თაობები

 
    •  

  • რუბრიკები:

    • "ებლიტფო" ლათინურ ენასავითაა (rss) (7)
    • "თაობები" ბავშვებს (rss) (21)
    • English Lesson (rss) (3)
    • Poems from Georgia (rss) (2)
    • ადაპტირებული ტექსტები (rss) (16)
    • ავტორები (rss) (370)
      • Is Still Unknawn (rss) (1)
      • ამირეჯიბი რუსა (rss) (1)
      • ახალკაცი ალექსანდრე (rss) (1)
      • გელაშვილი თორნიკე (rss) (1)
      • გზირიშვილი ქეთი (rss) (8)
      • გიორგაძე ნათია (rss) (2)
      • გიორგი ბუნდოვანი (rss) (1)
      • გოგუაძე ნელი (rss) (3)
      • გულეური ვასილ (rss) (1)
      • დარბაისელი ნინო (rss) (3)
      • დიდიშვილი ქეთი (rss) (3)
      • დოლიძე ტატა (rss) (1)
      • ელერდაშვილი ალექსანდრე (rss) (1)
      • ემხვარ კახაძე (rss) (10)
      • ვეკუა მერაბ (rss) (1)
      • თეკლე ბატონიშვილი (rss) (1)
      • თვალაბეიშვილი მზია (rss) (4)
      • თოფურია თეა (rss) (2)
      • კიკალიშვილი გვანცა (rss) (1)
      • კილაძე თამარ (rss) (2)
      • კილაძე თემურ (rss) (1)
      • ლიქოკელი ლია (rss) (1)
      • ლომაძე სერგი (rss) (1)
      • მარსიანი (rss) (2)
      • მატასი (rss) (1)
      • მშვიდობაძე ნინიკო (rss) (1)
      • ნადირაძე ნინო (rss) (1)
      • ნამშურიძე სოფი (rss) (1)
      • სადღობელაშვილი ნინო (rss) (1)
      • სალომე აჩბა (rss) (1)
      • სარია ზეინაბ (rss) (1)
      • სეფიაშვილი ქეთი (rss) (2)
      • სიმონიშვილი მაია (rss) (1)
      • სუმბაძე დარეჯან – ანასტასია (rss) (1)
      • ტაველიძე ირმა (rss) (1)
      • ფაილოძე ქეთი (rss) (1)
      • ქასრაშვილი ირაკლი (rss) (1)
      • ჩანადირი ნინო (rss) (1)
      • ჩაჩანიძე ალეკო (rss) (1)
      • წიკლაური მარიამ (rss) (2)
      • ჭუმბურიძე კობა (rss) (1)
      • ხორნაული ვაჟა (rss) (27)
      • ჯალიაშვილი მაია (rss) (3)
      • ჯობავა გვანცა (rss) (1)
    • ავტორეცენზიები (rss) (5)
    • ბოლქვაძე თამარ (rss) (1)
    • დევდარიანი როზა (rss) (1)
    • დუმბაძე მანანა (rss) (2)
    • ერთად ვთარგმნოთ (rss) (5)
    • თარგმანები (rss) (44)
      • ბრედბერი რეი (rss) (2)
      • ედისონი ჯოზეფ (rss) (1)
      • ვონეგუტი კურტ (rss) (1)
      • ვულფი ვირჯინია (rss) (1)
      • ირვინგი ვოშინგტონ (rss) (1)
      • კინგი სტივენ (rss) (2)
      • კრონინი არჩიბალდ (rss) (1)
      • ლარნედი უ. ლივინგსთონ (rss) (1)
      • ლიკოკი სტივენ (rss) (1)
      • მარკ ტვენი (rss) (6)
      • მენსფილდი ქეთრინ (rss) (4)
      • მოემი სომერსეტ (rss) (1)
      • ნაპიერი სუსან (rss) (1)
      • ო’ჰენრი (rss) (2)
      • სამარაკისი ანდონის (rss) (3)
      • საროიანი უილიამ (rss) (1)
      • ფიჯერალდი სკოტ ფრანსის (rss) (2)
      • შექსპირი უილიამ (rss) (1)
      • ჯეკ ლონდონი (rss) (1)
      • ჯერომ კლაპკა ჯერომი (rss) (3)
      • ჯონსონი ოუენ (rss) (1)
      • ჰემინგუეი ერნესტ (rss) (2)
      • ჰექტორ ჰიუ მუნრო (საკი) (rss) (1)
    • ინგლისური "თაობებზე" (rss) (8)
    • ინგლისური იდიომები, ანდაზები (rss) (4)
    • ინტერვიუ მიმოწერით (rss) (4)
    • იფიქრე ხმამაღლა… (rss) (7)
    • კრიტიკა (rss) (2)
    • ლატარია თამუნა (rss) (1)
    • მე წიგნის გმირი ვარ (rss) (1)
    • ნინო ნადირაძე (rss) (1)
    • პოეზია (rss) (42)
    • პროზა (rss) (1)
    • რამდენიმე კითხვა თეა თოფურიას (rss) (1)

