ (rss) (1)
      • მარკ ტვენი (rss) (6)
      • მენსფილდი ქეთრინ (rss) (4)
      • მოემი სომერსეტ (rss) (1)
      • ნაპიერი სუსან (rss) (1)
      • ო’ჰენრი (rss) (2)
      • სამარაკისი ანდონის (rss) (3)
      • საროიანი უილიამ (rss) (1)
      • ფიჯერალდი სკოტ ფრანსის (rss) (2)
      • შექსპირი უილიამ (rss) (1)
      • ჯეკ ლონდონი (rss) (1)
      • ჯერომ კლაპკა ჯერომი (rss) (3)
      • ჯონსონი ოუენ (rss) (1)
      • ჰემინგუეი ერნესტ (rss) (2)
      • ჰექტორ ჰიუ მუნრო (საკი) (rss) (1)
    • ინგლისური "თაობებზე" (rss) (8)
    • ინგლისური იდიომები, ანდაზები (rss) (4)
    • ინტერვიუ მიმოწერით (rss) (4)
    • იფიქრე ხმამაღლა… (rss) (7)
    • კრიტიკა (rss) (2)
    • ლატარია თამუნა (rss) (1)
    • მე წიგნის გმირი ვარ (rss) (1)
    • ნინო ნადირაძე (rss) (1)
    • პოეზია (rss) (42)
    • პროზა (rss) (1)
    • რამდენიმე კითხვა თეა თოფურიას (rss) (1)

    კალენდარი

    თებერვალი 2019
    ო ს ო ხ პ შ კ
    « ნოე    
     123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728  

    მეტა:

    • შესვლა

    არქივები:

    • ნოემბერი 2014 (1)
    • სექტემბერი 2014 (3)
    • აგვისტო 2014 (2)
    • მაისი 2014 (2)
    • მარტი 2014 (1)
    • თებერვალი 2014 (9)
    • იანვარი 2014 (6)
    • დეკემბერი 2013 (1)
    • ივნისი 2013 (2)
    • მაისი 2013 (1)
    • მარტი 2013 (5)
    • სექტემბერი 2012 (2)
    • აგვისტო 2012 (7)
    • ივლისი 2012 (4)
    • ივნისი 2012 (3)
    • მაისი 2012 (2)
    • აპრილი 2012 (5)
    • მარტი 2012 (10)
    • თებერვალი 2012 (3)
    • იანვარი 2012 (6)
    • დეკემბერი 2011 (13)
    • ნოემბერი 2011 (18)
    • ოქტომბერი 2011 (16)
    • სექტემბერი 2011 (26)
    • აგვისტო 2011 (23)
    • ივლისი 2011 (9)
    • ივნისი 2011 (6)
    • მაისი 2011 (10)
    • აპრილი 2011 (7)
    • მარტი 2011 (6)
    • თებერვალი 2011 (20)
    • იანვარი 2011 (10)
    • დეკემბერი 2010 (15)
    • ნოემბერი 2010 (6)
    • ოქტომბერი 2010 (1)
    • სექტემბერი 2010 (1)
    • აგვისტო 2010 (3)
    • ივლისი 2010 (5)
    • ივნისი 2010 (8)
    • მაისი 2010 (4)
    • აპრილი 2010 (26)
    • მარტი 2010 (32)
    • თებერვალი 2010 (30)
    • იანვარი 2010 (59)
    • დეკემბერი 2009 (16)

    • 0. მეგობრები
    • 0.1. ქეთი გზირიშვილის ბლოგი
    • 0.2. გიკა
    • 0.3. ნელი გოგუაძის საიტი
    • 0.4. ბურუსი
    • 0.5. ალტერნატივა
    • 0.5. მოლი ბლუმის ბლოგი
    • 1. ვუსმინოთ ერთად.
    • 3. დამატებულია
    • 3.1. ქალი სარკეში
    • 3.2. ბედნიერი დილა
    • 3.3. 2 კითხვა…
    • 3.4 2 კითხვა (2)
    • 3.5. 2 კითხვა (3)
    • 3.5. ავტორეცენზიები
    • 3.6. ველდი
    • 3.7. "პიანისტი ქალი"
    • 3.8. ასე მოვუყვებოდი…

