თაობები

 
    •  

  • რუბრიკები:

    • "ებლიტფო" ლათინურ ენასავითაა (rss) (7)
    • "თაობები" ბავშვებს (rss) (21)
    • English Lesson (rss) (3)
    • Poems from Georgia (rss) (2)
    • ადაპტირებული ტექსტები (rss) (16)
    • ავტორები (rss) (370)
      • Is Still Unknawn (rss) (1)
      • ამირეჯიბი რუსა (rss) (1)
      • ახალკაცი ალექსანდრე (rss) (1)
      • გელაშვილი თორნიკე (rss) (1)
      • გზირიშვილი ქეთი (rss) (8)
      • გიორგაძე ნათია (rss) (2)
      • გიორგი ბუნდოვანი (rss) (1)
      • გოგუაძე ნელი (rss) (3)
      • გულეური ვასილ (rss) (1)
      • დარბაისელი ნინო (rss) (3)
      • დიდიშვილი ქეთი (rss) (3)
      • დოლიძე ტატა (rss) (1)
      • ელერდაშვილი ალექსანდრე (rss) (1)
      • ემხვარ კახაძე (rss) (10)
      • ვეკუა მერაბ (rss) (1)
      • თეკლე ბატონიშვილი (rss) (1)
      • თვალაბეიშვილი მზია (rss) (4)
      • თოფურია თეა (rss) (2)
      • კიკალიშვილი გვანცა (rss) (1)
      • კილაძე თამარ (rss) (2)
      • კილაძე თემურ (rss) (1)
      • ლიქოკელი ლია (rss) (1)
      • ლომაძე სერგი (rss) (1)
      • მარსიანი (rss) (2)
      • მატასი (rss) (1)
      • მშვიდობაძე ნინიკო (rss) (1)
      • ნადირაძე ნინო (rss) (1)
      • ნამშურიძე სოფი (rss) (1)
      • სადღობელაშვილი ნინო (rss) (1)
      • სალომე აჩბა (rss) (1)
      • სარია ზეინაბ (rss) (1)
      • სეფიაშვილი ქეთი (rss) (2)
      • სიმონიშვილი მაია (rss) (1)
      • სუმბაძე დარეჯან – ანასტასია (rss) (1)
      • ტაველიძე ირმა (rss) (1)
      • ფაილოძე ქეთი (rss) (1)
      • ქასრაშვილი ირაკლი (rss) (1)
      • ჩანადირი ნინო (rss) (1)
      • ჩაჩანიძე ალეკო (rss) (1)
      • წიკლაური მარიამ (rss) (2)
      • ჭუმბურიძე კობა (rss) (1)
      • ხორნაული ვაჟა (rss) (27)
      • ჯალიაშვილი მაია (rss) (3)
      • ჯობავა გვანცა (rss) (1)
    • ავტორეცენზიები (rss) (5)
    • ბოლქვაძე თამარ (rss) (1)
    • დევდარიანი როზა (rss) (1)
    • დუმბაძე მანანა (rss) (2)
    • ერთად ვთარგმნოთ (rss) (5)
    • თარგმანები (rss) (44)
      • ბრედბერი რეი (rss) (2)
      • ედისონი ჯოზეფ (rss) (1)
      • ვონეგუტი კურტ (rss) (1)
      • ვულფი ვირჯინია (rss) (1)
      • ირვინგი ვოშინგტონ (rss) (1)
      • კინგი სტივენ (rss) (2)
      • კრონინი არჩიბალდ (rss) (1)
      • ლარნედი უ. ლივინგსთონ (rss) (1)
      • ლიკოკი სტივენ (rss) (1)
      • მარკ ტვენი (rss) (6)
      • მენსფილდი ქეთრინ (rss) (4)
      • მოემი სომერსეტ (rss) (1)
      • ნაპიერი სუსან (rss) (1)
      • ო’ჰენრი (rss) (2)
      • სამარაკისი ანდონის (rss) (3)
      • საროიანი უილიამ (rss) (1)
      • ფიჯერალდი სკოტ ფრანსის (rss) (2)
      • შექსპირი უილიამ (rss) (1)
      • ჯეკ ლონდონი (rss) (1)
      • ჯერომ კლაპკა ჯერომი (rss) (3)
      • ჯონსონი ოუენ (rss) (1)
      • ჰემინგუეი ერნესტ (rss) (2)
      • ჰექტორ ჰიუ მუნრო (საკი) (rss) (1)
    • ინგლისური "თაობებზე" (rss) (8)
    • ინგლისური იდიომები, ანდაზები (rss) (4)
    • ინტერვიუ მიმოწერით (rss) (4)
    • იფიქრე ხმამაღლა… (rss) (7)
    • კრიტიკა (rss) (2)
    • ლატარია თამუნა (rss) (1)
    • მე წიგნის გმირი ვარ (rss) (1)
    • ნინო ნადირაძე (rss) (1)
    • პოეზია (rss) (42)
    • პროზა (rss) (1)
    • რამდენიმე კითხვა თეა თოფურიას (rss) (1)