    კალენდარი

    დეკემბერი 2013
    ო ს ო ხ პ შ კ
    « ივნ   იან »
     1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031  

    მეტა:

    • შესვლა

    არქივები:

    • ნოემბერი 2014 (1)
    • სექტემბერი 2014 (3)
    • აგვისტო 2014 (2)
    • მაისი 2014 (2)
    • მარტი 2014 (1)
    • თებერვალი 2014 (9)
    • იანვარი 2014 (6)
    • დეკემბერი 2013 (1)
    • ივნისი 2013 (2)
    • მაისი 2013 (1)
    • მარტი 2013 (5)
    • სექტემბერი 2012 (2)
    • აგვისტო 2012 (7)
    • ივლისი 2012 (4)
    • ივნისი 2012 (3)
    • მაისი 2012 (2)
    • აპრილი 2012 (5)
    • მარტი 2012 (10)
    • თებერვალი 2012 (3)
    • იანვარი 2012 (6)
    • დეკემბერი 2011 (13)
    • ნოემბერი 2011 (18)
    • ოქტომბერი 2011 (16)
    • სექტემბერი 2011 (26)
    • აგვისტო 2011 (23)
    • ივლისი 2011 (9)
    • ივნისი 2011 (6)
    • მაისი 2011 (10)
    • აპრილი 2011 (7)
    • მარტი 2011 (6)
    • თებერვალი 2011 (20)
    • იანვარი 2011 (10)
    • დეკემბერი 2010 (15)
    • ნოემბერი 2010 (6)
    • ოქტომბერი 2010 (1)
    • სექტემბერი 2010 (1)
    • აგვისტო 2010 (3)
    • ივლისი 2010 (5)
    • ივნისი 2010 (8)
    • მაისი 2010 (4)
    • აპრილი 2010 (26)
    • მარტი 2010 (32)
    • თებერვალი 2010 (30)
    • იანვარი 2010 (59)
    • დეკემბერი 2009 (16)

    • 0. მეგობრები
    • 0.1. ქეთი გზირიშვილის ბლოგი
    • 0.2. გიკა
    • 0.3. ნელი გოგუაძის საიტი
    • 0.4. ბურუსი
    • 0.5. ალტერნატივა
    • 0.5. მოლი ბლუმის ბლოგი
    • 1. ვუსმინოთ ერთად.
    • 3. დამატებულია
    • 3.1. ქალი სარკეში
    • 3.2. ბედნიერი დილა
    • 3.3. 2 კითხვა…
    • 3.4 2 კითხვა (2)
    • 3.5. 2 კითხვა (3)
    • 3.5. ავტორეცენზიები
    • 3.6. ველდი
    • 3.7. "პიანისტი ქალი"
    • 3.8. ასე მოვუყვებოდი…

    ინტერვიუ ჟურნალისტთან

    დეკემბერი 29, 2013 on 3:37 პმ | ავტორები | Comments Off

    გიორგი კილაძე: ქალბატონო მარინა, თქვენი ლიტერატურული და არა მხოლოდ ლიტერატურული CV.

