რუბრიკები:
- "ებლიტფო" ლათინურ ენასავითაა (rss) (7)
- "თაობები" ბავშვებს (rss) (21)
- English Lesson (rss) (3)
- Poems from Georgia (rss) (2)
- ადაპტირებული ტექსტები (rss) (16)
- ავტორები (rss) (370)
- Is Still Unknawn (rss) (1)
- ამირეჯიბი რუსა (rss) (1)
- ახალკაცი ალექსანდრე (rss) (1)
- გელაშვილი თორნიკე (rss) (1)
- გზირიშვილი ქეთი (rss) (8)
- გიორგაძე ნათია (rss) (2)
- გიორგი ბუნდოვანი (rss) (1)
- გოგუაძე ნელი (rss) (3)
- გულეური ვასილ (rss) (1)
- დარბაისელი ნინო (rss) (3)
- დიდიშვილი ქეთი (rss) (3)
- დოლიძე ტატა (rss) (1)
- ელერდაშვილი ალექსანდრე (rss) (1)
- ემხვარ კახაძე (rss) (10)
- ვეკუა მერაბ (rss) (1)
- თეკლე ბატონიშვილი (rss) (1)
- თვალაბეიშვილი მზია (rss) (4)
- თოფურია თეა (rss) (2)
- კიკალიშვილი გვანცა (rss) (1)
- კილაძე თამარ (rss) (2)
- კილაძე თემურ (rss) (1)
- ლიქოკელი ლია (rss) (1)
- ლომაძე სერგი (rss) (1)
- მარსიანი (rss) (2)
- მატასი (rss) (1)
- მშვიდობაძე ნინიკო (rss) (1)
- ნადირაძე ნინო (rss) (1)
- ნამშურიძე სოფი (rss) (1)
- სადღობელაშვილი ნინო (rss) (1)
- სალომე აჩბა (rss) (1)
- სარია ზეინაბ (rss) (1)
- სეფიაშვილი ქეთი (rss) (2)
- სიმონიშვილი მაია (rss) (1)
- სუმბაძე დარეჯან – ანასტასია (rss) (1)
- ტაველიძე ირმა (rss) (1)
- ფაილოძე ქეთი (rss) (1)
- ქასრაშვილი ირაკლი (rss) (1)
- ჩანადირი ნინო (rss) (1)
- ჩაჩანიძე ალეკო (rss) (1)
- წიკლაური მარიამ (rss) (2)
- ჭუმბურიძე კობა (rss) (1)
- ხორნაული ვაჟა (rss) (27)
- ჯალიაშვილი მაია (rss) (3)
- ჯობავა გვანცა (rss) (1)
- ავტორეცენზიები (rss) (5)
- ბოლქვაძე თამარ (rss) (1)
- დევდარიანი როზა (rss) (1)
- დუმბაძე მანანა (rss) (2)
- ერთად ვთარგმნოთ (rss) (5)
- თარგმანები (rss) (44)
- ბრედბერი რეი (rss) (2)
- ედისონი ჯოზეფ (rss) (1)
- ვონეგუტი კურტ (rss) (1)
- ვულფი ვირჯინია (rss) (1)
- ირვინგი ვოშინგტონ (rss) (1)
- კინგი სტივენ (rss) (2)
- კრონინი არჩიბალდ (rss) (1)
- ლარნედი უ. ლივინგსთონ (rss) (1)
- ლიკოკი სტივენ (rss) (1)
- მარკ ტვენი (rss) (6)
- მენსფილდი ქეთრინ (rss) (4)
- მოემი სომერსეტ (rss) (1)
- ნაპიერი სუსან (rss) (1)
- ო’ჰენრი (rss) (2)
- სამარაკისი ანდონის (rss) (3)
- საროიანი უილიამ (rss) (1)
- ფიჯერალდი სკოტ ფრანსის (rss) (2)
- შექსპირი უილიამ (rss) (1)
- ჯეკ ლონდონი (rss) (1)
