თაობები

 
    •  

  • რუბრიკები:

    • "ებლიტფო" ლათინურ ენასავითაა (rss) (7)
    • "თაობები" ბავშვებს (rss) (21)
    • English Lesson (rss) (3)
    • Poems from Georgia (rss) (2)
    • ადაპტირებული ტექსტები (rss) (16)
    • ავტორები (rss) (370)
      • Is Still Unknawn (rss) (1)
      • ამირეჯიბი რუსა (rss) (1)
      • ახალკაცი ალექსანდრე (rss) (1)
      • გელაშვილი თორნიკე (rss) (1)
      • გზირიშვილი ქეთი (rss) (8)
      • გიორგაძე ნათია (rss) (2)
      • გიორგი ბუნდოვანი (rss) (1)
      • გოგუაძე ნელი (rss) (3)
      • გულეური ვასილ (rss) (1)
      • დარბაისელი ნინო (rss) (3)
      • დიდიშვილი ქეთი (rss) (3)
      • დოლიძე ტატა (rss) (1)
      • ელერდაშვილი ალექსანდრე (rss) (1)
      • ემხვარ კახაძე (rss) (10)
      • ვეკუა მერაბ (rss) (1)
      • თეკლე ბატონიშვილი (rss) (1)
      • თვალაბეიშვილი მზია (rss) (4)
      • თოფურია თეა (rss) (2)
      • კიკალიშვილი გვანცა (rss) (1)
      • კილაძე თამარ (rss) (2)
      • კილაძე თემურ (rss) (1)
      • ლიქოკელი ლია (rss) (1)
      • ლომაძე სერგი (rss) (1)
      • მარსიანი (rss) (2)
      • მატასი (rss) (1)
      • მშვიდობაძე ნინიკო (rss) (1)
      • ნადირაძე ნინო (rss) (1)
      • ნამშურიძე სოფი (rss) (1)
      • სადღობელაშვილი ნინო (rss) (1)
      • სალომე აჩბა (rss) (1)
      • სარია ზეინაბ (rss) (1)
      • სეფიაშვილი ქეთი (rss) (2)
      • სიმონიშვილი მაია (rss) (1)
      • სუმბაძე დარეჯან – ანასტასია (rss) (1)
      • ტაველიძე ირმა (rss) (1)
      • ფაილოძე ქეთი (rss) (1)
      • ქასრაშვილი ირაკლი (rss) (1)
      • ჩანადირი ნინო (rss) (1)
      • ჩაჩანიძე ალეკო (rss) (1)
      • წიკლაური მარიამ (rss) (2)
      • ჭუმბურიძე კობა (rss) (1)
      • ხორნაული ვაჟა (rss) (27)
      • ჯალიაშვილი მაია (rss) (3)
      • ჯობავა გვანცა (rss) (1)
    • ავტორეცენზიები (rss) (5)
    • ბოლქვაძე თამარ (rss) (1)
    • დევდარიანი როზა (rss) (1)
    • დუმბაძე მანანა (rss) (2)
    • ერთად ვთარგმნოთ (rss) (5)
    • თარგმანები (rss) (44)
      • ბრედბერი რეი (rss) (2)
      • ედისონი ჯოზეფ (rss) (1)
      • ვონეგუტი კურტ (rss) (1)
      • ვულფი ვირჯინია (rss) (1)
      • ირვინგი ვოშინგტონ (rss) (1)
      • კინგი სტივენ (rss) (2)
      • კრონინი არჩიბალდ (rss) (1)
      • ლარნედი უ. ლივინგსთონ (rss) (1)
      • ლიკოკი სტივენ (rss) (1)
      • მარკ ტვენი (rss) (6)
      • მენსფილდი ქეთრინ (rss) (4)
      • მოემი სომერსეტ (rss) (1)
      • ნაპიერი სუსან (rss) (1)
      • ო’ჰენრი (rss) (2)
      • სამარაკისი ანდონის (rss) (3)
      • საროიანი უილიამ (rss) (1)
      • ფიჯერალდი სკოტ ფრანსის (rss) (2)
      • შექსპირი უილიამ (rss) (1)
      • ჯეკ ლონდონი (rss) (1)
      • ჯერომ კლაპკა ჯერომი (rss) (3)
      • ჯონსონი ოუენ (rss) (1)
      • ჰემინგუეი ერნესტ (rss) (2)
      • ჰექტორ ჰიუ მუნრო (საკი) (rss) (1)
    • ინგლისური "თაობებზე" (rss) (8)
    • ინგლისური იდიომები, ანდაზები (rss) (4)
    • ინტერვიუ მიმოწერით (rss) (4)
    • იფიქრე ხმამაღლა… (rss) (7)
    • კრიტიკა (rss) (2)
    • ლატარია თამუნა (rss) (1)
    • მე წიგნის გმირი ვარ (rss) (1)
    • ნინო ნადირაძე (rss) (1)
    • პოეზია (rss) (42)
    • პროზა (rss) (1)
    • რამდენიმე კითხვა თეა თოფურიას (rss) (1)