    მარინა თექთუმანიძე: CV-ში თუ ლიტერატურულ ავტობიოგრაფიას გულისხმობთ, პირველი ლექსი მესამე კლასში დავწერე. პირველი წიგნი “გაზაფხული უშენობით ცივი” 2001 წელს გამოვიდა. მეორე- “დაგელოდები ბეთჰოვენის დავიწყებამდე”- 2012 წელს. ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, იმიტომ, რომ უამრავი კარგი ადამიანია ჩემ გვერდით. 25 წლის ასაკში მივედი გაზეთ “ნერგის”, მაშინდელი “ნორჩი ლენინელის” რედაქციაში სამუშაოდ და მთელი ცხოვრება იქ, შესანიშნავი ადამიანების გვერდით გავატარე. ბოლო 12 წელიწადი, 2007 წლამდე, ამ გაზეთის რედაქტორი ვიყავი. ამჟამად ჟურნალისტთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი ვარ.

    გიორგი კილაძე: მათზე მიამბეთ.

    მარინა თექთუმანიძე: რედაქციაში სამუშაოდ რომ მივედი, ახალგაზრდა ვიყავი და იქ ჩემზე უფროსები დამხვდნენ. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ თუ ჩემგან ჟურნალისტი შედგა, თუ ვინმე ამბობს, რომ ცუდი ადამიანი არ ვარ, ეს, უპირველეს ყოვლისა ჩემი თანამშრომლების დამსახურებაა. თვითონ იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც ყოველ დროს მზად იყვნენ სხვების დასახმარებლად. ჩვენი რედაქცია კოსტავას 14-ში იყო განთავსებული მასმედიის თითქმის ყველა საშუალებასთან ერთად და მთელი შენობა შემოგვნატროდა ჩვენ, როგორც საუკეთესო ურთიერთობების ნიმუშს. სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი გარდაიცვალა, რაც ჩვენთვის, ცოცხლად დარჩენილებისთვის საშინელი, თანმდევი ტკივილია. რედაქციის სული და გული იყო მზია კოჭლავაშვილი, რომელთან შეუთანხმებლად, ნაბიჯს არ ვდგამდი და რომელმაც მრავალი თაობა აღზარდა.

    გიორგი კილაძე: პირველ წიგნი, პირველი შვილი იყო? საინტერესო სათაური აქვს. მეორეს კიდევ უფრო… მომიყევით მათზე.

    მარინა თექთუმანიძე: პირველი წიგნის სათაურად ჩემი გარდაცვლილი მეგობრისადმი მიძღვნილი ლექსის სათაური გამოვიყენე. რა თქმა უნდა, პირველი წიგნი, უზარმაზარ სიხარულთან არის დაკავშირებული, თუმცა არანაკლებ სასიხარულო იყო მეორე. როგორ გითხრათ, პირველი თითქოს რეპეტიცია იყო, მეორე სპექტაკლი. პირველი წიგნის გამოსვლის შემდეგ ძალიან ვმორცხვობდი, არ მჯეროდა ჩემი შესაძლებლობების. ამ წიგნის(მეორისაც) რედაქტორი, შესანიშნავი პოეტი მზია ხეთაგური დაუსრულებლად მიმეორებდა, რომ ეს იყო პოეზია და წიგნს უნდა ეარსება, მაგრამ ძალიან მთრგუნავდა პოეტის სახელი. ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა და წნეხი. ამ წნეხს ღირსეულად უნდა გაუძლო, რომ შენივე თანამედროვეების საქილიკო არ გახდე, მომავალზე რომ არ ვილაპარაკოთ… მეორე წიგნიც მეგობრების ჩიჩინით და ხელშეწყობით გამოვიდა.