    კალენდარი

    თებერვალი 2019
    ო ს ო ხ პ შ კ
    « ნოე    
     123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728  

    მეტა:

    • შესვლა

    არქივები:

    • ნოემბერი 2014 (1)
    • სექტემბერი 2014 (3)
    • აგვისტო 2014 (2)
    • მაისი 2014 (2)
    • მარტი 2014 (1)
    • თებერვალი 2014 (9)
    • იანვარი 2014 (6)
    • დეკემბერი 2013 (1)
    • ივნისი 2013 (2)
    • მაისი 2013 (1)
    • მარტი 2013 (5)
    • სექტემბერი 2012 (2)
    • აგვისტო 2012 (7)
    • ივლისი 2012 (4)
    • ივნისი 2012 (3)
    • მაისი 2012 (2)
    • აპრილი 2012 (5)
    • მარტი 2012 (10)
    • თებერვალი 2012 (3)
    • იანვარი 2012 (6)
    • დეკემბერი 2011 (13)
    • ნოემბერი 2011 (18)
    • ოქტომბერი 2011 (16)
    • სექტემბერი 2011 (26)
    • აგვისტო 2011 (23)
    • ივლისი 2011 (9)
    • ივნისი 2011 (6)
    • მაისი 2011 (10)
    • აპრილი 2011 (7)
    • მარტი 2011 (6)
    • თებერვალი 2011 (20)
    • იანვარი 2011 (10)
    • დეკემბერი 2010 (15)
    • ნოემბერი 2010 (6)
    • ოქტომბერი 2010 (1)
    • სექტემბერი 2010 (1)
    • აგვისტო 2010 (3)
    • ივლისი 2010 (5)
    • ივნისი 2010 (8)
    • მაისი 2010 (4)
    • აპრილი 2010 (26)
    • მარტი 2010 (32)
    • თებერვალი 2010 (30)
    • იანვარი 2010 (59)
    • დეკემბერი 2009 (16)

    • 0. მეგობრები
    • 0.1. ქეთი გზირიშვილის ბლოგი
    • 0.2. გიკა
    • 0.3. ნელი გოგუაძის საიტი
    • 0.4. ბურუსი
    • 0.5. ალტერნატივა
    • 0.5. მოლი ბლუმის ბლოგი
    • 1. ვუსმინოთ ერთად.
    • 3. დამატებულია
    • 3.1. ქალი სარკეში
    • 3.2. ბედნიერი დილა
    • 3.3. 2 კითხვა…
    • 3.4 2 კითხვა (2)
    • 3.5. 2 კითხვა (3)
    • 3.5. ავტორეცენზიები
    • 3.6. ველდი
    • 3.7. "პიანისტი ქალი"
    • 3.8. ასე მოვუყვებოდი…

    ინტერვიუ ჟურნალისტთან

    ნოემბერი 8, 2014 on 11:46 ამ | ავტორები | Comments Off

    გიორგი კილაძე _ თამარ იაკობიშვილი

    გიორგი კილაძე: ქალბატონო თამარ ალბათ დამეთანხმებით, თქვენი თაობის ჟურნალისტების უმრავლესობა მწერალიცაა… ჩვენი ტრადიციულ კითხვა: თქვენი ლიტერატურული და არამარტო ლიტერატურული СV.
    თამარ იაკობიშვილი: ჩემი თაობის? არც ისე დიდი ვარ -, ლიტერატურული ჩანახატებისთვის დღეს ნაკლებად ვპოულობ დროს, თუმცა სიამოვნებით დავუბრუნდებოდი ბავშვობის გატაცებას. ..რაც შეეხება არალიტერატურულ ჩV-ს: 2001 წელს გავხდი უნივერსიტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი და პირველი კურსის მეორე სემესტრიდან უკვე ვჟურნალისტობდი. პირველი არხი, ტელეკომპანია „იმედი“, მეცხრე არხი, კერძო კომპანიები, ახალი ამბების სააგენტო, სადაზღვევო კომპანია და საჯარო სამსახურის თანამშრომლობაც კი გამოვცადე. ეს მეტნაკლებად სრული ჩამონათვალია ჩემი შრომისა და ღვაწლის )). დღეს ისევ ჟურნალისტიკაში ვარ.. ხვალ არ ვიცი..