    ლიტერატურული მონოლოგი

    აგვისტო 2, 2014 on 12:11 პმ | ამირეჯიბი რუსა | Comments Off

    მონოლოგი ჭაბუა პაპასა და ჩემი პროზაზე


    ჟურნალისტები მეკითხებიან ხოლმე, არ შეგეშინდათ, ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილმა, წერა რომ დაიწყეთო? ეს კითხვა სხვებსაც უჩნდებათ და ამიტომ იმ პასუხს კიდევ ერთხელ ვამბობ:

    შემეშინდა კი არა, აუცილებელიც კი იყო. როგორ შეიძლება ჭაბუა ამირეჯიბის რომელიმე ოჯახის წევრს წერა არ დაეწყო? მისი, როგორც მწერლის გენეტიკა უკვალოდ უნდა გამქრალიყო?

    მე სიტყვების გადაბმის მცდელობა ბავშვობიდან მქონდა,  ჩანახატებსაც ვაკეთებდი,  კლიპებისა და გადაცემების სცენარებსაც ვწერდი, მაგრამ _ არასერიოზულად,  ბავშვობაში ხომ ზოგი რას წერს,  ზოგიც რას. მე კიდევ პირიქით,   ვეძებდი ჩემს თავს სხვადასხვა პროფესიაში,  რეჟისორობას ვსწავლობდი,  ხელოვნებათმცოდნეობას,  ინგლისურს,  საქსაფონზე დაკვრას,  ცეკვებს,  სიმღერას, ყველაფერი ვცადე და კარგადაც გამომდიოდა,  მაგრამ შინაგანად მაინც არც ერთზე მქონია შეგრძნება,  რომ სწორედ ის იყო ჩემი საქმე და მის გარეშე ვერ წარმომედგინა. მხოლოდ ბოლოში მივხვდი, რომ თურმე, რაც ყოველთვის შემეძლო, ის ყოფილა ჩემი გზა…

    გერმანიაში დიდი პაუზა მქონდა, შვიდი წელი არაფერი დამიწერია.  ყოფილი ქმარი გავიცანი,  შვილი გავაჩინე,  დიასახლისობას დეპრესია მოჰყვა,  თითქოს საკუთარი თავი დავკარგე,  ვეღარ გავიგე ვინ ვარ,  ვფიქრობდი,  იმიტომ ხომ არ გავჩნდი,  მხოლოდ ჩემი ბიოლოგიური ვალდებულება შევასრულო-მეთქი.  ბოლოს მომბეზრდა ამაზე წუხილი,  ნერვიულობა და საქართველოში დავბრუნდი.  მაშინ საერთოდ არაფერს ვწერდი.  შემდეგ დედამ მომაწოდა იდეა,  დამეწყო პროზაზე მუშაობა,  მოთხრობა,  ნოველა დამეწერა, მაინც სულ რაღაცის ამბოხში ხარ და დადექი და იჩხუბე შენ მოთხრობებშიო… ბავშვობაში და შემდეგ უკვე თინეიჯერობისას რაც მაწერინებდა,   ეს ინტერესი კი არა,  უბრალოდ, თურმე, ინსტინქტი იყო,  მე კი გარკვეულ დრომდე,  ყურადღებას არ ვაქცევდი.  როგორც სპოტსმენს,  რომელიც არ ივარჯიშებს,  კუნთის ატროფია დაეწყება,  ვფიქრობ,  ასეა მწელობაშიც. როცა წერის მოთხოვნილება ინსტინქტურად,  გენეტიკურად გაქვს და არ წერ,  ეს შინაგანი ინსტინქტი სტალაქტიდივით იყინება,  მაგრამ გარკვეული პერიოდის მერე აუცილებლად გადნება და გაათმაგებულად მოგთხოვს თავისას – დამხარჯე,  დამწერე,  მთქვი.  და როცა ეგ პერიოდი დამიდგა, აი, მაშინ დედაჩემმა წამაშველა იდეა,  ბიძგი მომცა.  მეც მაშინვე ავიტაცე.  სწორედ ამაზე ამბობს ვაჟა გიგაშვილი ჩემი წიგნის “ხმის” წინასიტყვაობაში,  მოულოდენელად, ერთბაშად ექვსი დააწყოო.  იმ ერთ-ორ წელიწადში ექვსი კი არა,  თხუთმეტამდე ნოველა გამოვაქვეყნე,  მინდოდა სულ მეწერა და მეწერა.  ასე დავიწყე.  