    გიორგი კილაძე: ქალბატონო მარინა, ჟურნალისტებისგან ხშირად გაიგონებთ, დღეში 24 საათი არ გვყოფნოსო… თქვენ გყოფნით?

    მარინა თექთუმანიძე: მყოფნის. და ეს ალბათ იმიტომ, რომ აღარ ვარ აქტიურ ჟურნალისტიკაში ჩართული. თუმცა არის “არსაყოფნი” დღეებიც.

    გიორგი კილაძე: `მწერლისთვის (და ზოგადად, ხელოვანი ადამიანისთვის) წარსული (შემოქმედებითი რაღა თქმა უნდა) ძალიან ცოტას (თითქმის არაფერს) ნიშნავს~ _ ბრძანა ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალმა ბაჩო კვირტიამ. ეთანხმებით თუ არა? რატომ?

    მარინა თექთუმანიძე: არ ვეთანხმები .თუმცა, ალბათ საინტერესო იქნებოდა მენახა, რა კონტექსტში ამბობს. ხელოვანისთვის და ამ შემთხვევაში-პოეტისთვის წარსული ხანდახან უფრო მნიშვნელოვანიც არის, ვიდრე დღევანდელობა. წარსულში დაწერილი ლექსები მუდამ შენთან არიან, მათ განსაკუთრებული შარავანდედი ადგათ, იმიტომ, რომ, ხანდახან ეს ლექსები იმ ადამიანებთან არის დაკავშირებული, ვინც ჩვენს შორის აღარ არიან. იმ გრძნობებს გვახსენებენ, რომელთა სიმძაფრეს ვეღარასოდეს გამოვცდით…

    გიორგი კილაძე: მოთხრობებს თუ წერთ? მწერალი თეონა დოლენჯაშვილი მოთხრობის დასაწყისს პირველი წინადადებას, პირველი აბზაცს _განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, გიორგი კეკელიძე ლექსში _ ფინალს, თქვენთან როგორაა საქმე?

    მარინა თექთუმანიძე: რამდენიმე მოთხრობა მაქვს დაწერილი, თუმცა არ გამომიქვეყნებია. ლექსში, ჩემთვის და ალბათ არამარტო ჩემთვის, მკითხველზე დიდ ზემოქმედებას ფინალი ახდენს. დასაწყისი შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ თუ ფინალი არ ვარგა, ლექსი იკარგება.

    გიორგი კილაძე: მოგწონთ თანამედროვე ქართული ლექსი? ვის ლექსებს ელოდებით ყველაზე ხშირად?

    მარინა თექთუმანიძე: ძალიან მიხარია, რომ საინტერესო თაობა წამოვიდა. ქართული ლექსი სიცოცხლეს აგრძელებს. მახსოვს შოკში ჩავვარდი გიო საჯაიას “მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია” რომ წავიკითხე. ამ ცოტა ხნის წინათ, სულხან წულუკიძის, პოეზიაზე დაწერილი ლექსი წავიკითხე და მოვიხიბლე. რა ვიცი, რომელი ერთი გავიხსენო. ძალიან ბევრი საინტერესო პოეტია დღევანდელ საქართველოში. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ბესიკ ხარანაული, პირადად ჩემთვის, პოეტთა პოეტია.

    გიორგი კილაძე: პოეზიამ ქართულ პროზას “გაასწრო”?

    მარინა თექთუმანიძე: ასე ვერ ვიტყვი. პროზაშიც ბევრია საინტერესო სახე. ბევრი ახალგაზრდაა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ თავის სათქმელს იტყვის.

    გიორგი კილაძე: როგორ ფიქრობთ. არსებობს თანამედროვე ლიტერატურაში `აკრძალული თემები~ თემები? ქართულში?