    გიორგი კილაძე: ვერ მეტყვით, რატომ არყოფნით ჟურნალისტებს დღეში 24 საათი? “ყველა წუთს, ყველა წამს ვეპოტინები!” – თქვენი კოლეგის ინტერვიუდანაა, თქვენთან როგორაა საქმე?
    თამარ იაკობიშვილი: სულ მინდოდა, კვირას მერვე დღე დამატებოდა, რომელსაც მხოლოდ პირადი სურვილებისთვის გავფლანგავდი.  ჟურნალისტიკა (ახალი ამბები) რეჟიმია, რომელიც არასოდეს მთავრდება საღამოს ექვსზე და ვერც სახლიდან გასვლისას იტყვი შინ რომელ საათზე დაბრუნდები. ზოგჯერ გინდა ერთი კიარა რამდენიმე იყო, თვლი რომ მარტივად გადაანაწილებ ვალდებულებებს ბევრ მეზე..

    გიორგი კილაძე: `მწერლისთვის (და ზოგადად, ხელოვანი ადამიანისთვის) წარსული (შემოქმედებითი რაღა თქმა უნდა) ძალიან ცოტას (თითქმის არაფერს) ნიშნავს~ _ ბრძანა ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალმა ბაჩო კვირტიამ. ეთანხმები თუ არა? რატომ?
    თამარ იაკობიშვილი: მწერლობის ან ხელოვანობის პრეტენზია არასოდეს მქონია, თუმცა, ყოველთვის, როცა რაღაცას აკეთებ და იმით კმაყოფილი ხარ ეს მდგომარეობა სწრაფად ფერმკრთალდება. გსურს ისევ ახალი, ამაზე მძაფრი შეიგრძნო, წარსული კმაყოფილება რომ გადაფაროს. არ ვიცი რას გულისხმობდა მწერალი ბაჩო კვირტია, მაგრამ ალბათ მოძრაობა და წინსვლის ახლის ძიებისა და მიგნების წყურვილი, წარსულს (შემოქმედებითს) უმნიშვნელოს ხდის.

    გიორგი კილაძე მწერალი თეონა დოლენჯაშვილი მოთხრობის დასაწყისს პირველი წინადადებას, პირველი აბზაცს _ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, გიორგი კეკელიძე ლექსში _ ფინალს, თქვენთან როგორაა საქმე?
    თამარ იაკობიშვილი: ის რაც საინტერესოდ იწყება უფრო საინტერესოდ უნდა განვითარდეს და სასურველია არაპროგნოზირებადი დასასრული ჰქონდეს. ამიტომ, ჩემთვის მოთხრობის ყველა ნაწილი მნიშვნელოვანია.

    გიორგი კილაძე: . როგორ ფიქრობთ. არსებობს თანამედროვე ლიტერატურაში `აკრძალული თემები~ თემები? ქართულში?
    თამარ იაკობიშვილი: შესაძლოა, ობიექტური შემფასებელი ვერ ვიყო, არც ისე აქტიურად ვკითხულობ შედარებების გასაკეთებლად, მაგრამ ჩემი პროფესიის მაგალითზე თუ გეტყვით, ქართულ რეალობაში ასეთი თემა რელიგია და სასულიერო პირები არიან. (თავს შევიკავებ კონკრეტული მაგალითების მოყვანისგან)

    გიორგი კილაძე: ქალბატონო თამარ მოგწონთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტფორუმი `ებლიტფო~? რას შეცვლიდით? `ჟურნალისტის მონოლოგს~ _ როდის დაგვიწერთ?
    თამარ იაკობიშვილი: ფორუმს ჯერ კარგად არ ვიცნობ, თუმცა სიმპათიას იწვევს ყველა ის ადამიანი, ვისაც დღეს ლიტერატურაზე სურს და უყვარს საუბარი ან წერა.

    გიორგი კილაძე: მოგწონთ თანამედროვე ქართული პოეზია, საერთოდ რას გვეტყვით ოცდამეერთე საუკუნის ქართულ პოეზიაზე? თქვენი აზრით, რა მდგომარეობაა ახლა და რა ელის მომავალში? `სავიზიტო ლექსი~ თუ გაქვთ? რომელი? რატომ ეს და არა სხვა?
    თამარ იაკობიშვილი: სამწუხაროდ ვერ ვადევნებ თვალს.