    კალენდარი

    ივნისი 2012
    ო ს ო ხ პ შ კ
    « მაი   ივლ »
     123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930  

    მეტა:

    • შესვლა

    არქივები:

    • ნოემბერი 2014 (1)
    • სექტემბერი 2014 (3)
    • აგვისტო 2014 (2)
    • მაისი 2014 (2)
    • მარტი 2014 (1)
    • თებერვალი 2014 (9)
    • იანვარი 2014 (6)
    • დეკემბერი 2013 (1)
    • ივნისი 2013 (2)
    • მაისი 2013 (1)
    • მარტი 2013 (5)
    • სექტემბერი 2012 (2)
    • აგვისტო 2012 (7)
    • ივლისი 2012 (4)
    • ივნისი 2012 (3)
    • მაისი 2012 (2)
    • აპრილი 2012 (5)
    • მარტი 2012 (10)
    • თებერვალი 2012 (3)
    • იანვარი 2012 (6)
    • დეკემბერი 2011 (13)
    • ნოემბერი 2011 (18)
    • ოქტომბერი 2011 (16)
    • სექტემბერი 2011 (26)
    • აგვისტო 2011 (23)
    • ივლისი 2011 (9)
    • ივნისი 2011 (6)
    • მაისი 2011 (10)
    • აპრილი 2011 (7)
    • მარტი 2011 (6)
    • თებერვალი 2011 (20)
    • იანვარი 2011 (10)
    • დეკემბერი 2010 (15)
    • ნოემბერი 2010 (6)
    • ოქტომბერი 2010 (1)
    • სექტემბერი 2010 (1)
    • აგვისტო 2010 (3)
    • ივლისი 2010 (5)
    • ივნისი 2010 (8)
    • მაისი 2010 (4)
    • აპრილი 2010 (26)
    • მარტი 2010 (32)
    • თებერვალი 2010 (30)
    • იანვარი 2010 (59)
    • დეკემბერი 2009 (16)

    • 0. მეგობრები
    • 0.1. ქეთი გზირიშვილის ბლოგი
    • 0.2. გიკა
    • 0.3. ნელი გოგუაძის საიტი
    • 0.4. ბურუსი
    • 0.5. ალტერნატივა
    • 0.5. მოლი ბლუმის ბლოგი
    • 1. ვუსმინოთ ერთად.
    • 3. დამატებულია
    • 3.1. ქალი სარკეში
    • 3.2. ბედნიერი დილა
    • 3.3. 2 კითხვა…
    • 3.4 2 კითხვა (2)
    • 3.5. 2 კითხვა (3)
    • 3.5. ავტორეცენზიები
    • 3.6. ველდი
    • 3.7. "პიანისტი ქალი"
    • 3.8. ასე მოვუყვებოდი…

    ინტერვიუ ჟურნალისტთან

    ივნისი 18, 2012 on 11:38 ამ | ავტორები | Comments Off

    გიორგი კილაძე: ქალბატონო ნინო, ალბათ დამეთანხმებით, თქვენი თაობის ჟურნალისტების უმრავლესობა მწერალიცაა…  ჩვენი ტრადიციულ კითხვა: თქვენი ლიტერატურული და არამარტო ლიტერატურული СV.

    ჰო, ასეა. ჩემი ნაცნობი ჟურნალისტების უმრავლესობა მართლაც წერს, მაგრამ ყველა არა. მეც მეორე კატეგორიას მივეკუთვნები და ჩემი „ ლიტერატურული“ საქმიანობა რამდენიმე თარგმანით შემოიფარგლება მხოლოდ. თუმცა, ეს პროცესი – თარგმნის – იმდენად შემოქმედებითი და საინტერესოა, რომ იშვიათ შეტევებს „ რაღაცის დაწერის“ სრულად აკმაყოფილებს. არალიტერატურულს რაც შეეხება – ბათუმელი ვარ და ბათუმის სასულიერო გიმნაზიის დასრულების შემდეგ თბილისში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა. ვმუშაობდი გაზეთში, საინფორმაციო სააგენტოში, სკოლაში, ვთანამშრომლობდი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ამჟამად სამი პერიოდული გამოცემისთვის ვწერ მასალებს.