    პირველი მოთხრობა პაპას, ჭაბუა ამირეჯიბს მივუტანე. ვერაფრით მიხვდა,  რას კითხულობდა.  მეორედ,  მესამედ … უკვე ჩემს ტექსტებს თვალი და გონება მიაჩვია.  ძალიან უჩვეულო,  კარგი სტილი გაქვსო,  მეუბნებოდა.  მართალი გითხრათ,  საკუთარ თავზე ლაპარაკი არაეთიტიკურად მიმაჩნია,  მითუმეტეს,  ჩემი ნაწერი უმეტესად არ მომწონს და თითოეულ მოთხრობას იმდენ ხანს ვამუშავებ,  ბოლოს ლამის მეზიზღება ხოლმე.  ოთხფურცლიანი ტექსტი შეიძლება ორი-სამი კვირა ვასწორო. ყველაფერი ზედმეტი უნდა მოვაშორო,  გაწელილი,  მოსაბეზრებელი არ უნდა იყოს,  როგორც ყინულზე, ისე უნდა მისრიალებდეს.  ეს არის ზოგადად,  მწერლისადმი ჩემი განსაკუთრებული მოთხოვნა,  ნებისმიერ მწერალს ვაღიარებ სწორედ ამ ნიშნით.  როგორც კი მომბეზრდება ნაწარმოები,  პირველივე აბზაციც რომ იყოს და ვისიც არ უნდა იყოს - აღარ ვაგრძელებ .  კარგი მიგნება,  კარგი მეტაფორა,  ან ფრაზა თუ გაიწელა,  იქვე კვდება.  ცხრიანში უნდა გაარტყა და გააგრძელო,  სულ უნდა ვითარდებოდეს,  ასე მასწავლეს, პირველ რიგში – დედამ.

    დედამ (მანანა ამირეჯიბი, მწერალი, ბელეტრისტი) წერის ტექნიკა გამიწაფა.  ამის გარეშე,  ვერ წამომიდგენია პროზაზე როგორ უნდა იმუშაო.  ორთოგრაფიულ და გრამატიკულ შეცდომებს ტექსტის აკრეფისას ისედაც არ ვუშვებ,  ტექნიკაში ვგულისხმობ სიუჟეტის აგებას,  კვანძის შეკვრას,  მის გახსნას,  ზედმეტობებისგან ტექსტის გათავისუფლებას.  ეს იმდენად შრომატევადი პროცესია,  რომ,  როგორც გითხარით,  ბოლოს ვამბობ ხოლმე: „როგორღა უნდა გავასწორო,  როცა არ მომწონს“.  მაშინ ვანებებ თავს,  მთელი კვირა არ ვეკარები და შემდეგ უცხოთ ვალით,  კიდევ ერთხელ „გადავუვლი“ და მზად არის.  პაპამ მასწავლა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რამ პროზაში – თხრობა მუდმივად უნდა ვითარდებოდეს,  ავტორი თითოეულ გვერდზე,  მონოლოგებშიც კი,  საინეტერსო გარდატეხებს,  რაღაც ახალს უნდა სთავაზობდეს მკითხველს.  თავიდან ცოტა არ იყოსჩახლართული,  ბუნდოვანი ფრაზებით ვწერდი,  პაპაჩემმა იმდენი მიმეორა,  სანამ არ გამომიმუშავა,  რომ ტექსტი სადა,  მკაფიო და ყველასთვის გასაგები ყოფილიყო.