- ჯერომ კლაპკა ჯერომი (rss) (3)
- ჯონსონი ოუენ (rss) (1)
- ჰემინგუეი ერნესტ (rss) (2)
- ჰექტორ ჰიუ მუნრო (საკი) (rss) (1)
- ინგლისური "თაობებზე" (rss) (8)
- ინგლისური იდიომები, ანდაზები (rss) (4)
- ინტერვიუ მიმოწერით (rss) (4)
- იფიქრე ხმამაღლა… (rss) (7)
- კრიტიკა (rss) (2)
- ლატარია თამუნა (rss) (1)
- მე წიგნის გმირი ვარ (rss) (1)
- ნინო ნადირაძე (rss) (1)
- პოეზია (rss) (42)
- პროზა (rss) (1)
- რამდენიმე კითხვა თეა თოფურიას (rss) (1)
კალენდარი
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
---|---|---|---|---|---|---|
« ნოე | ||||||
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 |
მეტა:
არქივები:
- ნოემბერი 2014 (1)
- სექტემბერი 2014 (3)
- აგვისტო 2014 (2)
- მაისი 2014 (2)
- მარტი 2014 (1)
- თებერვალი 2014 (9)
- იანვარი 2014 (6)
- დეკემბერი 2013 (1)
- ივნისი 2013 (2)
- მაისი 2013 (1)
- მარტი 2013 (5)
- სექტემბერი 2012 (2)
- აგვისტო 2012 (7)
- ივლისი 2012 (4)
- ივნისი 2012 (3)
- მაისი 2012 (2)
- აპრილი 2012 (5)
- მარტი 2012 (10)
- თებერვალი 2012 (3)
- იანვარი 2012 (6)
- დეკემბერი 2011 (13)
- ნოემბერი 2011 (18)
- ოქტომბერი 2011 (16)
- სექტემბერი 2011 (26)
- აგვისტო 2011 (23)
- ივლისი 2011 (9)
- ივნისი 2011 (6)
- მაისი 2011 (10)
- აპრილი 2011 (7)
- მარტი 2011 (6)
- თებერვალი 2011 (20)
- იანვარი 2011 (10)
- დეკემბერი 2010 (15)
- ნოემბერი 2010 (6)
- ოქტომბერი 2010 (1)
- სექტემბერი 2010 (1)
- აგვისტო 2010 (3)
- ივლისი 2010 (5)
- ივნისი 2010 (8)
- მაისი 2010 (4)
- აპრილი 2010 (26)
- მარტი 2010 (32)
- თებერვალი 2010 (30)
- იანვარი 2010 (59)
- დეკემბერი 2009 (16)
- 0. მეგობრები
- 0.1. ქეთი გზირიშვილის ბლოგი
- 0.2. გიკა
- 0.3. ნელი გოგუაძის საიტი
- 0.4. ბურუსი
- 0.5. ალტერნატივა
- 0.5. მოლი ბლუმის ბლოგი
- 1. ვუსმინოთ ერთად.
- 3. დამატებულია
- 3.1. ქალი სარკეში
- 3.2. ბედნიერი დილა
- 3.3. 2 კითხვა…
- 3.4 2 კითხვა (2)
- 3.5. 2 კითხვა (3)
- 3.5. ავტორეცენზიები
- 3.6. ველდი
- 3.7. "პიანისტი ქალი"
- 3.8. ასე მოვუყვებოდი…
ლიტინტერვიუ ჟურნალისტთან
თებერვალი 27, 2014 on 5:35 პმ | ავტორები | 6 კომენტარიგიორგი კილაძე: ნათია, უპირველეს ყოვლისა დაბადების დღეს გილოცავ, ახლა კი ჩვენი ტრადიციული კითხვა: შენი ლიტერატურული და არამარტო ლიტერატურული С V.