    გიორგი კილაძე: არც ისე დიდი ხანია რეი ბრედბერი გარდაიცვალა, მშვენიერი წერილი მიუძღვენი დიდი რეის ხსოვნას…

    ნინო ლომიძე:  ბრედბერი ამბობდა – იმდენ ხანს ვიცოცლებ, სანამ კაცობრიობა მარსზე არ დაეშვება. მერე მშვიდად გარდავიცვლები, ჩემი ფერფლი კი მარსზე მიმოაბნიეთ და რომელიმე ჯურღმულს ჩემი სახელიც უწოდეთო. არ დასცალდა :დ; ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო ავტორია, ვინც კი წამიკითხავს.საოცარი მთხრობელი. მარსი მეც შემაყვარა და ვინ იცის, იქნებ მე კი ვიცოცლხლებ იმდენ ხანს, სანამ ადამიანი მარსზე არ დაეშვება, ჰოდა ფრენის და სიმაღლის შფოთს მისი ხათრით დავძლევ და ამ წითელ და გაურკვეველ პლანეტას აუცილებლად ვესტუმრები. კიდევ ეს სიტყვებია მისი:“ მეკითხებით, სიყვარული რა არის? სხვას როცა გინდა აჩუქო ნიავი, განთიადის სუნი, ფოთლების შრიალი. ამას მე ვაკეთებ, მერე კი, ზაფხულის ღამით ბალახში ვინმე ფეხშიშველი დარბის და მიხსენებს – რეის ეს მოეწონებოდა – მე მას სიყვარული გადავდე, სიცოცლხის სიყვარული. ჯანდაბაში – სიკვდილი და წყვდიადი. სიცოცხლე გვირჩევნია !!“ მაგარი ეპიტაფიაა, ნებისმიერის საფლავის ქვას რომ დაამშვენებს.

    ნეტავ იქედანაც შეეძლოს რეის რაღაცების წერა. იმდენ საინტერესოს გვაჩენებდა. ბოლოსდაბოლოს, დაძლია გრავიტაცია… R.I.P. ძვირფასო რეი ! ( თუმცა მეეჭვება, მშვიდად განისვენოს :დ ალბათ, ახალ ახალ აღმოჩენებით და შტაბეჭდილებებით იმდიდრებს ფანტაზიას კვლავაც.

    გიორგი კილაძე:  ვერ მეტყვით, რატომ არყოფნით ჟურნალისტებს დღეში 24 საათი? “ყველა წუთს, ყველა წამს ვეპოტინები!” – თქვენი კოლეგის ინტერვიუდანაა, თქვენთან როგორაა საქმე?

    ნინო ლომიძე:  ჟურნალისტური საქმიანობისთვის ეგ ვადა სავსებით საკმარისია, ამის მიღმა საკეთებელი საქმეებისთვის კი – არა :დ.  მიფიქრია, კიდევ რამდენიმე საათიც რომ იყოს დღე–ღამეში, უფრო საინტერესოდ აწყობა შეიძლება ცხოვრების თქო. ისე გამოდის, რომ დღის განმავლობაში ბევრ დროს ვფლანგავ „ არაპროდუქტულად“ და სულ მიკვირს იმ ქალების, ყველაფერს რომ ასწრებენ – სეზონურ მურაბებს და ზამთრის ‘“მოსახუფებსაც“, სამსახურსაც, სახლის ყოველდღიურ, ყოვლად რუტინულ საქმეებსაც, თავის მოვლას, გართობას, დასვენებას და…თუმცა, ასეთი ნეტა მართლა არსებობს ვინმე? ყველაფერი რაღცის ხარჯზე კეთდება. მე მგონია, მნიშვნელოვანი რაღცეების გამოყოფაა საჭირო და ამაზე მიმართვა დროის, ენერგიის. კიდევ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყოველი ჩავლილი დღე თუნდაც ერთი ციცქნა ბედნიერებით, სიხარულით, კარგი ემოციით იყოს „ მარკირებული“. ესაა და ეს.

    გიორგი კილაძე: “მწერლისთვის (და ზოგადად, ხელოვანი ადამიანისთვის) წარსული  (შემოქმედებითი რაღა თქმა უნდა) ძალიან ცოტას (თითქმის არაფერს) ნიშნავს”  _ ბრძანა ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალმა ბაჩო კვირტიამ. ეთანხმები თუ არა? რატომ?