    მარინა თექთუმანიძე: არა მგონია. ჩემი თაობა მარადიულ ღირებულებებზე იზრდებოდა. დღეს, ხშირად “ყავლგასულად” მიაჩნიათ სამშობლოს, რელიგიის თემატიკა და ბევრი, რაც უნდა, იმას წერს, რაც მერე საჯარო განხილვების საგნად იქცევა-ხოლმე. სად არის შეზღუდვა? პირიქით. ამ ნიჭიერ ნაკადში ბლასტიც შეერია, ვინაიდან ამაზე პასუხისმგებელი აღარავინაა.

    გიორგი კილაძე: ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტფორუმი `ებლიტფო~, წლევანდელ წელს “ვეფხისტყაოსანის წლად ~. აცხადებს. კითხვას არ დაგისვამთ… უბრალოდ, `ვეფხისტყაოსანზე~ მესაუბრეთ…

    მარინა თექთუმანიძე: მეხუთე კლასში ვიყავი “ვეფხისტყაოსნის” შესწავლა რომ დავიწყე და დღესაც, ყველაზე კარგად, შესავალი მახსოვს. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში “ვეფხისტყაოსნის” წელი დგება.ამ დიდებული პოემის,მრავალი ადამიანის მიერ გადაწერის იდეამაც ძალიან მომხიბლა. ჩემი თაობა “ვეფხისტყაოსნის” იდეალებზე ვიზრდებოდით და ამიტომ არავინ იგინებოდა გოგონას თანდასწრებით, არავინ ატყუებდა შეყვარებულს და ბიჭები ოცნებობდნენ ტარიელს დამსგავსებოდნენ, ბევრსაც ავთანდილობა ეწადა.ამ წიგნს უზარმაზარი აღმზრდელობითი ფუნქცია გააჩნია. თუმცა, დღეს , რასაც ვხედავ გარშემო, ბევრი რამ მაწუხებს. თავად შოთა რუსთაველზე რა უნდა გითხრათ? ბედნიერი ვარ, რომ შოთაც ქართველი იყო და მეც ქართველი მქვია და ამას პათეტიკაში ნუ ჩამითვლით.

    გიორგი კილაძე: საქართველოში ვერ გეტყვით, “ებლიტფოზე” – ნამდვილად. “ებლიტფოს” ახალი წევრი ბრძანდებით. პირველი შთავეჭდილება როგორია?

    მარინა თექთუმანიძე: ძალიან მომწონს თქვენი ლიტფორუმი და სიამოვნებით ვეცნობი-ხოლმე სიახლეებს. არაჩვეულებრივია, ზოგადად, ასეთი ფორუმების არსებობა.

    გიორგი კილაძე:  ჩვენი “ებლიტფო”… სულ ახლახან “ებლიტფოზე” საინტერესო პროექტი დასრულდა: “შემოდგომის ერთი ლექსის დღე”. ვიდეო–კოლაჟია, მოგეხსენებათ. ზამთრის რომ დავიწყოთ, რომელ ლექსს აირჩევდით.

    მარინა თექთუმანიძე: ალბათ, ზამთრის თემატიკას გულისხმობთ?

    გიორგი კილაძე: არა, უბრალოდ ზამთარში რომ დავიწყოთ… ნებისმიერი…

    მარინა თექთუმანიძე:

    შინ დაბრუნება

    მე ხომ დამსაჯეს…

    თუმცა რისთვის თავად არ მახსოვს.

    რად მომისაჯეს ცხოვრება დედამიწაზე…

    მაშინ შორიდან ვჭვრეტდი სამყაროს.

    უნაპირო გალაქტიკებში

    ულამაზეს ზურმუხტად ენთო

    მომავლის სახლი

    და სულ ახლახან მივხვდი,

    რომ ეს სილამაზე

    ჯადოსნობით გამზეთუნახავებულ

    სასტიკ დედაბრის მშვენება არის.

    -წადი, გასწიე და შეეცადე,

    არ დაემგვანო იმათ,

    ვინც იქ დაგხვდება,-

    მითხარი, მამავ და სამყაროს ღია სარკმლიდან

    ფრთხილად გადმომსვი…

    ხელმეორე სასჯელის შიშით

    გულის ფიცარზე დავიწერე შენი სიტყვები,

    თუმც მიწის მაცდურ სილამაზით გაბრუებულს,

    როგორც აღმოჩნდა,

    ყველაფერი დამვიწყებია.