ნათია დოლიძე: მოლოცვისთვის დიდი მადლობა. ვცდი რა გამოვა. მოკლედ, ჩემი ცხოვრება ლიტერატურულიც და არალიტერატურულიც ბიბლიოთეკაში დაიწყო. დედა ბიბლიოთეკარია, ჰოდა, ერთი ეგ არის იქ არ დავბადებულვარ… დანარჩენად, ჩემი პირველი მოგონებები იქაურობას _ ქაღალდის სუნით გაჟღენთილ საცავებს უკავშირდება. წიგნებით გაძეძგილი მაღალი თაროები ჩემს ცნობიერებაში ჯადოსნური სამყაროსავით შემოვიდა და ასეთივედ დარჩა. მახსოვს, სოკოლამდელ და უმცროსკლასელთათვის განკუთვნილი ლიტერატურა დაბალ თაროებზე ეწყო, რომელსაც ვწვდებოდი, უფრო მაღლა კი სქელყდიანი წიგნების სამფლობელო იყო, დედა მეუბნებოდა, რომ იმათ წასაკითხად ჯერ უნდა გავზრდილიყავი, საშინლად მეჩქარებოდა გაზრდა.
მიუხედავად დედაჩემის მცდელობისა ჩემთვის და ჩემი დისთვის ასაკის შესაფერისი ლიტერატურა შეერჩია, ამ საქმისგან არაფერი გამოვიდა, მაგალითად, 11 წლისამ წავიკითხე „ანა კარენინა“ , რაც დიდი სისულელე იყო, რადგან ბევრი ვერაფერი გავიგე და შემდგომ კიდევ არაერთხელ მივუბრუნდი. რომ კითხულობ, მერე გინდება თავს გადხდენილი ამბებისა და ემოციების როგორღაც გამოხატვა, ასე ნელ-ნელა წერის სურვილიც გამიჩნდა. ალბათ ესეც დამეხმარა პროფესიის არჩევაში და ასე გავხდი ჟურნალისტი. მიმაჩნია, რომ პროფესიის არჩევაში გამიმართლა. არ არსებობენ უინტერესო ადამიანები, არც უინტერესო ამბები, სწორედ ჟურნალისტიკის პრივილეგია, მგონია, მათი საინტერესო მხარეების პოვნა.
გიორგი კილაძე: ბიბლიოთეკარი დედა მყავსო, ბრძანე, რა არის ბიბლიოთეკა დედისთვის, შენთვის?
ნათია დოლიძე: როგორც ბიბლიოთეკართა უმრავლესობას, დედასაც წიგნისადმი განსაკუთრებულად ფაქიზი დამოკიდებულება აქვს და ძალიან მკაცრია იმათ მიმართ, ვინც წიგნს უდიერად ეპყრობა. გასული საუკუნი 90-იან წლებში, როდესაც წიგნისადმი კი არა, თანგრძნობისა და პატივისცემის განცდა ადამიანებმა ერთმენთისადმი დაკარგეს, დედა და მისი კოლეგები გაყინულ დარბაზებსა და საცავებში, თვეობით უხელფასოდ, საკუთარი მწირი რესურსებით იცავდნენ წიგნის ფონდებს, ხოლო როდესაც ერთ დღეს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანას ამდენი ბიბლიოთეკა აღარ სჭირდებოდა და გაუქმება დაიწყო, იმათ შორის დედას ბიბლიოთეკაც აღმოჩნდა. ის წელიწადი დედაჩემისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო.
რაც შემეხება მე, დღესაც, როდესაც ბიბლიოთეკაში შევდივარ, ვგრძნობ ქაღალდის სუნს, მესმის წიგნის ფურცლის ხმაური, ისეთი განცდა მაქვს, რომ რაღაც ძალიან მშობლიურს ვუბრუნდები. რა ვიცი, ესაა ჩემი განცდა, ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე ჩემგან არ ღირს ალბათ ლაპარაკი. ასე, რომ ველი შენს ახალ კითხვას.
გიორგი კილაძე: კი, ბატონო, აი, ახალი კითხვაც: პირველი დამოუკიდებლად წაკითხული წიგნი თუ გახსოვთ, ყველაზე ბევრჯერ წაკითხული?