    ნინო ლომიძე: წარსული თავს ყოველთვის და ნება–სურვილისგან დამოუკიდებლად გახსენებს. არაა, ვერ ვეთანხმები. ეს თუ დოჩანაშვილისეულ „ დიადი ვერასოდეს“ – პათეტიკისმაგვარი განცხადებაა, მაინც არა. რაც გაგიკეთებია, იმის მიუხედავად, კარგია თუ ცუდი – მაინც მნიშვნელოვანია. თუ ცუდია, უკეთესის გაკეტებას შეეცდები, თუ კარგი – კარგ გამოცდილებასაც იძენ. წარსული და უკვე გავლილი გზა ხშირად განსაზღვრავს მომავალს და გასავლელ გზას. გააგრძელე კითხვა ინტერვიუ ჟურნალისტთან…

    ინტერვიუ მთარგმნელთან

    ივნისი 17, 2012 on 5:38 პმ | ავტორები | Comments Off

    გიორგი კილაძე: ქალბატონო თამარ, თქვენი ლიტერატურული და არამარტო ლიტერატურული СV.
    თამარ კოტრიკაძე: განათლებით ფილოლოგი ვარ, დავამთავრე თსუ დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ფეკულტეტი გერმანისტიკის განხრით, ვმუშაობდი საქართველოს კულტურულ ცენტრ „კავკასიურ სახლში“ ამავე დაწესებულების ბაზაზე არსებული რ. მ. რილკეს საზოგადოების სწავლულ მდივნად. „კავკასიური სახლი“ ჩემთვის არა მხოლოდ პირველი სამუშაო ადგილი, არამედ მართლაც სახლია – სულის სახლი, სკოლა ცხოვრებისეული და პროფესიული თვალსაზრისით, ადგილი, სადაც უამრავ მნიშვნელოვან, სიანტერესო პიროვნებას გავეცანი, ვისაც ჩემს მასწავლებლებად და მეგობრებად ვთვლი. მათ შორის, რა თქმა უნდა, გამორჩეული ადგილი უკავია ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, არაჩვეულებრივ მწერალსა და მოღვაწეს, ნაირა გელაშვილს. „კავკასიურ სახლში“ ვისწავლე, თუ როგორ მომეხდინა მანამდე დაგროვებული პასიური ცოდნის რეალიზება, რაც მხატვრულ თარგმანებსა და კრიტიკულ წერილებში გამოიხატა. იმ პერიოდში, როცა მე „კავკასიურში“ ვმუშაობდი, აქ იმართებოდა რეგულარული კულტურულ-საზოგადოებრივი სემინარები, წიგნის პრეზენტაციები; იმავე 90-იან წლებში გამოდიოდა ჩვენი ლიტერატურული გაზეთი, შემდეგ კი ჟურნალი, „ალტერნატივა“ და სქელტანიანი ჟურნალი „აფრა“, რომელიც დღემდე გამოიცემა. დავიწყე მათ ფურცლებზე ჩემი თარგმანების გამოქვეყნება, ეს ჩემთვის გამოცდილების გადროვების საშუალება და, საერთოდ, საუკეთესო, შემოქმედებითად დამუხტული წლები იყო.
    შემდგომ აკადემიურ სფეროშიც ვიმუშავე ერთხანს, ილიას უნივერსიტეტში ვასწავლიდი გერმანულ ენას, ვკითხულობდი ლექციებს დასავლეთევროპულ ლიტერატურასა და კულტურაში. დავიცავი სადისერტაციო ნაშრომი თემაზე „ანგელოზის თემა და მოტივი თანამედროვე დასავლეთევროპულ ლიტერატურაში“, რომელიც წიგნადაც გამოიცა. მონაწილეობა მაქვს მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, ვარ ავსტრიის გერმანისტთა საზოგადოების წევრი. დღეს ძირითადად მთარგმნელობითი საქმიანობით ვარ დაკავებული, ვთანამშრომლობ სხვადასხვა ქართულ გამომცემლობებსა და სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებთან.
    მყავს საყვარელი ავტორები, რომლებიც თან დამყვებიან წლების, ანდა მთელი სიცოცხლის მანძილზე, ზოგიერთი მათგანის თარგმნა თუ კვლევა მომიწია, სხვების მიმართ მხოლოდ მკითხველის დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ მუდამ ვეკიტხები რჩევას, როგორც უფროს მეგობრებს. ესენია: ქრისტინე ლავანტი, მარინა ცვეტაევა, დიმიტრი მერეჟკოვსკი, ჯ. რ. რ. ტოლკიენი, დ. ჰ. ლორენსი და სხვები. გააგრძელე კითხვა ინტერვიუ მთარგმნელთან…

    აბა, მითხარი რით იმართლებ თავს?

    ივნისი 7, 2012 on 9:14 პმ | ავტორები | Comments Off

    რეი ბრედბერი

    რუსულიდან თარგმნა ემხვარ კახაძემ.