    ხანდახან ვკლავდი(მათ შორის, შვილებს),

    ფიქრით ვქურდობდი, ვავაზაკობდი,

    ჩემს დაბადებას ვაყვედრიდი

    ჩემზე უგონოდ შეყვარებულთ-

    მშობლები რომ ჰქვიათ სახელად.

    მერე, მერე კი ისიც გავბედე,

    დედამიწელი დედის სიკვდილის შემდეგ

    უსაშინლესი სიტყვებით გთათხე

    და ყველა ჩემი უბედურება შენ დაგაბრალე…

    მაშინ, მე, ბრიყვმა, რა ვიცოდი,

    რომ ჩემი ნაღდი, ნამდვილი სახლი

    მანდ, შენთან, მამის წიაღში დარჩა

    და დედაჩემიც თავის სახლში გამოემგზავრა.

    ქვესკნელს აევსო ჩემი გონება

    და არაფერი მაღელვებდა

    დედამიწური ვნებების გარდა.

    ახლა კი ვგრძნობ, რომ ჩემთვისაც დგება

    შინ წამოსვლის დღე და თარიღი.

    რას მომიტევებ?

    ჩემს კაკუნზე რომელ კარს გახსნი?

    შენ კარგად უწყი,

    ვერ ვიტანდი უტკივილო, თვინიერ დღეებს.

    ძალიან ვგავდი მთის მდინარეს,

    რომელსაც არ სურს, რომ გაივაკოს

    და გადაიქცეს მკვდარი ზღვის ტალღად…

    დღეს მეშინია მარადიულ შფოთვისა და მოუსვენრობის.

    კიდევ იმ გზისა, რაც მომელის,

    ვინაიდან, მიწის სიმძიმის სიმსუბუქე უნდა შეიგრძნო,

    შინ დაბრუნების სიხარული რომ განიცადო.

    მაპატიებ კი?

    თუ გამწირავ ოდინდელი ოცნებისათვის-

    მეცხოვრა და მეხეტიალა ბოშებთან ერთად.

    ცხენებშებმულ ჩემს ფორანზე

    ზანზალაკები იწკარუნებდნენ,

    ჩემს კარავს კი ჭრელა-ჭრულა ფოთლები ააყვავებდნენ,

    მერე, ფერად ჩიტებად გადაქცეულნი

    მიამბობდნენ შინ დარჩენილ

    მშობლიურ, ბებერ, შეშლილ ქარზე,

    ჩემ გადახვეწით დამფრთხალ ნიავზე

    და ნისკარტებით მოტანილი გაზაფხულის

    ლორთქო წვიმებით

    ჩემს უჭრელეს სულს ააზვირთებდნენ

    ისეთივე სევდიანი ფორიაქით,

    როგორიც ბოშურ ცეკვებსა და სიმღერებშია.

    უვარსკვლავო ღამეების მწუხარებას ავიტაცებდით

    ხელში მე და ჩემი რომალე,

    რომელიც დანას ჩასცემდა მეორე ბოშას,

    თუკი ის ვნებაატანილი შემომხედავდა.

    თავისუფლებას ნიშნავდა ჩემთვის-

    წითელი დროის გოგონასთვის შავტუხა ბოშა,

    მიყვარდა შენგან განდგომილი ჯიში და მოდგმა.

    მაპატიებ  კი  წარსულის უღირს სურვილებს?

    იქნებ მიშველოს, დამეხმაროს

    „ქუჩაში, მტვერში წაქცეულ ბავშვზე“

    ღვიძლ დედასავით რომ გავკიოდი?