    დიდი ბედნიერება და გამართლებაა მწერლისთვის,  როცა ბავშვობიდან ესმის საუბრები ლიტერატურაზე,  ისმენს ჯანსაღ კრიტიკას.  მახსოვს,  დედას გერმანიიდან წერილებს რომ ვწერდი,  წითელი კალმით გასწორებულს უკან მიგზავნიდა,  ჩემი შვილი ასე არუნდა წერდესო.  მისგან ვისწავლე,  რომ საინტერესო თემა,  თუ რაიმე ფაქტი სრულად უნდა შეისწავლო,  ყველა მხრიდან გაეცნო,  რათა მასზე ნებმისმიერი რაკურსიდან შეძლო წერა.  საერთოდ,  მხატვრული ლიტერატურა არ მოითხოვს ავტორისგან ობიექტურობას,  ის სრულიად მინდობილია მწერლის ფანტაზიას,  მაგრამ ჭაბუა და მანანა ყოველთვის მეუბნებოდნენ,  რომ აუცილებელია ნაწარმოებში აისახოს ეპოქა,  რომელშიც ცხოვრობ. ეს მასტერკლასები წლების განმავლობაში გრძელდებოდა.  ამ მხრივ ძალიან გამიმართლა.  იგივე მონაცემებით სხვა ოჯახში რომ დავბადებულიყავი,  თუ გავითვალისწინებთ,  რომ ძალიან ზარმაცი ვარ,  ჩათვალეთ,  რასაც ამ დრომდე წერის ტექნიკის თვალსაზრისით მივაღწიე,  დროში საკმაოდ გაიწელებოდა.

    ჩემი სიზარმაცის მაგალითი: თავში როცა დასაწერი მიტრიალებს, არ მეშვება და შიგნიდან მუჯლუგუნებს მკრავს ხოლმე, საოცარი ძალა მჭირდება, რომ წელი ავითრიო და კლავიატურას მივუჯდე. არადა, იმ მომენტში ისეთი სავსე ვარ ხოლმე სათქმელით, რომ პირდაპირ ვთუხთუხებ… თუ სიზარმაცემ მაინც გაიმარჯვა ჩემში და ტექსტის აკრებაზე უარი მათქმევინა, მერე სინდისი მქენჯნის ხოლმე და ვინიშნავ ტელეფონში, ქაღალდზე…