    გიორგი კილაძე: დღეს ბევრს საუბრობენ ქართული სალიტერატურო ენის პრობლემებზე… ლიტერატურულ ნაწარმოებებში გაჩნდა «`ჟარგონიც~. `ჟარგონი~ ენისთვის ერთგვარი შემოლაწუნებასავითაა…~ _ ბრძანა ბატონმა ბესომ. მწერალ ბაჩო კვირტიას აზრით, `ჟარგონი~ მკითხველისთვის `შემოლაწუნებაა~, ქალბატონი მაკა თვლის, რომ `თუ ნაწარმოები მოითხოვს, ასეთ დროს შემომლაწუნებელს მეორე ლოყა უნდა მიუშვირო~. `ჟარგონი, ისე, როგორც ნებისმიერი გამოწვევა, ტექსტისთვის ორგანული უნდა იყოს, _ შორისდებულივით ორგანული.იმისთვის, რომ ეპატაჟი არ შეგვრჩეს ხელში~ _ ქალაბტონი ნესტან კვინიკაძე… თქვენი კომენტარი,
    თამარ იაკობიშვილი: ჟარგონზე შემოლაწუნების განცდა არ მაქვს. მახსოვს, „მე-9 არხის“ ერთ-ერთ საპილოტე გადაცემაში რეპორტაჟი მქონდა თეატრში, კეტძოდ სპეკტაკლებში აქტიურად გამოყენებულ ჟარგონზე და უცენზურო სიტყვებზე, რომელიც საბავშვო სპეკტაკლებშიც მოჭარბებული იყო. მარტივია, როცა ლიტერატურულ ნაწარმოებში ჟარგონი გხვდება ზოგჯერ მოგწონს, უმეტესად კი უკურეაქციას იწვევს, თავად აღარ იყენებ სალაპარაკო ენაში და ალბათ, ავტორის მიზანიც ესაა.

    გიორგი კილაძე: მაინტერესებს, როგორია თქვენთვის წერის პროცესი, რას ნიშნავს და რაში გამოიხატება ლექსზე მუშაობა და საერთოდ, თვლი თუ არა საჭიროდ ამ უკანასკნელს?
    თამარ იაკობიშვილი: ლექსებს არ ვწერ სამწუხაროდ.

    გიორგი კილაძე: `მომწონს (თანამედროვე ქართული პოეზია) ერთი მხრივ თუმცა მეორე მხრივ ძალიან დიდი გავლენებია ერთმანეთის სხვადასხვა ავტორში~ _ თქვენი კომენტარი,
    თამარ იაკობიშვილი: გავლენები სულ იყო და მომავალშიც იქნება, ამას ვერ გავექცევით (ყველაზე ახლო წარსულიდან აკა მორჩილაძის წერისა და კითხვის მანერის გავლენა მახსენდება).

    გიორგი კილაძე: დღეს მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალ პროზაიკოსთა რიცხვი. არსებობს თუ არა რაიმე დამახასიათებელი ნიშანი, თემა, რომელიც ქართველ ქალ პროზაიკოსებს გამოარჩევს მამაკაცი პროზაიკოსებისგან? მწერალი მაკა მიქელაძე თვლის, რომ `მამაკაცების მოთხრობების ნაწილი უფრო თავმობმულია და ნაკლებ მელოდრამატული, სამაგიეროდ ქალების პროზა _ უფრო ინტუიტურია, ხშირად მამაკაცურზე თამამიც, თითქმის ყველა აკრძალული თემა, პირველად ქალებმა წამოწიეს, ვერ მიაჩუმათეს.~ ეთანხმები თუ არა? რატომ? თამარ ერგემლიძის შემოქმედებაზე რას იტყვით?
    თამარ იაკობიშვილი: თამარ ერგემლიძის შემოქმედებას არ ვიცნობ სამწუხაროდ. თუმცა მაკა მიქელაძეს დავეთანხმები, ქალები ზედმეტად ემოციურები ვართ ჩვენს გრძნობებში ვიკარგებით და დასასრული ან არ გვაქვს, ან თავმოუბმელი 

    გიორგი კილაძე: ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტფორუმ `ებლიტფოზე~, მშვენიერი პროექტი დაიწყო _ `ხელნაწერი `ვეფხისტყაოსანი~. კითხვას არ დაგისვამთ… უბრალოდ, `ვეფხისტყაოსანზე~ მესაუბრეთ…
    ამ პროექტის შესახებ ვიცი, სამწუხაროდ ვერ შევძელი მეც მიმეღო მონაწილეობა, თუმცა ძალიან ვგულშემატკივრობ, კარგი საქმეა.
    „ვეფხისტყაოსანი“ კი ის პოემაა, რომლის წაკითხვაც არც ერთ ასაკში არ მომბეზრდება და ყველა ეტაპზე სხვანაირად დავინახავ.