ნათია დოლიძე: პირველი, რაც წავიკითხე საბავშვო წიგნი იყო, სახელად: „ყვავილის საათი“, სამწუხაროდ, ავტორი არ მახსოვს. არც წიგნის შინაარსი მახსოვს დიდად, სამაგიეროდ მახსოვს, ყდის ფერი და ისიც, რომ გაცრეცილი ყვითელი ფურცლები ჰქონდა. ზოგადად ძალიან მიყვარს საყვარელ წიგნებთან მიბრუნება, ვფიქრობ, რომელი დავასახელო, მაგალითად, დოსტოევსკის „იდიოტი.“ რატომ ვუბრუნდები? _ იქნებ დაუჯერებლადაც ისმის, მაგრამ მონატრების გამო…
გიორგი კილაძე: არა, რატომ დაუჯერებელი... მე “კაპიტნ ბლადის ოდისეას ‘ ყოველ ზაფხულს ვკითხულობ…
ნათია დოლიძე: მეც მაქვს ერთი ზაფხულისას აუცილებლად წასაკითხი წიგნი, ასტრიდ ლინგდრენის „ჩვენ სალტროკელები ვართ.“
გიორგი კილაძე: დიდებულია!!! ნათია, ალბათ დამეთანხმები, შენი თაობის ჟურნალისტების უმრავლესობა მწერალიცაა…
ნათია დოლიძე: ახლა დავფიქრდი მაგაზე, მართალი ხარ. საინტერესოა, რა არის ამის მიზეზი?
გიორგი კილაძე: წერთ? ლექსსს, მოთხრობას?
ნათია დოლიძე: ყველაფერი ვცადე , თუმცა არც მწერლად მივიჩნევ თავს და არც პოეტად, თუმცა ხანდახან ვფიქრობ, რომ ლექსის წერა უფრო გამომდის.
გიორგი კილაძე: მოდით, ერთი ‘მცდლობა’ ჩვენც გვიჩვენეთ, “გისმენთ.”
ნათია დოლიძე:
ჩემს გულს ისე,
ვით ნართის გორგალს,
უხილავმა ფეიქარმა აურთო პირი და
სისხლ-ძარღვები გრძელ თითებზე გადაიხვია…
ასე დაიწყო გაზაფხულმა ფარდაგის ქსოვა…
ზოგჯერ ფერები ისე მჭახეა,
ნალევ გორგალთან მოთამაშე
დარდის კნუტები
ფრთხებიან და იმალებიან…
გიორგი კილაძე: “ამას მიმალავდი?!”, ნათია, თეატრი თუ გიყვართ? რომელ სპექტაკლს გაიხსენებთ… ინსცენირებას?
ნათია დოლიძე: ძალიან მიყვარს, მიხარია, რომ მოვასწარი და რობერტ სტურუას „კავკასიური ცარცის წრე“ სცენაზე ვნახე.
გიორგი კილაძე: მე ვერა… სამწუხაროდ…
ნათია დოლიძე: კიდევ ერთ სპექტაკლიც უნდა გავიხსენო, მედია კუჭუხიძის „ყბედი თუთიყუში“, რომლიც ბავშვობისას, მგონი, ოცჯერ ვნახე და დიალოგები დღედე მახსოვს.
გიორგი კილაძე: ეროვნული ბიბლიოთეკის ჯერ უსახელო რადიოს ქეთი გზირიშვილის საავტორო გადაცემა აქვს: „გზაში წაკითხული წიგნები”? გიყვარს გზაში კითხვა? რომელ გზაში წაკითხულ ნაწარმოებს გაიხსენებ?
ნათია დოლიძე: კი, მიყვარს. მაგალითად, აკა მორჩლაძის „ობოლე.“
გიორგი კილაძე: შთაბეჭდილებას არ გაგვიზიარებ? თუ უმჯობესია წავიკითხოთ და საკუთარი შთაბეჭდილება შეგვექმნას.