    გადავუხვიე… დავწერდი მოთხრობას,  ჭაბუა წაიკითხავდა,  მოიმარჯვებდა კალამს,  დამიწერდა შენიშვნებს,  ვბრუნდებოდი შინ და იმ შენიშვნების მიხედვით ვამუშავებდი ტექსტს.  თვითონ მუშაობდა ძალიან ბევრს,  თითო სიტყვას ათამდე სინონიმს აწერდა თავზე.  ”დათა თუთაშხიაში“,  სხვა რომანებშიც,  ცხადია,  ჩანს რაოდენი ძალა და ენერგია აქვს ჩადებული ადამიანს.  ერთხელ,  ”ლიტერატურულ გაზეთში” ისე გამოვაქვეყნე მოთხრობა,  წინასწარ არ წავაკითხე.  იქ რამდენიმე ისეთი სიტყვა მეწერა,  მომერიდა.  არადა ამას ზოგჯერ მოითხოვს ტექსტი,  მოითხოვს პერსონაჟი.  როგორ შეიძლება,  ყველა ერთნაირა დალაპარაკო,  მაშინ ხომ ნაწერი ყალბი გამოვა და არავინ დაგიჯერებს.  ჰოდა, გაზეთი რომ ნახა,  დამიწერა,  იქნებ პატივი დამდო და სხვა დროს წინდაწინ წამაკითხოო.  ჭაბუა პაპა,  ასე რამდენიმე სიტყვის გამო მოვიქცი-მეთქი.  ნეტავი, ერთი შენო,  ხელი აიქნია.  ჟარგონი,  ბარბაზირმი,  უწმაწური სიტყვა (პროზა უწმაწური სიტყვების მოედანად არ უნდა იქცეს) ლიტერატურას ორგანულად რომ შეერწყას,  ძალიან ბევრი უნდა იშრომო.  დედაჩემმა და პაპამ მასწავლა,  ასევე, როგორ არ უნდა დაგენანოს საკუთარი ნაწერის წაშლა.  დედაჩემისგან ვიცი,  ”თუთაშხიაზე” მუშაობისას,  პაპას ათობით და ასობით ფურცელი ჰქონია გადაყრილი.  ჭაბუა ჩემთვის წყაროსავით იყო,  მისგან ვსაზრდოობდი.  როცა გარდაიცვალა,  მეგონა აღარასოდეს დავწერდი,  მაგრამ მერე უარვყავი ეს აზრი,  პირიქით,  ბევრი უნდა ვწერო,  წიგნიც გამოვცე-მეთქი, დავპირდი და იმ დღეების შემდეგ,  მალევე დავიწყე წიგნზე მუშაობა.  

    დავიწყე და გამოვეცი კიდეც გამომცემლობა ინტელექტში, მადლობა ზვიად კვარაცხელიას..

    თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი დამეწერა ცისარტყელა.  ასე ვეძახი ჩემს წიგნს,  ვინაიდან მასში შვიდი სხვადასხვა “ფერის” თავია,  ერთი – უფერო, მაგრამ წიგნს „ხმა”დავარქვი , ვინაიდან პროზაა ჩემი შინაგანი ხმა,  ესე იგი – სიმართლის ხმა, რომელიც ნებისმიერ ადამიანში ციცინათელასავით ანათებს.  რაც უნდა არ გაწყობდეს მისი დანახვა,  მაინც ციმციმებს.  სიმართლე თავისუფლებას გვანიჭებს.  მეც, თუ შინაგანად თავისუფლებას არ ვგრძნობ,  მაგალითად,  თუ ჩემში რაღაც ამბოხია,  მაშინ ვერაფერს ვწერ.

    ალბათ დაგინტერესებთ, რატომაა სიმართლე უფერო…  სიმართლე ობიექტურობაა,  მას თავისი დანიშნულებ აქვს,  ის არის დოკუმენტური ფაქტი,  რაც აღარ შეიცვლება,  ვერ გადააკეთებ-გადმოაკეთებ.  ტყუილს იმდენად არ ვიყენებ,  რომ სიმართლე ჩვეულებრივი რამ არის ჩემთვის,  თავისთავადი.  შესაბამისად,  უფრო მაინტერესებს სხვებს როგორი დამოკიდებულება აქვთ,  როგორ ხედავენ მას,  რამდენად აფასებენ,  რატომ ტყუიან,  რა არ აწყობთ სიმართლეში,  რატომ არ აწყობთ,  ან საერთოდ,  სჭირდებათ თუ არა სიმართლე.  მოკლედ,  სიმართლე – სიმართლეა.  მშვენიერების,  ანუ ეგზოტიკის კატეგორიაში არ გადის,  ის არ ფერადდება,  უბრალოდ საჭიროებაა.