    წინათქმა

    რეი ბრედბერის მშვენიერ მოთხრობას ინგლისურ ენაზე „Well, What Do You Have to Say for Yourself?“ ჰქვია, რუსულ ენაზე _ „Ну и что же ты можешь сказать в своё оправдание?“.

    სამწუხაროდ, ინტერნეტში დედანი ვერ ვიპოვე. ჩემგან უთარგმნელობა, მიზეზთა გამო, არ ეგებოდა, ამიტომ რუსულიდან ვთარგმნე.

    აბა, მითხარი რით იმართლებ თავს?

    – აბა, მითხარი რით იმართლებ თავს?
    კაცი ტელეფონის ყურმილს დაწვდა და ყურთან მიიტანა.
    – მაინც თუ იცი, რომელი საათია?
    – საკუთარი ხო გაქვს?
    – ლოგინის გვერდით ტუმბოზე იდო და გაჩერდა
    – დილის ექვსი და ოცდახუთია.
    – ღმერთო ჩემო, ჯერ არ გათენებულა და უკვე მეკითხები თავს რით ვიმართლებ? ხეირიანად გაღვიძება მაინც გეცლია.
    – ყავა მოიდუღე, ერთი მითხარი როგორ სასტუმროში ცხოვრობ?
    – ექვს საათსა და ოცდათხუთმეტ წუთზე ყველა სასტუმრო ერთნაირია, ძვირფასო. არ მიყვარს სასტუმროები – აი ახლაც – სამი საძაგელი უძილო ღამე.
    – გგონია მე გამოვიძინე?
    – მისმინე – თქვა კაცმა – საწოლიდან მხოლოდ ახლა ავდექი, სათვალეს გავიკეთებ, ზუსტ დროის გავიგებ და საუბარსაც გავაგრძელებთ, რას იტყვი?
    – რაზე ვისაუბრებთ?
    – მეკითხები თავს რით იმართლებო, რადგან საჭიროა, ვიმართლებ.
    – რადგან ასეა, იმართლე.
    – ტელეფონზე არ გვინდა. რაღაც დრო მჭირდება. ნახევარი, თუნდაც თხუთმეტი წუთი, კარგი ათი იყოს.
    – ხუთ წუთში ჩატევა მოგიწევს – თქვა ქალმა და ყურმილი ჩამოკიდა.

    ცხრის ათ წუთზე ქალმა ჭიქებში ყავა ჩამოასხა. კაცმა ყავა აიღო და პირთან მიიტანა. ქალმა დაიცადა, მკერდთან ხელები გადაიჯვარედინა და ჭერს მიაშტერდა.

    – ხუთი წუთი უკვე გავიდა, რაც მოვასწარით ყავის დასხმაა – თქვა კაცმა.
    ქალმა საათს დახედა, ისე რომ არაფერი უთქვამს.

    – ყველაფერი გავიგე.

    კაცმა ცხელი ყავა მოსვა და ტუჩები დაიწვა. პირი მოიწმინდა. თვალები დახუჭა და ხელები ერთმანეთზე ისე დააწყო, თითქოს ლოცვას აპირებდა.

    – გისმენ, – ვეღარ მოითმინა ქალმა.
    – არ ღირს ჩემი დაჩქარება – თქვა კაცმა – დავიწყოთ – მამაკაცური თემაა. ყველა კაცი ერთნაირია.
    – არ გეკამათები.
    – კაცმა თვალები გაახილა, შემდეგ ცოტა დაიცადა, ქალმა იქნებ რამე მითხრასო.
    – გამოდის, რომ უკიდურეს შემთხვევაში ერთ საკითხზე მაინც ვთანხმდებით. მე ნებისმიერ სხვა კაცს ვგავარ და ყველა დანარჩენი ჩემი მსგავსია. ყოველთვის ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება. ასეთია ბუნების კანონი და გენეტიკური ჭეშმარიტების მყარი საფუძველი.
    – გენეტიკა რაღა შუაშია?
    – ადამის შექმნით ღმერთმა გენეტიკას დაუდო საფუძველი. შენი ნებართვით ვაგრძელებ…
    ქალის დუმილი კაცმა თანხმობად მიიღო და განაგრძო:

    — საფუძველი მაქვს, ვივარაუდო – თუმცა, ამაზე როგორმე სხვა დროს გეტყვი – ბილიონი მამაკაციდან, რომლებსაც ოდესმე დედამიწაზე უცხოვრიათ, ერთნაირად წრიალებდნენ, ღრიალებდნენ, გიჟობდნენ და ერთმანეთისგან მხოლოდ სიმაღლითა და წონით განსხვავდებოდნენ, მეც ერთ–ერთი მათგანი ვარ მხოლოდ.