ნათია დოლიძე: იმედია, ავტორი არ მიწყენს, მაგრამ აკა მორჩილაძის წიგნები მგზავრობისა და საკურორტო სეზონისას განსაკუთრებით კარგად იკითხება. ადამიანებს როგორც ყველაფერის, ასევე წიგნების სუბიექტური განცდა აქვთ, შეიძლება ეს მხოლოდ ჩემი შთაბეჭდილებაა.
გიორგი კილაძე: ერთგან ვწერდი, კითხვის დასრულების შემდეგ მაინცდამაინც პირველ შთაბეჭდილებას ნუ ენდობით–მეთქი… წიგნი რომელიც დაიწყეთ, მიატოვეთ, მაგრამ მიუბრუნდით და ძალიან მოგეწონათ…
ნათია დოლიძე: მელვილის „მობი დიკი“, ბავშვობაში ვცადე წაკითხვა და არ გამომივიდა, შემდგომ სადღაც 19-20 წლისა მივუბრუნდი და აღმოვაჩინე, რომ მშვენიერი ნაწარმოებია.
გიორგი კილაძე: უმშვენიერესი, მე ასე ვიტყოდი. ნათია, დარწმუნებული ვარ ბევრს კითხულობთ… ჟურნალისტებისგან ხშირად გაიგონებთ, დღეში 24 საათი არ გვყოფნოსო… შენ გყოფნის?
ნათია დოლიძე: რთულად.
გიორგი კილაძე: მწერალი თეონა დოლენჯაშვილი მოთხრობის დასაწყისს პირველი წინადადებას, პირველი აბზაცს _განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, გიორგი კეკელიძე ლექსში _ ფინალს, შენ როგორ ფიქრობთ? აქვე, შენმა კოლეგამ, რუსა მაჩაიძემ ინტერვიუში მითხრა: პირველი წინადადება ავტორისთვის არის, ბოლო კი – მკითხველისთვის. ეთანხმებით?
ნათია დოლიძე: ნაწილობრივ ყველას ვეთანხმები. კითხვისას სხვადასხვა ნაწარმოებში სხვადასხვა რამ შეიძლება აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი: ხან _ დასაწყისი, ხან _ ფინალი, ხანაც _ ორივე ერთად. რაც შეეხება წერას: ლექსის წერისას ჩემთვის პირველი სტრიქონი უმნიშვნელოვანესია, ვფიქრობ, თეონაც ასე მწერილის პოზიციიდან ფიქრობს.
გიორგი კილაძე: ადაპტირებულ წიგნებზე რას მეტყვით, არიან გზამკვლევი თუ გზისგამკვალავები, წიგნის სრული ვერსიით წაკითხვის ინსპირატორები? იქნებ “თავის მოტყუებაა” და მეტი არაფერი…
ნათია დოლიძე: მე წიგნის სრული ვერსიის წაკითხვას ვემხრობი.
გიორგი კილაძე: მადლობა, “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიწერა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა… თითქმის 40 წელი. როგორ ფიქრობ, რით ჰგავს თანამედროვე ლიტერატურის მოყვარული კაცი ვასიკო კეჟერაძეს. ჰგავს კი საერთოდ? “კარცერ ლუქსის”, უფრო ზუსტად წიგნის “იძულებით” შეყვარების იდეაზე რას მეტყვით?
ნათია დოლიძე: საერთოდ ყოველგვარი იძულების წინააღმდეგი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ეგ ნაწარმოები ძალიან მიყვარს, მიმაჩნია, რომ „კარცერი ლუქსი“ ადამიანში კითხვის სიყვარულს ვერ გააღვიძებს. ლიტერატურის თანამედროვე მოყვარული კი ვასიკო კეჟერაძეს, წიგნის პირველი წაკითხვით მოგვრილი აღტაცებით ჰგავს.
გიორგი კილაძე: თარგმნაზე რას მეტყვით? შეგიდარებიათ ორიგინალი და თარგმანი?