    როგორც უკვ ვთქვი, წიგნი აგებულია შვიდ ფერზე, ანუ შვიდი ემოციის ფერზე. ჩემთვის, ემოცია ქმნის ხმას,  ხმა – სიტყვას,  მას კი ძალიან დიდი ძალა აქვს.  სწორედ ამაზეა ერთ-ერთი ნოველა,  რომლის სახელსაც წიგნი ატარებს.  სხვათაშორის სათაურის სამ ვარიანტზე ვფიქრობდი.  ირაკლი ჯავახაძე და ვაჟა გიგაშვილი სხვადასხვა ვარიანტს მთავაზობდნენ.  ბოლოს,  მე და ლევან ბრეგაზე ერთხმად მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ „ხმა“ დამერქმია.  მგონი ეს ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო.  თანაც ნოველა „ხმაში“ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი,  რომელიც აჩვენებს,  რა დაემართა ადამიანს 21-ე საუკეუნეში.  ჩემი მოთხრობები არასოდეს ასახავს ჩემს ბიოგრაფიულ ფაქტებსა ან პრობლემას,  პირად განცდებს გარკვეულ საკითხებზე – ხანდახა

    ნ... დავამატებ, რომ პირველ პირში კი ჩემი პერსონაჟები ჰყვებიან და არა – მე.

    „ხმაში“ შევიდა როგორც ძველი,  ისე ახალი ნოველები.  ადრინდელ მოთხრობებსა და ახლახან დაწერილებს მკითხველი თავად გაარჩევს.  ვგულის ხმობმკითხველს,  რომელიც კარგად იცნობს კლასიკურ ლიტერატურას და შესაბამისად,  ზუსტად გრძნობს სიახლეს, ანუ თანამედროვე პროზას.   ჩემი ადრინდელი ნოველები,  წერის მანერით,  უფრო კლასიკურ-აკადემიური სტილისკენ იხრება.  ახლები უფრო თამამია.  თავიდანვე რომ არ ჩამეფიქრებინა წიგნის დაყოფა შვიდთავად,  შვიდფერად,  ემოციების მიხედვით,  მათ სიამოვნებით წარმოვადგენდი სხვა ფორმატითაც: ძველები ცალკე იქნებოდა,  ახლები – ცალკე.  თუმცა სინთეზმა მგონი გაამართლა,  ასე მეუბნებიან… წიგნი იწყება „იძიოტით“,  რომელიც ყველაზე ბოლოს დავწერე,  მას მოჰყვება უძველესი მოთხრობა.  ძველებიდან ყველაზე ადრინდელია“`მარშუტკაში“,  რომელიც მალხაზ ხარბედიამ ხუთი წლის წინ „ცხელი შოკოლადის“ ლიტერატურულ გვერდებზე დაბეჭდა.  