    კაცმა საუბარი ისევ შეწყვიტა, ქალს დაელოდა – რამეს მეტყვისო; ქალმა ნათქვამი უკომენტაროდ დატოვა. კაცმა თვალები ისევ დახუჭა, თითები ერთმანეთს გადააწნა და განაგრძო: ამ ცირკის ცხოველებთან ერთად დედამიწაზე სხვა ტიპის არსებებიც წარმოიშვნენ, რომლებსაც სახელი – ადამიანი უფრო შეეფერებოდათ და რომლებიც ამ სამხეცეს უნდა შეგუებოდნენ, გალიები ეწმინდათ, გამოქვაბულები და ფუნდუკები წესრიგში მოეყვანათ, ბავშვები გაეზარდათ, ჭკუიდან გადასულიყვნენ და ჭკუაზე მოსულიყვნენ, ისევ გადასულიყვნენ და ცხოვრება ამგვარი მეტამორფოზებით გაეგრძელებინათ.
    – უკვე გვიანია.
    – დილის მხოლოდ ცხრის თხუთმეტია. გემუდარები, ცხრის ნახევრამდე მაცალე.
    ქალმა არაფერი უპასუხა. კაცმა განაგრძო:
    – ჰოდა,მშვენიერია. ადამიანის გამოქვაბულიდან გამოსვლამდე, მომთაბარეობიდან ბინადრობაზე გადასვლამდე ასეულ ათასობით წელი გავიდა, თუმცა არსებითად მას შემდეგ სულ ცოტა დროა გასული. სხვათა შორის ახლა ესსეს ვწერ პირობითი სათაურით „გამოქვაბულიდან ნაადრევად გამოვედით, ვარსკვლავებამდე ჯერაც შორია“ (რეი ბრედბერმა ეს ესსე ნამდვილად დაწერა) – სრული დუმილი – თუმცა ეგ არაფერი… კაცობრიობის ათიათასი წლის მძიმე ბავშვობის შემდეგ ქალები ძალზე დაშორდნენ იმ არსებებს, რომლებსაც კაცები თმებით ითრევდნენ და როცა გაუხარდებოდათ, თავში ურტყამდნენ.
    ახლა რა ხდება? „აბა, დაწყნარდით! წელში გაიმართეთ, წინდები ამოიწიეთ და გვისმინეთ!“ – ეუბნებიან კაცებს. რაც მართალია, ამ პერიოდში კაცებიც რამდენადმე შეიცვალნენ – გამოქვაბულის უტყვი ველურები აღარ არიან – დაწყნარდნენ, წელში გაიმართნენ, ჭუჭყიანი წინდები ამოიწიეს, მოსმენაც ისწავლეს და და იცი, რა გაიგონეს?
    ქალი ახლაც, მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული, ჩუმად იჯდა.
    – გამაოგნებელი რამ მოისმინეს და ეს იყო საქორწილო წეს-ჩვეულებების სიტყვიერი აღწერა. დიახ, დიახ, ასეა… სულაც არ ვხუმრობ. მარტივად დაწყებული თანდათან სულ უფრო და უფრო რთულდებოდა, იხვეწებოდა და წარმტაცი ხდებოდა. ჰოდა, კაცებს რაღა უნდა ექნათ, მუნჯდებოდნენ და ისმენდნენ…. თავიდან ცნობისმოყვარეობის, შემდეგ თანდათანობით, მათთვისაც აუხსნელი მიზეზით, სულ უფრო და უფრო ეშხში შედიოდნენ. მოუშინაურებელი ცხოველებისათვის იყო ამაში რაღაც გასაგები; და ერთხელაც, ერთმა თანხმობის ნიშნად თავი დაიქნია, მას მეორემ მიბაძა, რამდენიმე ხნის შემდეგ თავი ყველამ ერთბაშად დაიქნია: ეშმაკმა დალახვროს, რატომ არ უნდა ვცადო?!..
    და ამაში იყო ალბათ რაღაც ისეთი, რაც დროებით ან სულაც სამუდამოდ გვაწყნარებდა და მართებულად მოქცევისკენ გვიბიძგებდა – განაგრძო კაცმა. – ვიდექით და ველოდით, მანამ პირველი თავზეხელაღებულები არ გამოჩნდნენ და გაბედეს. მათ მაგალითს ათეულობით, ასეულობით, ათასობით და მილიონობით თესლისმთხეველმა ყმაწვილმა მიბაძა. „ხარ თუ არა თანახმა“ – ეკითხებოდნენ მათ და ისინიც პასუხობდნენ: „დიახ, თანახმა ვართ“. თუმცა აზრზე არ იყვნენ რაზე თანხმდებოდნენ და გაკვირვებით ჭვრეტდნენ ატირებულ პატარძლებსა და მათ უკან დიდი ჩინური კედელივით აღმართულ მამებს, რომლებსაც სისრულეში მოყვანათ არა მხოლოდ ეჭვები, არამედ იმედებიც.
    მაგონდება, შენს გვერდით მდგარი, ვფიქრობდი, ეს ხომ სასაცილოა, აქედან არაფერი გამოვა, ეს დიდხანს არ გაგრძელდება, მე მიყვარს იგი, რა თქმა უნდა, მე ძალიან მიყვარს იგი, მაგრამ სადღაც, ღმერთმა იცის, როდის და რატომ, მე, როგორც ყველას ამ ქვეყნად, თავგზა ამერევა, უკანასკნელი ვირივით სასწაულ სისულელეს ჩავიდენ, იმის იმედით, რომ ის ვერაფერს გაიგებს და რომც გაიგოს, ყურადღებას არ მიაქცევს, და თუ ყურადღებას მაინც მიაქცევს, უმნიშვნელოდ მიიჩნევს და სანამ მე ყველაფერ ამას გამართლებას ვუძებნიდი, ეჭვის ჭიები ახალ კითხვებს ჩამჩურჩულებდნენ. შემდეგ რაც მახსოვს, საყდრიდან გამოვდიოდით და თავზე ბრინჯს გვაყრიდნენ.