ნათია დოლიძე: სამწუხაროდ, რუსულის გარდა სხვა ენაზე ვერ ვკითხულობ. შემიდარებია და თითქმის ყოველთვის ორიგინალი უფრო მომწონებია. ერთი-ორჯერ თვითონაც ვცადე, უფრო ლექსების თარგმნა, ძალიან რთულია.
გიორგი კილაძე: გეთანხმები… ქართულ პოეზიაზე რას მეტყვი? გაუსწრო პროზას?
ნათია დოლიძე: ეს აზრი დამკვიდრებულია ჩვენში, თუმცა ასე ერთმნიშვნელოვნად თქმაც არ შეიძლება. მიმაჩნია, რომ გასულ საუკუნეში არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის პროზაული ნაწარმოები დაიწერა, რომელიც პოეტურ შედევრებს არაფრით ჩამოუვარდება. ვფიქრობ, რომ თანამედროვე პროზაც არაფრით ჩამორჩება თანამედროვე პოეზიას. ისე, ლექსის წერა თუ უფრო გვემარჯვება, ალბათ ამის მიზეზი ჩვენს ხასიათში უნდა ვეძებოთ _ უეცარი შთაბეჭდილების ხალხი ვართ, უცებ შეგვიძლია სიხარულიც და ტკივილიც, რაც გრძელ დისტანციაზე არ მიგვყვება, ლექსის ფორმა კი ამას უფრო ერგება, თან გრძლად წერაც ცოტა გვეზარება ალბათ.
გიორგი კილაძე: როგორ ფიქრობ. არსებობს თანამედროვე ლიტერატურაში `აკრძალული თემები? ქართულში?
ნათია დოლიძე: იმაში, რომ ჩვენში ჯერაც ბევრი ტაბუა, დამეთანხმები, ალბათ. ეს ბუნებრივად აისახება ლიტერატურაშიც, ოღონდ აისახება სხვადასხვანაირად , შედეგად კი, ან ტუბუსთან ზღვარგადასულ მებრძოლებს ვიღებთ, ანაც ამ მებრძოლებთან მებრძოლებს… ოქროს საშულის მოძებნა ჭირს, თუმცა, ვფიქრობ, მწერლობამ საზოგადოებას გაასწორა და ეს სრულიად ნორმალური მგონია.
გიორგი კილაძე: სიტყვები?
ნათია დოლიძე: ვიღაცისთვის არსებობს, ვიღაცისთვის _ არა. რა ვიცი, ასე მგონია, თანამედროვე ტექსტებში უკვე ყოველგავრი სიტყვა მაქვს წაკითხული და ამაში უბედურებას ვერ ვხედავ.
გიორგი კილაძე: ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტფორუმი `ებლიტფო~, წლევანდელ წელს “ვეფხისტყაოსანის წლად ~. აცხადებს. კითხვას არ დაგისვამ… უბრალოდ, `ვეფხისტყაოსანზე~ მესაუბრე…
ნათია დოლიძე: ეგ არ ვიცოდი, მშვენიერია. ერთ ამბავს მოგიყვები, 2008 წლის ომის დროს ისე მოხდა, რომ „ვეფხისტყაოსანმა“ მომძებნა მე თუ მე მოვძებნე ის კიდევ ერთხელ. მაშინ, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ თბილისის თავზე ათობით რუსული ბომბდამშენი დაფრინავდა და უიმედობის, უსასოობის და უმოქმედობის განცდა ალბათ ყველა ჩვენთაგანს აწუხებდა, მე ვიჯექი და „ვეფხისტყაოსანს“ ვკითხულობდი. მაშინ აღმოვაჩინე, რომ წიგნმა შეიძლება დაგამშვიდოს, შეიძლება დაგაიმედოს, ადამიანივით განუგეშოს. არ ვიცი, გიორგი, იქნებ ამ ყველაფერში ვიღაცამ ზედემტი პათეტიკა დაინახოს, მაგრამ მართლა ასე იყო. არაფერს ვაჭარბებ. ვფიქრობდი, რომ თუ ამ წიგნმა ამდენ საუკუნეს და ჭირ-ვარამს გაუძლო, თუ შევძელით და ჩვენს სულსა და სხეულში გამოვატარეთ და გადავარჩინეთ, კვლავაც აუცილებლად გადავრჩებოდით.