    რომანის, უფრო სწორად „პოვესტის“ დაწერასაც ვაპირებ, ვაპირებ კი არა, დავიწყე კიდეც.  ეს იქნება ფსიქოლოგიურ-ფანტასტიკური ჟანრის თრილერი.  აბსოლუტურად განსხვავებული სტილის რომანი,  თუმცაღა – ჩემებური,  ცოტა გიჟურ სტილში,  ისეთში,  ”იძიოტსა” და “ტყუილ-მართალში” რომ იგრძნობა.  ნაწარმოებს ძალიან მკრთალად გასდევს რელიგიური ხაზი.  საუბარია იმაზე,  როგორ შეიძლება რაც ბიბლიაში წერია ორნაირად გაიგო.  რელიგიურ მოტივს სწორედ ამისთვის ვიყენებ.  სავარაუდოდ „ნისლი“ ერქმევა.  დღის შუქზე ჩვენ ყველაფერს ვმალავთ და ვაჩენთ მაშინ,  როცა არაფერი ჩანს,  როცა ხილვადობა ნულის დონეზეა.  ნაწარმოებშიც ნისლში ვითარდება მოქმედება,  მისტიკურ ნისლში.  მევყვები,  როგორ იქცევიან ადამიანები,  როცა მათ საკუთარი თავის გარდა,  არავინ ხედავს.  მაგარია,  როცა იცი,  რომ არ ჩანხარ და საშუალება გეძლევა ის გააკეთო რაც გინდა.  ასეთ დროს საკუთარი თავისგან სიურპრიზებსაც უნდა ელოდო.  ფინალი კი შოკისმომგვრელი მოვიფიქრე.  რასაკვირველია,  ახლა ამაზე არაფერს ვიტყვი.  რამდენიმე თავი დაწერილი მაქვს.  უბრალოდ,  რამდენიმე თვეა ხელი აღარ მომიკიდია,  თუმცა სულ მეფიქრება, თავისით მოდის სიუჟეტის განვითარების დეტალები გონებაში. წარმოსახვა ჩემგან დამოუკიდებლად მუშაობს,  იმ მარცვალივითაა,  მიწაში რომ ჩათესავ და ნელ-ნელა იწყებს ზრდას.  ცხოვრებაში არ დავმჯდარვარ და არ მიფიქრია,  აი,  ახლა ამ პეროსნაჟმა რა უნდა ქნას ან ახლა როგორ გავაგრძელო.  დავთესავ ხოლმე და იზრდება მცენარესავით,  ტვინი ჩემ მაგივრად აკეთებს საქმეს,  ერთადერთი მრჩება – ფურცელზე გადმოვიტანო. ისე, ყველაფერი ხომ გონებიდან მოდის,  ჯერ იქ ხდება და შემდეგ – მოქმედებაში.  სულიც იქ არის და გულიც.  ჩემი გონებისთვის რაც მისაღებია,  რა ღირებულებებიც მას აქვს,  იგივე აქვს სულსაც და იმ ღირებულებებიდან გამომდინარე უყვარდება ან სძულს გულს.  ჰოდა, „ნისლის“ დასაწერად ჯერ ვერ მოვიცალე. ჩემს ოცი წლის უნახავ მეგობართან ვაპირებ წასვლას ამსტერდამში.  ერთი სული მაქვს, როდის შევხვდებით ერთმანეთს,  წავიღებ ჩემს ლეპტოპს და ვიმუშავებ.  ზუსტად ვიცი,  რომ ამსატერდამში დავამთავრებ. იქამდე კი „ლიტერატურულ გაზეთში“ დავბეჭდავ თავებს,  იმედი მაქვს ირაკლი ჯავახაძეს მოეწონებადა უარს არ მეტყვის,  იმიტომ რომ ისეთი რედაქტორია,  ტექსტი თუ არ მოეწონა,  ვინც უნდა იყო,  არ გაგაჭაჭნებს თავის ფურცლებზე.

    პროზაში ძალიან წუნია ვარ, როგორც ვთქვი, საკუთარიც კი არ მომწონს ხოლმე… ჩემთვის არ არის საინეტერსო ფაქტები.  მხოლოდ ამბის მოყოლა.  ერთადერთი ასეთი სიუჟეტიანი,  თავგადასავლიანი მოთხრობა “ფეხსაცმელი” მაქვს.  საკითხავადაც სხვა ტიპის ლიტერატურას ვირჩევ.  დალაგებულსიუჟეტიანი ტექსტებიდან,  შესავლით,  დასაწყისით,  განვითარებებით,  კვანძებისშეკვრით,  გახსნებით,  - მხოლოდ დეტექტივის კითხვა შემიძლია.  და თუ ფაქტების წერაზე გადავალ,  აუცილებლად ფსიქოლოგიურ დეტექტივს დავწერ,  ჩემთვის საყვარელსა და ძალიან საინეტერსო ჟანრს ავირჩევ.  

    Entries and comments feeds. Valid XHTML and CSS. ^Top^
    19 queries. 0.415 seconds.
    Powered by WordPress with jd-sky theme design by John Doe.