    კაცმა ხელებზე დაიხედა. თითებს ერთმანეთი გაეთავისუფლებინათ. კაცს ხელისგულები ისე ამოეტრიალებინა, თითქოს რაღაცის მიღებას აპირებდნენ.

    – მოკლედ მოვრჩი. თუმცა ერთსაც დავამატებ, უახლესი ხუთასი, ათასი ან მილიონი წლის შემდეგ ხალხი მთვარეზე, მარსზე, ალფა ცენტავრის პლანეტებზე კოლონიების შექმნას დაიწყებს, მაგრამ, როგორ შორსაც არ უნდა წავიდეთ, როგორი გრანდიოზული არ უნდა გახდნენ ჩვენი მიზნები და მისწრაფებები, მამაკაცები არასოდეს შეიცვლებიან. კაცები ყოველთვის კაცებად დარჩებიან – სულელები, ამპარტავნები, შეუპოვრები, განუსჯელები, აგრესიულები და მათთან ერთად წიგნის ჭიები და პოეტები, ფრანების გამშვებები და მარადიული ბიჭები, ღრუბლებში სურათების დამნახავებიც და რობერტ პროსტისა [რობერტ პროსტი (1874-1963) — პოპულარული ამერიკელი პოეტი, დრამატული მონოლოგების დიდოსტატი] და შექსპირის მემკვიდრეებიც. სქელი კანის ქვეშ ჩვილი გული ეძგერებათ და მომაკვდავი ბავშვის დანახვისას ტირილსაც შეძლებენ, ყოველთვის გაიხედავენ იქითკენ, სადაც მწვანე ბალახი ბიბინებს და რძის მდინარეები მოედინებიან, მთვარის კრატერამდეც მიაღწევენ და სატურნის მთვარესაც ესტუმრებიან და მაინც, უმნიშვნელო ცვლილებებით, მილიონნახევარი წლის წინანდელ გამოქვაბულის ცხოველებად დარჩებიან, რომლებიც ლაპარაკის ნაცვლად მხოლოდ ღმუოდნენ. რაც შეეხება ადამიანის მოდგმის მეორე ნახევარს, ისინი კვლავინდებურად შესთავაზებენ მათ საქორწილო ცერემონიალის ცალი ყურითა და გაორებული გულით მოსმენას და ხანდახან, მხოლოდ ხანდახან, კაცები მოისმენენ კიდეც…

    ქალის მდუმარება კაცს შიშის ზარს სცემდა. კაცმა ამჯერადაც ცოტა შეისვენა და განაგრძო.
    – იცი, ყოველ დილით, სამსახურში მიმავალი გორაკზე შეფენილ სახლებს ვუყურებ და მათ მობინადრეებზე ვფიქრობ და მჯერა, რომ ისინი ბედნიერები არიან, სახლი გამოკეტილი არაა და შიგ სიჩუმე არ მეფობს. სამსახურიდან დაბრუნებული იგივე სახლებთან ჩავლისას საკუთარ თავს ვეკითხები: კვლავ თუ არიან ბედნიერები ისინი. ერთ-ერთ სახლთან კალათბურთის ფარს შევნიშნავ და სახლში მცხოვრებ ყმაწვილს წარმოვიდგენ. შემდეგ სახლთან მისვლამდე ბრინჯის დაყრილ მარცვლებს დავინახავ და გავიგებ, რომ აქ ქალიშვილი გაიზარდა და მჯერა, რომ ბედნიერია, იქნებ არცაა, და მაინც, ყოველ დილით ერთი და იგივე საფიქრალი მაქვს და ერთსა და იმავეს ვიმედოვნებ: ისინი ბედნიერები არიან; ღმერთო, ბედნიერი ამყოფე ისინი. მე ხომ ასე ძალიან მინდა!