გიორგი კილაძე: “ავთანდილია ჩემი საყვარელი გმირი ბავშვობიდან და სტუდენტი რომ ვიყავი, საათობით ვკამათობდი ბნ. გრივერ ფარულავასთან, რომ ავთანდილი უნდა ყოფილიყო მთავარი გმირი” – შენი კომენტარი.
ნათია დოლიძე: ავთანდილი ჩემთვის საყვარელი გმირიცაა და მთავარიც.
გიორგი კილაძე: „რეჟისორი რომ იყოთ, რომელ ლიტერატურულ ნაწარმოებს არ გადავიღებდი, სცენარისტს მხოლოდ და მხოლოდ ფილმის იდეას დავაწერინებდი, რადგან მიმაჩნია, რომ კარგი ლიტ.ნაწარმოების გადაღება შეუძლებელია და მით უმეტეს, მისი, ასევე კარგ ფილმად გადაქცევა – წარმოუდგენელი.“ – ქალბატონ რუსა ამირეჯიბის აზრია. შენი კომენტარი.
ნათია დოლიძე: არ ვიცი, ასეთი მკვეთრი პოზიცია არ მაქვს, შეიძლება მართალიც იყოს, თუმცა ალბათ გააჩნია რეჟისორს, ნაწარმოებს… ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია, ერთი სქემის ყველზე გავრცელება, არა მგონია, სწორი იყოს.
გიორგი კილაძე: და მაინც, კინორეჟისორი რომ იყოთ, რომელ ლიტნაწარმოებს გადაიღებდით?
ნათია დოლიძე: პირველი რაც გამახსენდა, ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვაა“, თუმცა აქამდე ამაზე არასდროს მიფიქრია.
გიორგი კილაძე: დაასრულე: მიყვარს მწერალი, რომელიც (რომელსაც)…
ნათია დოლიძე: ახერხებს და ზედმეტ სიტყვებს ელევა.
გიორგი კილაძე: და ბოლოს, რას ეკითხები ყველაზე ხშირად საკუთარ თავს და პასუხი ჯერ–ჯერობით არ იცი? აქვე, კითხვა რომლის პასუხი ზუსტად იცი?
მაქვს ზოგადსაკაცობრიო კითხვებიც (აქ ღიმილის სმაილაკი არ მაწყენდა ალბათ), მაგრამ ადამიანი რადგან სუბიექტური ვინმეა, ჩემზე რა ვიცი და რა _ არა, იმას დავწერ… საკუთარ თავს ალბათ ყველზე ხშირად ვეკითხები, _ რა მინდა?.. და დიდ წილად პასუხი არ ვიცი. კითხვა, რომელზეც ზუსტად ვიცი პასუხი: რა მიყვარს? _ მურაბიანი ბლინები.
6 კომენტარი
Sorry, the comment form is closed at this time.
Entries and comments feeds.
Valid XHTML and CSS. ^Top^
26 queries. 0.354 seconds.
Powered by WordPress with jd-sky theme design by John Doe.
mesa golf…
თაობები…
Trackback ავტორი mesa golf — მარტი 17, 2014 #
Suggested Resource site…
თაობები…
Trackback ავტორი Suggested Resource site — მარტი 27, 2014 #
personal life coach certification…
თაობები…
Trackback ავტორი personal life coach certification — ივლისი 17, 2014 #
hawthorne meadows real estate broker…
თაობები…
Trackback ავტორი hawthorne meadows real estate broker — ივლისი 17, 2014 #
best business coach canton…
თაობები…
Trackback ავტორი best business coach canton — ივლისი 19, 2014 #
santa cruz theta healing…
თაობები…
Trackback ავტორი santa cruz theta healing — ივლისი 20, 2014 #