    გიორგი კილაძე: საუბარი კრიტიკის თემით განვაგრძოთ. კრიტიკოსს ლიტერატურულ ცხოვრებაში სიმძაფრე შემოაქვს. რამდენად იგრძნობა დღეს ეს სიმძაფრე, თუ ჰყავს დღეს ლიტერატურას კრიტიკოსები, შემფასებლები?
    თამარ იაკობიშვილი: მე უფრო პოლიტიკურ კრიტიკოსებზე, ე.წ ექსპერტებზე ვიქნებოდი კომპეტენტური, ამ კითხვაზე პასუხისთვის კი მზად არ ვარ. ყველაზე კარგი შემფასებელი ნებისმიერი ლიტერატურული ნაშრომისა თავად მკითხველია და ვფიქრობ, რაც უფრო ბევრს აკრიტიკებენ ნაშრომს მით უფრო დიდია მისი გავლენა.

    გიორგი კილაძე: საუბარი ლიტერატურული კონკურსების თემით განვაგრძოთ. ზოგადად, რას ფიქრობ ლიტ.კონკურსებზე. რამდენად ობიექტურად იმართება საქართველოში?
    თამარ იაკობიშვილი: თავად ინიციატივა მისასალმებელია. შიდა სამზარეულოში დეტალურად ვერ ვერკვევი.

    გიორგი კილაძე: თქვენ რომ ლიტერატურული ჟურნალის რედაქტორი იყოთ…
    თამარ იაკობიშვილი: დღევანდელი გადმოსახედიდან ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია.

    გიორგი კილაძე: რამდენად ჩანს მწერალი თავის ნაწერში?
    თამარ იაკობიშვილი: ეს მწერლის გადასაწყვეტია. სულ მეგონა, რომ ნაწარმოების ერთ ან ორ გმირში ავტორი საკუთარ თავს ხედავდა, ისევე როგორც ჩვენ, მკითხველები.

    გიორგი კილაძე: კინორეჟისორი რომ იყო, რომელ ლიტნაწარმოებს გადაიღებდი?
    თამარ იაკობიშვილი: “მარტოობის 100 წელს“ (მრავალსერიანს )

    გიორგი კილაძე: დაასრულე: მიყვარს მწერალი რომელიც…
    ამატირებს-გამაცინებს კითხვისას.
    თამარ იაკობიშვილი:

    გიორგი კილაძე: `კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა~ მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიწერა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თითქმის 40 წელი. როგორ ფიქრობ, რით ჰგავს თანამედროვე ლიტერატურისმოყვარული კაცი ვასიკო კეჟერაძეს. ჰგავს კი საერთოდ? `კარცერ ლუქსის~, უფრო ზუსტად წიგნის `იძულებით~ შეყვარების იდეაზე რას მეტყვით?
    თამარ იაკობიშვილი: ზუსტად ვიცი, თუ შვილი მეყოლება იძულების ყველა ფორმას გამოვიყენებ და ბევრს წავაკითხებ. „კარცერ ლუქსი“ თუ არ ერქმევა, კარგი ბიბლიოთეკა და ბევრი „ქინდლი“ ექნება მოგზაურობის დროსაც რომ წაიკითხოს. მოკლედ, წინასწარ მშურს, რომ მთელი სიამოვნება – პირველად წაკითხვისა წინ აქვს.   რაც შეეხება ვასიკოებს, ალბათ ცოტანი დარჩნენ.

    გიორგი კილაძე: და ბოლოს რას ეკითხებით ყველაზე ხშირად საკუთარ თავს და პასუხი ჯერჯერობით არ იცი? აქვე, კითხვა რომლის პასუხი ზუსტად იცი? (ლიტერატურაზე გეკითხებით რა თქმა უნდა.
    თამარ იაკობიშვილი: ყველაზე ხშირად ვეკითხები ვიქცევი თუ არა სწორად, კონკრეტულ ვითარებაში.
    კითხვა რომელზეც პასუხი ვიცი – მომეწონა ამ ინტერვიუზე პასუხების წერა 

    კომენტარი არ არის

    Sorry, the comment form is closed at this time.

    Entries and comments feeds. Valid XHTML and CSS. ^Top^
    26 queries. 0.398 seconds.
    Powered by WordPress with jd-sky theme design by John Doe.