    კაცს სუნთქვა შეეკრა, გაჩერდა, თვალები დახუჭა და პასუხს დაელოდა.

    – ე.ი. საკუთარ თავს ასე ხედავ, ხომ?
    – დაახლოებით ასე.
    – და სხვებიც ასეთები არიან?
    – ჰო, ყველა და ყოველთვის.
    – ფარულად მხარსაც გიჭერენ, არა?
    – არა, რაც ვართ, ის ვართ და არასდროს ვიმალებით.
    – არც ინიღბებით?
    – სრულებითაც არა
    – სულ ერთნაირები?
    – არავითარი განსხვავება.
    – გამოდის, რომ ქალებს არანაირი არჩევანი არ გვაქვს.
    – გაქვთ, ოღონდ ძალზე უმნიშვნელო.მიგვიღეთ კაცები ისეთები, როგორებიც ვართ, ანდა, საერთოდ თავი დაგვანებეთ. აი ჩვენი დამოკიდებულება თქვენდამი სულ სხვა საქმეა. კაცები თქვენში მეგობრებს, საყვარლებს, ცოლებს, დედებს, აღმზრდელებს, მესასთუმლეებს ვხედავთ. რამდენი სრულიად განსხვავებული საქმე გაქვთ. ჩვენ ერთადერთი – ჩვენი სამუშაო, და ისიც, თუ გაგვიმართლა.

    კაცმა ამოისუნთქა.
    – ყველაფერი თქვი?
    – მგონი კი. კი, კი, ვფიქრობ, რომ ასეა.

    კაცმა ამოთქვა თუ არა, ქალი კვლავ შეეკითხა:
    – ეს რა, მობოდიშების ცდაა?
    – არა.
    – გონებრივი მონახაზი?
    – არა მგონია.
    – კოლექტიური ალიბი?
    – არა!
    – აქ იმისთვის მოხვედი, რომ გეგონა გაგიგებდი?
    – შეიძლება ასეცაა, კი ასეა.
    – თანაგრძნობა?
    – არავითარ შემთხვევაში.
    – სიბრალული?
    – აბა, რას ამბობ?! არა!
    – თანაგანცდა?
    – ყველა ეს სიტყვა ზედმეტად ხმაურიანი მეჩვენება.
    – კი მაგრამ, ჩემგან რა გინდა?
    – მინდა, რომ მომისმინო!
    – ხომ მოგისმინე.
    – მადლობა, ამისთვის.

    ახლა უკვე ქალი იჯდა თვალდახუჭული.
    კაცი სკამიდან უხმაუროდ წამოდგა და ოთახიდან გავიდა.

    სასტუმროში, როცა საკუთარი ნომრის კარს აღებდა, ტელეფონმა დარეკა. კაცმა ტელეფონის ყურმილი მეოთხე თუ მეხუთე ზარის შემდეგ აიღო.
    – ეი, შენ – ვირთხა ხარ და მეტი არაფერი – გაისმა ყურმილიდან.
    – ვიცი – მშვიდად უპასუხა კაცმა.
    – ნამუსგარეცხილიც!
    – ესეც ვიცი.
    – ხეპრე და თავხედიც!
    – თავისთავად იგულისხმება.
    – შობელძაღლიც!
    – თავისთავად.
    – მაგრამ…

    კაცი გაიტრუნა.
    – მე შენ მიყვარხარ!
    – მადლობა ღმერთს! – წაიჩურჩულა კაცმა.
    – საჩქაროდ წამოდი სახლში!
    – უკვე გამოვდივარ!
    – არავითარი სლუკუნი და ცრემლისღვრა! ვერ ვიტან, როცა კაცები ტირიან!
    – კარგი აღარ ვიზამ…
    – აი, როცა სახლში მოხვალ…
    – მერე?
    – როცა სახლში მოხვალ, კარების ურდულით ჩაკეტვა არ დაგავიწყდეს.
    – ჩათვალე, რომ უკვე ჩაკეტილია.

    Entries and comments feeds. Valid XHTML and CSS. ^Top^
    19 queries. 0.563 seconds.
    Powered by WordPress with jd-sky theme design by John Doe.