    ან იქნებ ის დღე გაიხსენო,

    შიშველ-ტიტველი, დაუბანელი მოხუცის სახით მომიახლოვდი,

    ყველა ხელს გკრავდა, ცხვირს იბზუებდა,

    მე კი ვტიროდი

    და ყველაფერი, რაც კი გამაჩნდა,

    შენ ჩაგიკუჭე გამოშვერილ, ჭუჭყიან მუჭში,

    მერე, მთელი დღე, შინ წასასვლელ ფულს ვთხოულობდი…

    თუმცა, რას ვამბობ,

    იქნებ ამ წუთას, ახლაც ვაშავებ,

    ამ ამბავს რომ ისევ ვიხსენებ?

    გემუდარები, მომგვარე შვება…

    ბოლო ხანებში ერთს და იმავე

    უცნაურ სიზმარსა ვხედავ-

    თითქოს ბავშვი ვარ

    და ფიზიკის მასწავლებელი მიხმობს დაფასთან…

    გაღვიძებული შვებითა ვსუნთქავ,

    რომ ის კოშმარი სიზმარში ხდება…

    გემუდარები, სიზმრისეული მომგვარე შვება…

    მამავ, მიმიღე!..

    მამავ, შემინდე!..

    და ნურასოდეს გამიმეტებ დედამიწისთვის!..

    გიორგი კილაძე: გმადლობთ. “სამოსელი პირველიც” გამახსენდა. ახლა კიდევ ერთხელ, ვკითხულობ და…

    ქალბატონო მარინა, “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიწერა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა… თითქმის 40 წელი. როგორ ფიქრობ, რით ჰგავს თანამედროვე ლიტერატურისმოყვარული კაცი ვასიკო კეჟერაძეს. ჰგავს კი საერთოდ? “კარცერ ლუქსის”, უფრო ზუსტად წიგნის “იძულებით” შეყვარების იდეაზე რას მეტყვით?

    მარინა თექთუმანიძე: გურამ დოჩანაშვილის “კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარდა” არის გენიალური და ყოველი დროის დიდი ნაწარმოები. “კარცერ ლუქსი” ალბათ აუცილებელია, ვინაიდან ასეთი “კარცერები,” თავდაპირველად მშობელმა უნდა გაუხსნას ბავშვს, ოღონდ ძალიან მოხერხებულად. ვიცი დიდი ქართველი მუსიკოსი, რომელიც დედას ასეთ “კარცერში” ჰყავდა და დღეს ქართულ კულტურას ამშვენებს. ასე,რომ პირადად მე, ძალიან მომწონს ასეთი “კარცერების” არსებობა, ვინაიდან, ხშირად, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ნებისმიერ სფეროში, თავისი დადებითი შედეგი მოაქვს. ასეთი კარცერის არსებობა, ოღონდ ცოტა სხვანაირი მნიშვნელობით, ჩემს თავზეც გამოვცადე.ვაჟაზე ლექსების კრებული უნდა გამოსულიყო. დამირეკა შემდგენელმა და უარი ვუთხარი. აბა, მე ვინ ვარ, როგორ გავბედავ ვაჟაზე ლექსის წერას-მეთქი. ჩემმა მეგობარმა, ცნობილმა მსახიობმა და აწ უკვე პოეტმა ელდინო საღარაძემ იმდენი მიჩიჩინა, რომ ლექსი დამაწერინა. მართლა “კარცერში” ჩამსვა…

    გიორგი კილაძე: ქალბატონო მარინა, უცნაური კითხვა უნდა დაგისვათ და არ გამკიცხოთ. ასეთი რამ თუ გსმენიათ ” ვინც მოწიფულ ასაკში იწყებს წერას, ის ვერშემდგარი პოეტია”. თქვენი კომენტარი

    მარინა თექთუმანიძე: მაოცებს. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ როდის, რა ასაკში დაწერს. მთავარია, როგორს დაწერ. სულ ცოტა ხნის წინათ გამოვიდა ელდინო საღარაძის პირველი წიგნი. წერაც წელიწადზე ცოტა მეტია, დაიწყო და თავისი, სხვებისგან განსხვავებული პოეზია შექმნა. ჩვენ ხომ არ ვწერთ. სულიწმიდის კარნახით იწერება ყველაფერი და ჩვენ მხოლოდ გამტარები ვართ.ასე, რომ არავინ იცის,უფალი ცხოვრების რომელ მონაკვეთში რის გაკეთებას დაგვავალებს. ნურც ჩვენი ნიჭიერებით მოვიწონებთ თავს. ესეც ღმერთის დამსახურებაა და არა ჩვენი. თავის დროზე, მეც გავხდი ასეთი მითქმა-მოთქმის საბაბი. და, სხვათა შორის, ამპარტავნებაში ჩავარდნილი ადამიანები, ღირებულს ვერაფერს ქმნიან.

    გიორგი კილაძე: თარგმანზეც ვისაუბროთ, დღეს ბევრი ნაწარმოები ითარგმნება ქართულად? ხარისხი მოგწონთ? მათი გავლენა თუ იგრძნობა ქართულ ლიტერატურაში? ბოლო წაკითხული თარგმანებიდან ვის გამოარჩევდით?

    მარინა თექთუმანიძე: თარგმნილი ნაწარმოები, კარგი მთარგმნელის ხელში , მეორე სიცოცხლეს იძენს. ძალიან მიყვარს გიორგი ლობჟანიძის თარგმანები. სულ ახლახან მის მიერ თარგმნილი “თანამედროვე სპარსული დრამატურგია” გამოვიდა და ამ ეტაპზე ამის კითხვით ვტკბები.

    გიორგი კილაძე: „რეჟისორი რომ იყოთ, რომელ ლიტერატურულ ნაწარმოებს არ გადავიღებდი, სცენარისტს მხოლოდ და მხოლოდ ფილმის იდეას დავაწერინებდი, რადგან მიმაჩნია, რომ კარგი ლიტ.ნაწარმოების გადაღება შეუძლებელია და მით უმეტეს, მისი, ასევე კარგ ფილმად გადაქცევა – წარმოუდგენელი.“ – ქალბატონ რუსა ამირეჯიბის აზრია. თქვენი კომენტარი.

    მარინა თექთუმანიძე: კარგი ნაწარმოების კინოეკრანიზაცია რომ შეიძლება, ამის დასტურად, შორს რომ არ წავიდეთ, „დათა თუთაშხიას” დასახელება შეიძლება, თუმცა, მართლა იშვიათია კარგი ნაწარმოების კარგად გადაღება. ,

    გიორგი კილაძე: და მაინც, კინორეჟისორი რომ იყოთ, რომელ ლიტნაწარმოებს გადაიღებდით?

    მარინა თექთუმანიძე: ამაზე არასოდეს მიფიქრია. ალბათ გოლსუორსის “ვაშლის ხეს”. თუ არ არის უკვე გადაღებული.

    გიორგი კილაძე: დაასრულეთ: მიყვარს მწერალი, რომელიც (რომელსაც)…

    მარინა თექთუმანიძე: თავისი ცხოვრებით ჰგავს საკუთარი ნაწარმოების დადებით გმირებს.

    გიორგი კილაძე: და ბოლოს, რას ეკითხებით ყველაზე ხშირად საკუთარ თავს და პასუხი ჯერ–ჯერობით არ იცით? აქვე, კითხვა რომლის პასუხი ზუსტად იცით?

    მარინა თექთუმანიძე: ჩემს თავს ხშირად ვეკითხები, რამდენად სწორი იყო ჩემი მოსვლა დედამიწაზე? შევძელი ჩემი სიცოცხლი გამართლება? ამაზე პასუხი არ მაქვს. კითხვა, რომლის პასუხიც ზუსტად ვიცი. გიყვარს ადამიანი? დიახ, მიყვარს.

    Entries and comments feeds. Valid XHTML and CSS. ^Top^
    19 queries. 0.345 seconds.
    Powered by WordPress with jd-sky theme design by John Doe.